პროფესორ გიორგი რამიშვილის საჯარო ლექცია ილიაუნის სამეცნიერო კაფეში
31 ოქტომბერს , 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში პროფესორი გიორგი რამიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ,, ეგზოტიკური ასტრონომიული მოვლენები და მათი როლი კაცობრიობის ისტორიაში ’’
მომხსენებელი განიხილავს „ეგზოტიკურ“ ასტრონომიულ მოვლენებს, ესენია: მზისა და მთვარის დაბნელება, კომეტების გამოჩენა და ზეახალი ვარსკვლავების ანთება. მსოფლიო ისტორიიდან მოიყვანს ისეთ მაგალითებს, რომლებშიც ისტორიულ ინფორმაციასთან ერთად მოცემული იქნება ასტრონომიული შინაარსის ჩანართებიც. ისაუბრებს დიდი სიზუსტით გამოთვლილი ასტრონომიული მოვლენების როლზე ისტორიული თარიღების დაზუსტებაში.
მსმენელს შეუძლია ასეთი მოვლენების წინასწარ მოძიება და კითხვა-პასუხისას დავეხმარებით საკუთარი ხელით თარიღის დაზუსტების პროცესის შესრულებაში ან მივუთითებთ ამოხსნის გზას.
დრო: 31 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი, მედიათეკა
დასწრება თავისუფალია
დამატებითი ინფორმაცია ლექციის შესახებ იხილეთ ბმულზე: სამეცნიერო კაფე