რუსთავი 2-ის სიუჟეტი მზის ტორნადოებზე

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დილის ეთერში სტუმრად მიწვეულები იყვნენ აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი მაია თოდუა და მკვლევარი ირაკლი მღებრიშვილი. სტუმრებმა ისაუბრეს კოსმოსური ამინდის და მზის გიგანტური მაგნიტური ტორნადოების შესახებ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის ირაკლი მღებრიშვილის და ობსერვატორიის მკვლევრების ნაშრომი მზის ტორნადოების კვლევის შესახებ (DYNAMICS OF A SOLAR PROMINENCE TORNADO OBSERVED BY SDO/AIA ON 2012 NOVEMBER 7–8) გამოქვეყნდა ჟურნალში The Astrophysical Journal. ნაშრომმა მოიპოვა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების აღიარება.