ქართველი ქალებისათვის სამეცნიერო კვლევითი გრანტის პროგრამა
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა ოლგა ავსაჯანიშვილმა გაიმარჯვა კონკურსში და მიიღო აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -GLOBAL), სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) მიერ გამოცხადებული „ქართველი ქალებისათვის სამეცნიერო კვლევითი გრანტის პროგრამა”
AWARD NUMBER: #A6077
Abstract: ჩვენი კვლევების პროგრამა მიმართულია კოსმოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის შესასწავლად, როგორიცაა: ბნელი ენერგიისა და გრავიტაციის ტესტირება. წლის განმავლობაში ბნელი ენერგიის ბუნების შესასწავლად ვგეგმავთ სხვადასხვა კოსმოლოგიური ტესტების განხორციელებას და ფარდობითობის ზოგადი თეორიის შესაძლო მოდიფიკაციას (მასიური გრავიტაციის მოდელების გამოყენება). ჩვენი პროგრამა იყოფა ორი ძირითად ნაწილად: 1) ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის ურთიეთქმედების მოდელების ტესტირება მათი სიმკვრივეთა თანხვდენის პრობლემის გადაჭრის მიზნით და ნეიტრინოს მასის ზედა ზღვრის განსაზღვრა. 2) მასიური გრავიტაციის კოსმოლოგიური შედეგების შესწავლა dRGT მოდელით და მისი კვაზი-დელატონ გაფართოება.
შევისწავლით ბნელი ენერგიის (რატრა-პიბლსის მოდელი) ბნელ მატერიასთან (ფერმიონების ველების მოდელი) ურთიეთქმედებას, შეშფოთებების სიმკვრივეს და მის მდგრადობას, ასევე გრავიტაციული კოსმოლოგიური შეშფოთებების ევოლუციას dRGT თეორიით.