სემინარი „მოდელირება ასტრონომიაში“
2018 წლის 4-9 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, მთა ყანობილზე ტარდება სემინარი (ვორკშოპი) ” მოდელირება ასტრონომიაში’’. სემინარი ტარდება რუსთაველის ფონდის საგრანტო პროექტ – #218070-ის (P Cyg-ის შესაძლო შემდგომი ამოფრქვევა) ფარგლებში გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით. სემინარის მიზანი არის ქართველ და უცხოელ მეცნიერებებს შორის უახლოესი კვლევების განხილვა და მათი მომავალი კოლაბორაციისთვის საჭირო მიზნებისა და ამოცანების დასახვა.