პროფესორ თინა კახნიაშვილის საჯარო ლექცია
26 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ თინა კახნიაშვილის საჯარო ლექცია: „სივრცე-დრო და გრავიტაცია: სამყაროს დასაწყისი“.
მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: როგორ ხსნის სხვადასხვა თეორია სამყაროს დასაწყისს? როგორი ექსპერიმენტების საშუალებით არის შესაძლებელი ადრეული სამყაროს დაკვირვება? ლექციის დიდი ნაწილი დაეთმობა გრავიტაციული ტალღების ასტრონომიის საკითხებს.
დრო: 26 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.