როლან კილაძე
როლან კილაძის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი ”წითელი ვარსკვლავები” (1982). მისი ბიოგრაფია შესულია ცნობარებში: International Who’is Who of Intellectuals (კემბრიჯი, 1997), მე-20 საუკუნის გამოჩენილი ადამიანები (კემბრიჯი, 1998), Dictionary of International Biography (კემბრიჯი 1997-98), ვინ ვინ არის საქართველოში (2001-2002, 2006, 2009). 1996 წ. საერთაშორისო კატალოგში ნომრით 4737 რეგისტრირებულია მცირე პლანეტა სახელად ”კილაძე” (4737Kiladze).
მოკლე ბიოგრაფია
როლან კილაძე დაიბადა 1931 წლის 23 სექტემბერს, ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. მამა – ილია ლავრენტის ძე კილაძე განათლებით იყო ფილოსოფოსი, დედა – ოლღა ერმილეს ასული ჯაყელი კი – პედაგოგი.
1950 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 7 ვაჟთა საშუალო სკოლა. 1950 წლიდან სწავლობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1955 წელს დაამთავრა წარჩინებით, სპეციალობით ასტრონომია. 1955-2010 წწ. მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. 1955-1958 წწ. იყო აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასპირანტი. 1962 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1982 წელს – სადოქტორო დისერტაციები. 1988 წლიდან არჩეული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად.
როლან კილაძე სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის (1962-2006) და სულხან–საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა–მათემატიკის (1985-1990) კათედრებზე. 2007- 2010 წწ. იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
როლან კილაძე 1964 წლიდან იყო საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის, 1982 წლიდან კი – ევროპული ასტრონომიული საზოგადოების წევრი. ის წლების განმავლობაში იყო საქართველოს კოსმონავტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს ასტრონომიული საზოგადოების ვიცე–პრეზიდენტი.
როლან კილაძე გარდაიცვალა 2010 წლის 22 თებერვალს.
სამეცნიერო მოღვაწეობა:
- 1955-1960 წწ. – აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფროსი ლაბორანტი;
- 1960-1962 წწ. – აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის უმცროსიმეცნიერ–თანამშრომელი;
- 1962 წ. – დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა–მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
- 1962-1986 წწ. – აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი;
- 1982 წ. – დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე ”პლანეტების თანამედროვე ბრუნვა, როგორც მცირე ნაწილაკთა პლანეტების მახლობელი გროვების განვითარების შედეგი” და მიენიჭა ფიზიკა–მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი;
- 1988 წ. – არჩეული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად;
- 1989-2006 წწ. – აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის გალაქტიკის აგებულებისა და ევოლუციის განყოფილების გამგე;
- 1984-2006 წწ. – აბასთუმნის ასტროფიზიკური სამეცნიერო საბჭოს წევრი;
- 2003-2006 წწ. – აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბიულეტენის რედაქტორი;
- 2004-2008 წწ. – აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიასთან არსებული სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
- 2000-2010 წწ. – ჟურნალ ”Astronomical & Astrophysical Transactions” სარედაქციო კოლეგიის წევრი.
- 2001–2006 წწ. – საქართველოს ე. ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი;
- 2007-2010 წწ. – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი.
როლან კილაძე ძირითადად შეისწავლიდა მზის სისტემის სხეულების მოძრაობისა და წარმოშობის საკითხებს. მის მიერ გამოყვანილია უნივერსალური ფორმულა, რომელიც შორეულ პლანეტებზე დღეღამის ხანგრძლიობის გამოთვლის საშუალებას იძლევა. ეს თეორია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ თითოეულმა პლანეტამ ბრუნვითი მოძრაობა დაიწყო ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაში, როდესაც იმყოფებოდა მის შესახვედრად და საპირისპიროდ მოძრავი ნაწილაკების ძლიერი დარტყმების ქვეშ (1965).
როლან კილაძის მიერ შექმნილი პლანეტების წარმოშობის თეორიის საფუძველზე, რომელიც საშუალებას იძლევა განისაზღვროს პლანეტების ღერძის გარშემო ბრუნვის საჩქარეები, მასები, დიამეტრები და მზიდან მათი დაშორების მანძილი;
მის მიერ განსაზღვრული იქნა პლუტონის მასა (1966).
მზის დისკოზე პლანეტა მერკურის გავლის დაკვირვების შედეგად როლან კილაძემ შეძლო დაედგინა პლანეტა მერკურზე ატმოსფეროს არსებობის ნიშნები (1974).
ფოტომეტრული მეთოდის გამოყენებით მან გამოითვალა პლანეტა სატურნის რგოლების სისქე (1967), რაც 14 წლის შემდეგ დაადასტურეს ფრანგმა მეცნიერებმა (1981), ხოლო 1995 წელს – ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით ჩატარებულმა დაკვირვებებმა.
1975 წელს მან გედის თანავარსკვლავედში აღმოაჩინა ზეახალი ვარსკვლავი.
როლან კილაძემ ჯერ კიდევ 1976 წელს გამოთქვა ვარაუდი, რომ პლანეტა პლუტონი ჯერ კიდევ იმყოფება ჩამოყალიბების სტადიაში, მის გარშემო ჯერ კიდევ არის ნაწილაკთა გროვა და პლუტონის თანამგზავრის ”ქარონის” აღმოჩენამდე ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა მისი არსებობა.
1986 წელს მან ჩამოაყალიბა თეორია პლანეტების თანამედროვე ბრუნვის შესახებ, რომლის დადასტურებად 2005 წელს აღმოჩენილი პლუტონის კიდევ ორი მცირე ზომის თანამგზავრი შეიძლება ჩაითვალოს.
სანკტ–პეტერბურგელ კოლეგებთან ერთად როლან კილაძემ შექმნა გეოსტაციონარული თანამგზავრების მოძრაობის თეორია (2001). ”რეზონანსული თანამგზავრების” მოძრაობის თეორიაზე მუშაობის პროცესში მან აღმოაჩინა მეექვსე პირველი ინტეგრალი, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ თანამგზავრის ორიენტაცია დაკავშირებულია მთვარის მდებარეობასთან, რაც მათემატიკური ფორმულის სახით არის ჩამოყალიბებული. ამ თეორიის საფუძველზე შექმნილი კომპიუტერული პროგრამები იძლევა საშუალებას განისაზღვროს დღეისათვის არსებული ყველა გეოსტაციონერული თანამგზავრის კოორდინატები რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში და გაუმჯობესდეს მათი ორბიტის ელემენტები. მან დაადგინა, რომ გეოსტაციონარული თანამგზავრების მატარებელი რაკეტები დროდადრო ფეთქდება და აღმოაჩინა მათი ნამსხვრევების ორბიტების რეგულარიზაციის მოვლენა (2003). ამდენად, ამ აღმოჩენის საფუძველზე შეიქმნა”კოსმოსური ნაგვის” შეგროვების თეორიული შესაძლებლობა.
როლან კილაძის მიერ მოძებნილ იქნა მცირე პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ორი პოზიციური დაკვირვების საფუძველზე დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახების წინასწარმეტყველების კრიტერიუმი (2004).
როლან კილაძე არის მონოგრაფიების, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის სახელმძღვანელოს, უმართავი გეოსტაციონარული თანამგზავრების გაუმჯობესებული სამი კატალოგის და 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის თანაავტორი, რამოდენიმე სამეცნიერო–პოპულარული წიგნის რედაქტორი და კონსულტანტი.
როლან კილაძის სამეცნიერო ნაშრომებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
Киладзе Р. И. О распределении масс в Галактике. Бюлл. Абастуманской астрофизической обсерватории, N 22, 125, 1958.
Kiladze, R. I., Physical Parameters of Pluto, Solar System Research, Vol. 1, 173, 1967.
Kiladze, R. I., Photometry of Pluto and the determination of its pole position,Astronomicheskii Vestnik (ISSN 0320-930X), 22, 79, 1988.
Kiladze, R. I.; Kukhianidze, V. D., Photometry of Pluto in two colors, Astronomicheskii Vestnik (ISSN 0320-930X), 25, 439, 1991.
Киладзе Р. И. Об интепpетации пеpвых фотометpических наблюдений Плутона. Сообщения АН Грузии, 145, 318, 1992.
Kiladze, R. I., Observations of Saturn’s rings at the moments of the earth’s transit throughtheir plane 81966), Abastumanskaya Astrofiz. Obs. Byull., No. 37, 151, 1969.
Kiladze, R. I., Observations of the rings of Saturn during the transit of the earth across theplane of the rings in 1966, Physics of the moon and planets, 453, 1972.
Kiladze, R. I., Rotation of the Planets as a Result of Accretion, Solar System Research, Vol. 5, 132, 1971.
Киладзе Р. И. Современное вращение планет, как результат развития околопланетных роев мелких частиц. 244 с., 1986.
Kiladze, R. I., New Flare Stars in Orion, Information Bulletin on Variable Stars, 670, 1,1972.
Kiladze, R. I., On determination of the brightness and coordinates of nova (or supernova) 1975, Astronomicheskii Tsirkulyar, 890, 2, 1975.
Kiladze, R. I.; Natsvlishvili, R. Sh.New Flare Stars in Orion, Information Bulletin on Variable Stars, 1725, 1,1980.
Kiladze, R. I.; Natsvlishvili, R. S., Observations of the Flare Stars in Orion,Abastumanskaia Astrofizicheskaia Observatoriia Byulleten, No. 55, 132, 1982.
Kiladze, R. I.; Gikoshvili, M. P., Investigation of Nova Cygni 1975 (V 1500) at Abastumani. I. Photographic Observations of Spectra, Astrophysics (English translation of Astrofizika), 44, 58, 2001.
Kiladze, R. I.; Gikoshvili, M. P., Investigation of Nova Cygni 1975 (V 1500) at Abastumani. II. Resolution of Lines with a Complex Profile into Components,Astrophysics (English translation of Astrofizika), 44, 276, 2001.
Kiladze, R. I., On the atmosphere of Mercury, Astronomicheskii Tsirkulyar, No. 811, 7, 1974.
Kiladze, R. I., Refraction in the Mercury atmosphere, Abastumanskaia Astrofizicheskaia Observatoriia, Biulleten’ (ISSN 0375-6644), 56, 137, 1983.
Kiladze, R. I., The Mercury atmosphere, Akademiia Nauk Gruzinskoi SSR, Soobshcheniia(ISSN 0132-1447), 126, 529, 1987.
Веpшков А. Н., Гаязов И. С., Гpигоpьев К. В., Киладзе Р. И., Сочилина А. С. Каталог улучшенных оpбит неупpавляемых геостационаpных объектов. т.1, 101 с., СПб, 1994.
Веpшков А. Н., Гаязов И. С., Гpигоpьев К. В., Киладзе Р. И., Сочилина А. С. Каталог улучшенных оpбит неупpавляемых геостационаpных объектов. т.2, 94 с., СПб, 1994.
Сочилина А. С., Киладзе Р. И., Григорьев К. В., Вершков А. Н. Каталог орбит геостационарных спутников. 103 с., СПб, 1996
R. Kiladze, A. Sochilina, Theory of Motion of Geostationary Satellites, Tbilisi,144, 2010.
Kiladze R., Kvernadze T., Ogadze G., Inasaridze R. Positional and photometric CCD observations of the comet Shoemaker-Levy 9. Astron. Nachr. 316, 6, 411, 1995.
R. I. Kiladze, On the probability of collisions of interplanetary space vehicles with meteors. Bull. Georgian Acad. Sci., 175, 3, 30, 2007.
http://www.science.org.ge/2007-vol3/rolan-kiladze.pdf
R. I. Kiladze, On the accuracy of contemporary calendar. Bull. Georgian Acad. Sci.,vol. 2, 4, 58, 2008.
პედაგოგიური მოღვაწეობა
1962-1971 წწ. – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის მასწავლებელი; 1971-1996 წწ. –თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის დოცენტი;
1996-2006 წწ. – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრის პროფესორი; 1985-1990 წწ. – სულხან–საბაორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა–მათემატიკისკათედრის დოცენტი; 2007-2010 წწ. – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

ჯილდოები:
1970 – მედალი ”მამაცური შრომისათვის” (კოსმოსური კვლევის პროგრამების განხორციელებაში მიღწეული წარმატებებისათვის); 1971 – სსრკ სახელმწიფო პრემია (ზუსტი ასტრონომიული ხელსაწყოთმშენებლობის დარგში მიღწეული წარმატებისათვის); 1986 – მედალი “კოსმოსში ადამიანის გაფრენის 25 წელი”;
1987 – მედალი “კოსმოსური ერის 30 წლისთავი”;
1986 – შრომის ვეტერანის მედალი;
1987 – აკად. კოროლიოვის სახელობის მედალი;
1987 – აკად. კოროლიოვის სახელობის საიუბილეო მედალი;
1988 – აკად. ჩელომეის მედალი;
1991 – მედალი “ი. გაგარინის კოსმოსში გაფრენის XXXწელი” 1991 – ციოლკოვსკის სახელობის მედალი; 1991 –მედალი მეოცე საუკუნის მიღწევებისათვის;
2001 – ღირსების ორდენი (საქართველოში ასტრონომიული მეცნიერების განვითარებისათვის).