თინათინ კახნიაშვილის სემინარი: გრავიტაციული ტალღები
12 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორთან, ქალბატონ თინათინ კახნიაშვილთან.
შეხვედრის თემაა: გრავიტაციული ტალღები – ფანჯარა სამყაროში
დრო: 12 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)