ვიქტორ ჯაფიაშვილი
ვიქტორ ჯაფიაშვილი დაიბადა 1924 წლის 20 ივნისს, ბორჯომის რაიონის სოფელ დაბაში. ამ პატარა სოფელში გაატარა ბავშობა და ყრმობა. იყო სოფლის ფოსტალიონი, ასწავლიდა წერა-კითხვას მეზობელ გლეხებს, უკითხავდა მათ ჟურნალ-გაზეთებს, თანამშრომლობდა რაიონულ ბიბლიოთეკასთან, მანვე მოაწყო სოფლის ბიბლიოთეკა საზოგადოებრივ საწყისებზე, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა დრამწრის მუშაობაში და იყო მუნჯი კინოების ,,გამხმოვანებელი“. ყოველივე ეს ბატონ ვიქტორს, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ანიჭებდა უდიდეს სიამოვნებას.
17 წლის ასაკში, წაღვერის საშუალო სკოლის ფრიადებზე დამთავრების შემდეგ, 1941 წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა ამიერკავკასიის რკინიგზის ინსტიტუტში, ხიდებისა და გვირაბების მშენებელ ინჟინერთა სპეციალობაზე.
სამამულო ომის (1941-1945 წ.წ.) დაწყების პირველსავე დღეებში გამოცხადდა სამხედრო კომისარიატში და მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტის ჯავშანი იცავდა ფრონტზე წასვლისაგან, მოხალისედ გაემგზავრა ომში. 1942 წელს დაიჭრა ქ. ტუაფსესთან კავკასიისათვის მიმდინარე ბრძოლებში და დემობილიზებული იყო მცირე ხნით. მკურნალობის შემდეგ მუშაობა დაიწყო მათემატიკის მასწავლებლად წაღვერის საშუალო სკოლაში.
1945 წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში ჩაუღრმავდა ასტრონომიულ ლიტერატურას, მოისმინა და მოიხიბლა ბატონი ევგენისა და ქალბატონი ნინო მაღნარაძის ლექციებით და ამან საბოლოოდ გადაწყვიტა მისი ბედი.
1949 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ევგენი ხარაძის წინადადებით, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად გადავიდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში სამუშაოდ. ბატონ ვიქტორს ხშირად უთქვამს, თავიდან რომ შეიძლებოდეს არჩევნის გაკეთება კვლავ ასტრონომიულ მიმართულებას ავირჩევდიო. მისი მეუღლე, დარეჯან ჭიპაშვილი (განათლებით ქიმიკოსი) სამეცნიერო ასტრო-ფოტოლაბორატორიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო. ქალბატონ დარეჯანს დიდი წვლილი მიუძღვის ობსერვატორიის დიდი საგანძურის, ობსერვატორიის დაკვირვებითი ფოტო მასალის ბიბლიოთეკის (მინის ბიბლიოთეკის) მოწყობაში. იგი 40 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ამ საქმეს.
1950 წლიდან ვიქტორ ჯაფიაშვილმა პირველმა დაიწყო მთვარის შესწავლა ელექტროპოლარიმეტრული მეთოდით და 1955 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “მთვარის ზედაპირის აგებულების გამოკვლევა ელექტროპოლარიმეტრული გაზომვებით“, რომელიც 1957 წელს გამოიცა მონოგრაფიის სახით.
იგი გახლდათ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მზის სისტემის ობიექტების პოლარიმეტრული მეთოდით კვლევის მიმართულების დამფუძნებელი. მან მთვარის ზედაპირის პოლარიმეტრული შესწავლისათვის, პირველმა მსოფლიოში, გამოიყენა ელექტროპოლარიმეტრი – იმ დროისათვის ყველასე ზუსტი ხელსაწყო. შემდგომში კი ამავე ტიპის ხელსაწყოებით და მეთოდით დანერგა დაკვირვებები მზის სისტემის სხვა სხეულებზე. ის ფაქტი, რომ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის პოლარიმეტრული სკოლა ექსპერიმენტულ ნაწილში აღიარებულია მსოფლიოში საუკეთესოდ, რა თქმა უნდა გახლავთ ბატონი ვიქტორის დამსახურება და მის სახელთანაა დაკავშირებული.
მთვარის პოლარიზაციული შესწავლისადმი მიძღვნილი მისი მრავალწლიანი შრომის შედეგად, რომელსაც იგი ახორციელებდა ობსერვატორიის თანამშრომელთან, ა.კოროლთან ერთად, შეიქმნა მსოფლიოში პირველი მთვარის პოლარიმეტრული ატლასი. ,,მთვარის პოლარიმეტრული ატლასი“ 1982 წელს გამოიცა, რისთვისაც ვ. ჯაფიაშვილს მიენიჭა ასტრონომიაში ერთ-ერთი პრესტიჟული ,,ბრედიხინის სახელობის სახელმწიფო პრემია“ .
1988 წელს ვიქტორ ჯაფიაშვილმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შტენბერგის ასტრონომიულ ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (სამეცნიერო მოხსენების სახით) თემაზე: „მთვარის პოლარიმეტრული ატლასის შექმნა და მისი გამოყენება მთვარის ზედაპირის ფიზიკური თვისებების შესასწავლად“ .
იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კითხულობდა ლექციებს ასტრონომიის განხრის სტუდენტებისათვის.
ვ. ჯაფიაშვილი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მან საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო მიმართულებას – ,,ციური სხეულების შესწავლას ელექტროპოლარიმეტრული მეთოდით“ და მისი ხელმძღვანელობით ათამდე მეცნიერი აღიზარდა.
მისი ხელმძღვანელობით დისერტაციები დაიცვეს:
- ლ.ქსანფომალიტი – ფიზ – მათ.მეცნ.კანდიდატი(1963); ფიზ.-მათ.მეცნ.დოქტორი (1972);
- ვ.ოშებკოვი – ფიზ.-მათ.მეცნ.კანდიდატი (1972);
- ო.ბოლქვაძე – ფიზ.-მათ.მეცნ.კანდიდატი (1973);
- ლ.სიგუა – ფიზ.-მათ.მეცნ.კანდიდატი (1980);
- ა. კოროლი – ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1985);
- ო.კვარაცხელია – ფიზ.-მათ.მეცნ.კანდიდატი (1986); ფიზ.-მათ.მეცნ.დოქტორი (2006);
- რ.ჭიღლაძე – ფიზ.-მათ.მეცნ.კანდიდატი (1990); ფიზ.-მათ.მეცნ.დოქტორი (2006);
გარდა აღნიშნულისა ბატონი ვიქტორი სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა საკანდიდატო დისერტაციების მომზადებაში: იზოლდა ბეიტრიშვილს და გიორგი ქურხულს (მათი ასპირანტურაში სწავლის პერიოდში).
მისი ძირითადი სამეცნიერო შედეგები გამოყენებულია მრავალ მონოგრაფიებსა და სასწავლო ლიტერატურაში (ნ.ბარაბაშოვის, ვ.შარონოვის, ზ. კოპალისა და სხვათა შრომებში). იგი სამეცნიერო მოხსენებებზე მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაზე.
1957 – 1992 წლებში ვიქტორ ჯაფიაშვილი ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე იყო სამეცნიერო დარგში. 35 წლის მანძილზე იგი ერთგულად ემსახურებოდა ობსერვატორიას, ზრუნავდა ყველა თანამშრომელზე და სარგებლობდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. ყველა, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია ურთიერთობა ამ შესანიშნავ პიროვნებასთან, უმალვე იხიბლებოდა ერუდიციითა და უზადო იუმორით. ყოველთვის გულწრფელად ხარობდა კოლეგების წარმატებით. აქტიური იყო თავისი ცხოვრების ყველა ეტაპზე. გულგრილად ვერაფერს ჩაუვლიდა, განსაკუთრებით, რაც ობსერვატორიას და მის მომავალს შეეხებოდა და ყოველთვის გულმხურვალედ იცავდა ქართული ენის სიწმინდეს. არაერთ საჭირბოროტო საკითხს გამოხმაურებია უაღრესად საინტერესო საგაზეთო სტატიით. ხშირად აქვეყნებდა პოპულარულ სტატიებს ასტრონომიაში.
2015 წლის 17 აგვისტოს 92 წლის ასაკში ვიქტორ ჯაფიაშვილი გარდაიცვალა.
მთვარის კვლევაში პროფესორ ვიქტორ ჯაფიაშვილის განსაკუთრებული წვლილის უკვდავსაყოფად, ასტრონომთა ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, კრიზისებისა და ნაყოფიერების ზღვებს შორის (რომლის კოორდინატებია: განედი 60 – 100 და გრძედი 540 -570) მდებარე მთვარის კრატერს, დაერქმევა პროფესორ ვიქტორ ჯაფიაშვილის სახელი (საფუძველი საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის (IAU) „მთვარის ნომენკლატურის მიზნობრივი ჯგუფის“ თავმჯდომარის ჩარლზ ა. ვუდისა და IAU-ს პლანეტური ნომენკლატურის ცნობარის მონაცემთა ბაზის მენეჯერის როზალინ ჰეივორდის ოფიციალური წერილი). გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის აგვისტოში (საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მოქმედი წესის თანახმად ციურ სხეულს მეცნიერის სახელის მინიჭებისადმი გადაწყვეტილება კანონირ ძალაში შედის მეცნიერის გარდაცვალებიდან სამი წლის თავზე).

ვიქტორ ჯაფიაშვილის შრომები
- Чигладзе Р.А., Джапиашвили В.П., Король А.Н. „Электрополяриметрические наблюдения Ио“, Бюлл.Абастуманск.Астрофиз.Обсерв. 2004, 77, 145-149.
- Ksanfomality, L. V.; Dzhapiashvili, V. P.; Kakhiani, V. O.; Kvaratskhelia, O. I.; Korol’, A. N.; Mayer, A. K.; Petashvili, P. P, “Evaluation of the Possibilities of the STV CCD Detector for the Observations of Planets”, Solar System Research, v. 36, Issue 4, p. 341-347 (2002).
- Ksanfomaliti, L. V.; Dzhapiashvili, V. P.; Kakhiani, V. O.; Kvaratskheliya, O. I.; Korol’, A. N.; Mayer, A. K.; Petashvili, P. P, “Experiment on Obtaining Mercury’s Images by the Short Exposure Method”, Solar System Research, v. 35, Issue 3, p. 190-194 (2001).
- Kulijanishvili, V. I.; Kapanadze, N. G.; Goderidze, E. K.; Dzhapiashvili, V. P.; Javakhishvili, G. Sh; Makandarashvili, Sh. S., “On the Structure and Appearance of Solar Corona of August 11, 1999”, Bulletin of the Abastumani Astrophysical Observatory, Vol. 75, p. 1-8, 2000.
- Abuladze, O.; Dzhapiashvili, V.; Insaridze, R.; Sigua, L.; Chigladze, R., “Electropolarimetric and electrophotometric investigation of Jupiter’s Galilean satellites.”, Bull. Georgian Acad. Sci., Vol. 156, No. 3, p. 408 – 410,1997.
- Sigua, L. A.; Dzhapiashvili, V. P., “Time variations of the polarization properties of regions of the Saturn disk”, Akademiia Nauk Gruzinskoi SSR, Soobshcheniia (ISSN 0132-1447), vol. 129, Jan. 1988, p. 73-75.
- Dzhapiashvili, V. P., “Ioannisiani’s Contribution to Abastumani Astrophysical Observatory”, Soobshcheniya Spetsial’noj Astrofizicheskoj Observatorii, No.56, P. 12, 1987.
- Dzhapiashvili, V. P.; Korol, A.N.; Sigua, L.A., “Linear Polarisation of P/halley”, The Exploration of Halley’s Comet. Volume 3: Posters. Proceedings of the 20th ESLAB Symposium held in Heidelberg, West Germany, 27-31 Oct. 1986. Sponsored by the Inter-Agency Consultative Group, the International Halley Watch, COSPAR, and the International Astronomical Union. Edited by B. Battrick, E.J. Rolfe, and R. Reinhard. Paris, France: European Space Agency, ESA SP-250, 1986., p.191.
- Dzhapiashvili, V. P.; Bolvadze, O. R.; Kvaratskheliya, O. I.; Korol, A. N.; Sigua, L. A., “Polarimetric studies of Moon and planets at Abastumani Astrophysical Observatory”, Space (JPRS-USP-86-001) p 127-128 (SEE N86-20178 10-88) Transl. into ENGLISH from Astronomicheskiy Vestnik (Moscow, USSR), v. 19, no. 1, Jan. – Mar. 1985 p 77-85.
- Dzhapiashvili, V. P.; Kurkhuli, G. V.; Dalakishvili, G. L.; Kvernadze, A. M.,” A study of the mechanical properties of Sikhote Alin meteorites by holographic interferometry”, Akademiia Nauk Gruzinskoi SSR, Soobshcheniia (ISSN 0132-1447), vol. 119, Sept. 1985, p. 501-504.
- Dzhapiashvili, V. P.; Bolkvadze, O. R.; Kvaratskheliia, O. I.; Korol, A. N.; Sigua, L. A., “Polarimetric investigations of the moon and planets at the Abastumani Astrophysical Observatory”, Astronomicheskii Vestnik, vol. 19, Jan.-Mar. 1985, p. 77-85Solar System Research, vol. 19, no. 1, July 1985, p. 53-58.
- Korol, A. N.; Dzhapiashvili, V. P., “Photoelectric observations of stellar occultations at Abastumani Observatory”, Current techniques in double and multiple star researchLowell Observatory Bulletin (ISSN 0024-7057), no. 167, 1983, p. 91, 92.
- Dzhapiashvili, V. P.; Korol’, A. N., “Polarimetric atlas of the moon”, Polarimetric atlas of the moon.. V. P. Dzhapiashvili, A. N. Korol’.Metsniereba, Tbilisi. 67 ppp. (1982).
- Dzhapiashvili, V., Korol’, A., “Poliarimetricheskii atlas luny”, “Tbilisi : Izd-vo “Metsniereba”, 1982.
- Aksenov, F. P.; Dzhapiashvili, V. P, “Supernova in NGC 7448”, IAU Circ., No. 3547, #1 (1980). Edited by Marsden, B. G.
- Dzhapiashvili, V. P.; Korol’, A. N., “Polarimetric atlas of the moon”, Nauchnye Informatsii, Ser. Astrofiz., Vyp. (No.) 45, p. 205 – 210.
- Ergma, E.; Dzhapiashvili, V. P.; Kharadze, E. K. “Publications of the second Soviet-Finnish symposium in Abastumani. 4 – 9 September 1977”, Nauchnye Informatsii, Ser. Astrofiz., Vyp. (No.) 45, 215 p.
- Dzhapiashvili, V. P.; Martynov, D. Ya.; Natsvlichvili, “Possible Supernova in NGC 4298”, IAU Circ., No. 2888, #1 (1975). Edited by Marsden, B. G.
- Ksanfomaliti, L. V.; Dzhapiashvili, V. P., “The “polarovisor””, Soviet Astronomy, Vol. 17, p.231, 1973.
- Ksanfomaliti, L. V.; Dzhapiashvili, V. P., “The “polarovisor””, Astronomicheskii Zhurnal, Vol. 50, p.357, 1973.
- Dzhapiashvili, V. P., “A lunar polarimetric map.”, Astronomicheskii Tsirkulyar, No. 788, p. 1 – 2, 1973.
- Dzhapiashvili, V. P., “A Transient Phenomenon in the Lunar Crater Posidonius”, Solar System Research, Vol. 6, p.5, 1972.
- Dzhapiashvili, V. P.; Korol’, A. N.; Ksanfomaliti, L. V.; Lokhov, V. K., “Investigation of the lunar surface by means of a polarovisor-discriminator.”, Physics of the moon and planets, p. 68 – 71, 1972.
- Dzhapiashvili, V. P., “Concerning a transient phenomenon in the lunar crater Posidonius.”, Astronomicheskii Vestnik, Tom 6, p. 7 – 8, 1972.
- Dzhapiashvili, V. P., “Observations of the occultation of beta Sco by Jupiter on May 13, 1971”,Astronomicheskii Tsirkulyar, No. 632, p. 6, 1971.
- Dzhapiashvili, V. P.; Xanfomaliti, L. V., “Electronic Polarimetric Images of the Moon”, The Nature of the Lunar Surface: proceedings of the 1965 IAU-NASA symposium held at Goddard Space Flight Center, April 15-16, 1965. Sponsored by IAU Commission 17 (the Moon) and NASA. Edited by Wilmot N. Hess, Donald H. Menz and John A. O’Keefe. Library of Congress Catalog Card Number 65-27671; QB591.C748 1965 c.2. Published by the Johns Hopkins Press, Baltimore, MD USA, 1965, p.275.
- Dzhapiashvili, V. P.; Ksanfomaliti, L. V., “First Results from Observations of the Moon by Means of a Polarimeter”, THE MOON, (KOPAL,Z., AND MIKHAILOV,Z.K., EDITORS) IAU SYMPOSIUM 14, ACADEMIC, P. 463-468,1962.