პროგრამა აპოლონი, ნაწილი II

  • აპოლონ 11. პირველი ადამიანი მთვარეზე

    აპოლონის პროგრამის ფარგლებში 6-მა პილოტირებულმა მისიამ შეძლო დაშვება მთვარის ზედაპირზე, რომლებმაც მოგვაწოდეს ფასდაუდებელი სამეცნიერო მასალა, მთვარის ბუნების შესახებ, საერთო ჯამში კი მათ შეძლეს 385კგ – მდე მთვარის გრუნტის ჩამოტანა დედამიწაზე.

    აპოლონის 11-ის პიველ და მთავარ დანიშნულებას, შეერთებული შტატების ნაციონალური მიზანიქონდა, რომელიც  1961 წელს  პრეზიდენტმა ჯ. კენედიმ  დასახა შემდეგი სიტყვებით – „მიმდინარე ათწლეული დასასრულამდე, ჩვენ უნდა შევძლოთ პილოტირებული მისიის დაშვება მთვარის ზედაპირზე და შემდეგ მათი უსაფრთხო დაბრუნება უკან დედამიწაზე“. ფრენის შემდგომ ამოცანას კი სამეცნიერო დანიშნულება ქონდა, რომელიც ასტრონავტებს უნდა განეხორციელებინათ მთვარის ზედაპირზე, კერძოდ, დაიგეგმა შემდეგი სამეცნიერო აქტივობები: მზის ქარის შემადგენლობის ექპერიმენტული კვლევა, მთვარის სეისმოლოგია და ლაზერული ამრეკლავების ანუ ე.წ „რეტრორეფლექტორების“ მონტაჟი მთვარის ზედაპირზე.

    აპოლონ 11 -ის ხომალდმა წინასწარი, 2.5 საათიანი დეტალური შემოწმების შემდეგ სტარტი აიღო ფლორიდიდან, ჯ. კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 1969 წლის 16 ივლისს, მსოფლიო დროით 13:32 წუთზე, სამ საფეხურიან რაკეტამატარებელ სატურნ V-ის მეშეობით. აპოლონ 11-ის „ბორტზე“კი იყოფებოდნენ ასტრონავტები: აერონავტიკის ინჟინერი, შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების მფრინავი, ხომალდის მეთაური ნილ არმსტრონგი (Neil Armstrong), შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების მფრინავი-გამომცდელი, სამეთაურო მოდულის (CM) პილოტი მაიკლ კოლინზი (Michael Collins) და შეერთებული შტატების სამხედრო მფრინავი, ბორტ ინჟინერი, მთვარის მოდულის (LM) პილოტი ედვინ „ბაზზ“ ოლდრინი (Edwin “Buzz” Aldrin).


მარცხნიდან მარჯვნივ: ნილ არმსტრონგი, მაიკლ კოლინზი და ედვინ ოლდრინი, გადიან ფინალურ საკომუნიკაციო შემოწმებებსრამდენიმე წუთით ადრე აპოლონ 11-ის ბორტზე ასვლამდე.

  • ასტრონავტების მოკლე ბიოგრაფიული ცნობები

    ნილ არმსტრონგი (Neil Alden Armstrong)დაიბადა 1930 წლის 5 აგვისტოს, ქალაქ ვაპაკონეტაში, (ოჰაიოს შტატი, ა.შ.შ),  ავიაციისადმი დიდი ინტერესი მას ბავშობაში გაუჩნდა, როდესაც ის 6 წლის ასაკში მამამ მცირე ზომის (Ford Trimotor-ის ტიპის) სამგზავრო თვითმფრინავით პირვალად „გაასეირნა ჰაერში“, პატარა ნილი იმდენად მოხიბლულა ფრენით, რომ დაუსახავს სამომავლოდ მფრინავი გამხდარიყო. ყმაწვილობაში იგი ამზადებდა ხისა და სხვადასხვა მასალისაგან თვითმფრინავების მოდელებს და ცდილობდა დამოუკიდებლად გაეღრმავებინა ცოდნა აერონავტიკაში. 15 წლის არმსტრონგი ქ. ვაპაკონეტას აეროპორტის საავიაციო სასწავლებელში ფრენის კურსებს ესწრებოდა, ხოლო უკვე 16 წლისამ მფრინავის ლიცენზია აიღო ( უფრო ადრე, ვიდრე ავტომობილის მართვის მოწმობას აიღებდა).

    1947 წელს არმსტრონგი ჯერ კიდევ პერდიუს უნივერსიტეტის კოლეჯში(ა.შ.შ) აერონავტიკის ინჟინერიაზე სწავლობდა, როდესაც იგი ორი წლით გაიწვიეს სამხედრო საზღვაო ძალების ფლოტში, რა დროსაც მან მონაწილეობა მიიღო 78-ე სამხედრო მისიაში კორეის ომის დროს. 1952 წელს არმსტრონგი კოლეჯში დაბრუნდა, სწავლა დაასრულა და დაეუფლა ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს აერონავტიკიაში, ხოლო შემდგომ, აეროკოსმოსური კვლევების მაგისტრის ხარისხიც დაიცვა.

    1955 წელს არმსტრონგმა მუშაობა დაიწყო „შეერთებული შტატების აერონავტიკის ნაციონალურ კომიტეტიში“, რომელიც წარმოადგენდა ნასას წინამორბედ დაწესებულებას (US National Advisory Committee for Aeronautics(NACA)), როგორც ახვადასხვა მოდიფიკაციის მაღალსიჩქარიანი თვითმფრინავების მფრინავი-გამომცდელი.

    1962 წელს არმსტრონგი ნასას ასტრონავტი გახდა, ხოლო 1966 წელს პირველად შეასრულა ფრენა კოსმოსში პროექტ „ჯემინი 8“ -ის (Gemini 8) ხომალდით.

    პროექტი ჯემინი (Project Gemini) გახორიელებული იყო ნასას მიერ, პროექ – მერკურისა და აპოლოს შორის და მის მთავარ მიზანს, ასტრონავტების პრაქტიკული გამოცდილების მიღება და ღია კოსმოსში ხომალდების შეპირისპირების (შეერთების) ტექნიკის დახვეწა წარმოადგენდა.

   მაიკლ კოლინზი (Michael Collins) – დაიბადა იტალიაში, ქალაქ რომში, 1930 წლის 30 ოქტომბერს, მისი მამა ა.შ.შ-ს სამხედრო ოფიცერი იყო, რომელიც იმ დროსათვის მივლინებული იყო იტალიაში. მას შემდეგ რაც ა.შ.შ ჩაერთო მეორე მსოფლიო ომში კოლინზების ოჯახი ვაშინგტონში დაბრუნდა. მ. კოლინზი სწავლობდა სენტოლბანსის სკოლაში (ვაშინგტონი), 1952 წელს კი დაამთავრა ა.შ.შ-ს სამხედრო აკადემია (West Point Military Academy) და დაეუფლა ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხს. აკადემიის დამთავრების შემდეგ,  კოლინზმა მუშაობა დაიწყო შეერტებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალებში (კალიფორნია), როგორც სხვადასხვა მოდიფიკაციის რეაქტიული თვითმფრინავების მფინავი-გამომცდელი.

    1963 წელს მაიკლ კოლინზი შეუერთდა ნასას კოსმოსურ პროგრამას, ხოლო 1966 წლის 18 ივლისს განხორციელდა მისი პირველი ფრენა კოსმოისში „ჯემინი 10“ ხომალდით. ამ ფრენის მიზანი, კოსმოსში ხომალდების შეპირისპირების ტექნიკის დახვეწა, ფრენის ორბიტის სიმაღლეთა ცვლილება და ასტრონავტების ღია კოსმოსში მუშაობის ადაბტაცია იყო.

    ედვინ „ბაზზ“ოლდრინი (Edwin Eugene Aldrin, Jr) – დაიბადა 1930 წლის 20 იანვარს, ქალაქ მონტკლერში (ნიუ-ჯერსის შტატში, ა.შ.შ), მას მეტსახელი  „ბაზზ“-ი (Buzz) თავისმა პატარა დამ შეარქვა, რომელიც ვერ ახერხებდა სწორად წარმოეთქვა სიტყვა-ძმა, ინგლისურად „brother“ და მას “buzzer”-ს ეძახდა, ხოლო შემოკლებით, როგორც “Buzz”. ოლდრინის მამა ა.შ.შ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ავიატორი იყო რამაც უდიდესი როლი ითამაშა მის სამომავლო კარიერაზე, მას დიდი სურვილი ქონდა მამის პროფესიას დაუფლებოდა.

    1951 წელს ბაზზ ოლდრინმა დაამთავრა ა.შ.შ-ს სამხედრო აკადემია ( U.S. Military Academy at West Point) ავიაციის ინჟინრის სპეციალობით და შემდეგ ა.შ.შ-ს სამხედრი საჰაერო ძალების პილოტი გახდა. ამ პერიოდში მან (ისევე როფორც არმსტრონგა) მონაწილეობა მიიღო 66-ე სამხედრო საავიაციო მისიაში კორეის ომის დროს. ომის შემდეგ, 1953 წელს, ოლდრინმა სწავლა გააგრძელა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინტიტუტში (Massachusetts Institute of Technology) სადაც დაიცვა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი აერონავრიკაში.

     1963 წელს ე. ოლდრინის ნასას მიერ იყო შერჩეული, როგორც სათადარიგო ასტრონავტი კოსმოსში პიონერული ფრენებისათვის.  ე. ოლდრინმა პირველად 1966 წელს იფრინა კოსმოსურ სივრცეში პროექტ „ჯემინი -12“ ხომალდით, რა დროსაც მან მოხსნა კიდეც ახალი რეკორდი, ხომალდის გარეთ ღია კოსმოსში ასტონავტის აქტიური მუშაობის (Extravehicular activity (EVA)) ხანგრძლივობაში.


  • ხომალდის ტექნიკური მხარე

    აპოლონ 11 -ის დიზაინში მხოლოდ მცირე ტექნიკური ცვლილებები შევიდა, მის წინამორბედ აპოლონ 10 – თან შედარებით და ეს ცვლილებები ძირითადად მთვარის მოდულსშეეხო. კერძოდ, მას დაემატა მთვარის ზედაპირზე გეგმილი ექსპერიმეტებისათვის საჭირო დანადგარებისა და იარაღებისათვის განკუთვნილი ტვირთთა ნაკრები, ე.წ “Modular Equipment Storage Assembly (MESA)”.


1969 წლის 16 ივლისი. ფლორიდა, აპოლონ 11-ის სტარტი მთვარისაკენ. ამ დღეს, მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს თუ როგორ ჰქმნიდნენ ისტორიას ნ. არმსტრონგი, ე. ოლდრინი და მ. კოლინზი

    აპოლონის ხომალდი თავის მხრივ სამი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: 1. სამეთაურო (CM) მოდულისაგან, რომლის სიგრძე   ̴3,6 მ. ხოლო დიამეტრი   ̴3 მ. იყო, მას ბლაგვი კონუსისური ფორმა ქონდა და სამივე ასტრონავტი მასში იყო განთავსებული. ამავე მოდულიდან ხდებოდა ხომალდის მართვაც. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სამეთაურო მოდული წარმოადგენდა მთელი ხომალდის იმ ერთადერთ ნაწილს, რომელიც ექპედიციის შემდეგ ბრუნდებოდა უკან, დედამიწაზე; 2. ცილინდრული ფორმის სერვის მოდული (SM), სიგრძით  ̴6,8 მ. რომელიც უკნიდან ეყრდნობოდა სამეთაურო მოდულს და ამარაგებდა მას ელექტროენერგიით, ჟანგბადით და წყლით, მასზე იყო განლაგებული მცირე სამანევრო ძრავებიც; 3. მთვარის მოდული (LM), რომელიც თავის მხრივ ორი ქვედა და ზედა ნაწილისგან შედგებოდა, ქვედა ნაწილი უშუალოდ მთვარეზე დასაჯდომად გამოიყენებოდა ხოლო ზედა ნაწილის მეშვეობით ასტრონავტებს უნდა დაეტოვებინათ მთვარის ზედაპირი და დაბრუნებულიყვნენ მთვარის ორბიტაზე.



აპოლონის კოსმოსური ხომალდი და მისიმოდულებიმთვარის ორბიტაზე.

სტარტის დროს, აპოლონის სამივე ეს მოდული განთავსებული იყო სამ საფეხურიან რაკეტამატარებელ სატურნ V-ის წინა ნაწილში, რომელიც სტარტიდან რამდენიმე წუთში წარმატებით გავიდა  ̴185 კმ. სიმაღლის საწყის გეოცენტრულ ორბიტაზე.

    რაკეტამატარებლის კოსმოსში გასვლის შემდე, აპოლონ 11 -ის ხომალდი გამოეყო მას და ასტრონავტებთან ერთად დაიწყო მოგზაურობა   ̴11.2 კმ/წმ სიჩქარით მთვარისაკენ, წინასწარ გამოთვლილ მკაცრი ტრაექტორიის გასწვრივ. მთვარისაკენ მოგზაურობისას, ტელევზიით ხომალდიდან ხშირად გადმოიცემოდა ასტრონავტების პირდაპირი ვიდეორეპორტაჟები და ისმენდნენ მათ საუბრებს ფრენისას მირებული შთაბეჭდილებების შესახებ.

    მთვარემდე ფრენა დაახლოებით სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და უკვე 19 ივლისს აპოლონ 11 მთვარის უკანა ხარეს მოექცა. ასტრონავტებთან დროებით შეწყდა რადიოკონტაქტი დედამიწიდან, მთვარის მიერ დედამიწასთან პირდაპირი ხედვის დაფარვის გამო. ხომადლი ნელნელა გადადიოდა მთვარის ზედაპირიდან       ( ̴111კმ. დან 305 კმ-მდე) სიმაღლის რეტროგრადიულ (მთვარის ბრუნვის საწინაარღმდეგო), ელიფსურ ორბიტაზე.

    სტაბილური ორბიტის მიღწევისას სამეთაურო და მთვარის მოდულების „ჩახსნის“ წინ ნ. არმსტრონგი  და ე. ილდრინი გადავიდნენ მთვარის მოდულში, ხოლო მ. კონიზი დარჩა სამეთაურო მოდულში მთვარის ორბიტაზე, იმ მიზნით, რომ ასტრონავტების უკან დაბრუნების შემდეგ დახმარებოდა მათ მოდულების (LM და CM) შეპირისპირებაში. ნ. არმსტრონგმა  და ე. ოლდრინმა (LM) მოდულით მთვარეს  13 – ჯერ შემოუფრინეს და სპირალურად, ნელნელა უახლოვდებოდნენ მის ზედაპირს,  სათანადო სიმაღლის მიღწევის შემდეგ კი ფრთხილად დაიწყეს დაშვება „სიმშვიდის ზღვაში“, დანიშნულების ადგილიდან ოდნავ მოშორებით.

     მსოფლიოს ფართო აუდიტორიისათვის მთვარის მოდულ „არწივზე“ (Eagle) დამაგრებული ტელეკამერით პირდაპირი ეთერით გადმოიცემოდა ვიდეორეპორტაჟი თუ როგორ დაეშვა „არწივი“ მთვარის ზედაპირზე.

    აღსანიშნავია, ის ფსიქოლოგიური განცდა, რაც ასტრონავტმა მ.კოლინზმა განიცადა მთვარის ორბიტაზე, სამეთაურო მოდულში მარტო დარჩენის დროს.  ცნობილია მისი სიტყვები, რაც მას წარმოუთქვამს ერთერთი ორბიტალური გარემოქცევისას მთვარის გარშემო, როდესაც იგი მარტო მთვარის უკანა მხარეს იმყოფებოდა, დედამიწიდან ყველაზე შორეულ წერტილში – „მე ახლა მარტო ვარ, ჭეშმარიტად მარტო, იზოლირებული ყოველი ცნობილი ცოცხალისაგან, მე აქ ვარ და თუ ადამიანებს დათვლით, სამი მილიარდი გამოვა და პლუს კიდევ ორი, რომლებიც მთვარის წინა მხარეს არიან და კიდევ მე, ერთი, რომელიც მხოლოდ ღმერთმათუ იცის, რომ აქ ვარ“. გასაგებია, რომ აპოლონ 11 -ის მისიის ასტრონავტებს დიდი ფსიქოლოგიური სიძლიერე მოეთხოვებოდათ. მათ კარგად ქონდათ გათვითცნობიერებული, რომ ისეთი ნაბიჯს დგამდნენ, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში პირველი იქნებოდა. ისიც ცნობილია, რომ თუ ასტრონავტები – ნ. არმსტრონგი და ე. ოლდრინი ვერ შეძლებდნენ მთვარის ზედაპირიდან აფრენას, მ. კოლინზს ნაბრძანები ქონდა დაეტოვებინა ისინი და დაბრუნებულიყო დედამიწაზე. ამ ფაქტზე შეერთებული შტატების პრეზიდენტს რიჩარდ მილჰაუს ნიქსონის  (Richard Milhous Nixon) შესაბამისი სიტყვაც კი ქონია წინასწარ მომზადებული.


  • მისიის წარმატება

    „არწივის“ ურთულესი, მაგრამ წარმატებული დაშვების შემდეგ, ხომალდის მეთაურმა ნ. არმსტრონგმა პირველმა დააბიჯა მთვარის ზედაპირს 1969 წლის 20 ივლისს 20:17 წუთზე მსოფლიო დროით და წარმოთქვა ცნობილი სიტყვები: „ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისათვის, მაგრამ  უდიდესი ნახტომი კაცობრიობისათვის“. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ნ. არმსტრონგის მთვარეზე გადასვლიდან ე. ოლდრინიც შეუერთდა და ერთად აღმართეს შეერთებული შტატების დროშა, რის შემდეგაც შეუდგნენ დასახული სამეცნიერო ამოცანების განხორციელებას. ე. ოლდრინმა განათავსაყველა სამეცნიერო აღჭურვილობა მთვარის ზედაპირზე. მთვარის მოდულიდან დაახლოებიღ 9 მეტრ მანძილზე დამონტაჟებული ვიდეო კამერა კი პირდაპირი ეთერით გადმოცემდა ასტრონავტების მოძრაობებსა და მათ აქტივობებს.


ნილ არმსტრონგი მთვარის ზედაპირზე, 20 ივლისი 1969 წ.

ნახევრი საათის შემდეგ ასტრონავტების დაშვებიდან მათ სატელეფონი კავშირზე  შეერთებული შტატების პრეზიდენტი რ. ნიქსონი ჩაერთო და მიულოცა მათ ეს უდიდესი წარმატება. ასტრონავტებმა მთვარეზე სამახსოვრო მედალიონი დატოვეს რომელზეც აპოლონ 1-ის და იმ კოსმონავტების გვარები იყო ამოტვიფრული, რომლებიც შეეწირნენ კოსმოსურ მისიებს. მასზე დაწერილი იყო ასევე ნასას იმ პერსონალთა გვარებიც, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს აპოლონის წარმატებული მისიის განსახორციელებაში.


ასტრონავტი ე.ოლდრინი.  მის გვერზე მოჩანს: მთვარის სეისმურობის საექსპერიმენტო დანადგარი, ასევე კადრში ჩანს ლაზერის ამრეკლავი რეტრორეფლექტორი, ა.შ.შ დროშა, სატელევიზიო კამერა, აპოლონის მთვარის ზედაპორის ახლოხედის კამერა და  მთვარის მოდული (LM)  „არწივი“.

    ასტრონავტებმა ნ. არმსტრონგმა და ე. ოლდრინმა 21 საათი და 26 წუთი დაჰყვეს მთვარის ზედაპირზე და შემდეგ დაბრუნდნენ (LM) მოდულში. მთვარის ზედაპირიდან ასაფრენად მათ „არწივის“ მოდულის ზედა ნაწილი გამოიყენეს, ისინი წარმატებით გავიდნენ მთვარის ორბიტაზე და შეუერთდნენ სამეთაურო ხომალდს, სადაც მათ, მ. კოლინზი ელოდებოდათ. სამეთაურო ხომალდში დაბრუნების შემდეგ, მთავარი ძრავის ჩართვამდე, ასტრონავტებმა ჩახსნეს მთვარის მოდული და დაიწყეს მოძრაობა დედამიწისაკენ მიმართული ტრაექტორიით. უკან, სამ დღიანი ფრენის შემდეგ, სამეთაურო ხომალდი 1969 წლის 24 ივლისს, შემოიჭრა დედამიწის ატმოსფეროში და პარაშუტებით, უსაფრთხოდ დაეშვა წყნარ ოკეანეში, სადაც ასტრონავტებს წინასწარ ელოდებოდნენ ნასას მიერ სპეციალური მომზადებული სამაშველო ჯგუბები.


აპოლონ 11 -ის სამეთაურო მოდულის დაშევება წყნარ ოკეანეში, 24 ივლისი 1969 წ.

    აპოლონ 11-ის მისიამ წარმატებით დაასრულა შეჯიბრი „კოსმიურ ბრძოლაში“ და ეფექტურად შესრულდა ის ეროვნული მიზანიც, რომელიც პრეზიდენტმა ჯ.კენედიმ 1961 წელს დასახა. ამ წარმატებული მისიის შემდეგ ნასას პერსონალმა დაამტკიცა შეერთებული შტატების მეცნიერებისა ტექნიკის სწორი განვითარება და დაისახა შემდგომი, უფრო რთული და საინტერესო მისიები გაგზავნა მთვარეზე.


https://www.nasa.gov/mission_pages/apollo/missions/apollo11.html

https://www.cheatsheet.com/culture/behind-the-scenes-of-the-apollo-11-moon-landing.html/

https://www.lpi.usra.edu/lunar/missions/apollo/apollo_11/overview/

https://www.quora.com/How-were-the-Apollo-Command-Module-and-Service-Module-connected