სამეცნიერო პიკნიკი 2019
შაბათს, 28 სექტემბერს, ილიაუნი მორიგ სამეცნიერო პიკნის გამართავს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლობის ფარგლებში ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე ვაკის მედიათეკაში გექნებათ შესაძლებლობა დაესწროთ საინტერესო ლექციებს.
13:00-14:30 – შეძლებთ დაესწროთ ილიაუნის პროფესორების, მაია თოდუას, გია ჯავახიშვილის, ანდრია როგავას და ჯუანშერ ჯეჯელავას სამეცნიერო პოპულარულს ლექციებს ჩვენი სამყაროს საიდუმლოებების შესახებ .

პიკნიკის ფარგლებში შეგიძლიათ ესტუმროთ ილიაუნის ასტრონომიის კარავს, სადაც შეძლებთ:
● ტელესკოპით დააკვირდეთ მზის ზედაპირს და გააკეთოთ მზის ლაქების ჩანახატები;
● პრიზმაში სინათლის გარდატეხის საშუალებით გაიგოთ მეტი სინათლის ბუნებისა და სპექტრული ანალიზის შესახებ;
● ნახოთ ვიდეოპრეზენტაციები თანამედროვე ასტროფიზიკურ მიღწევებზე;
● დაათვალიეროთ ხელნაკეთი ტელესკოპები და გაეცნოთ მათი აწყობის პრინციპს;
● გაეცნოთ მზის სისტემის პლანეტარულ მოდელს, დააკვირდეთ პლანეტების მოძრაობას და გაიგოთ მათი ბუნების შესახებ;
● სასწავლო ცის რუკის მეშვეობით გაიგოთ მეტი ცაში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენს გალაქტიკასა და დედამიწის მდებარეობაზე.
