თინათინ კახნიაშვილის სემინარი კოსმოლოგიაში
ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორმა, თინათინ კახნიაშვილმა 25 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარა სემინარი თემაზე: “კოსმოლოგიური ფაზურიგადასვლების დროს გენერირებული მაგნიტური ველების ევოლუცია“.
სემინარზე განხილული იყო კოსმოლოგიური ფაზური გადასვლების დროს მაგნიტური ველებისა და მაგნიტო-ჰიდროდინამიკური ტურბულენტობის გენერაციის მექანიზმები. ფენომენოლოგიურ მოდელებზე და რიცხვითი მოდელირების შედეგებზე დაყრდნობით, გაანალიზებული იყო მაგნიტური ველების ევოლუცია.