პროგრამა აპოლონი (Apollo Program) 1963-1972 წწ.

„ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისათვის, მაგრამ  უდიდესი ნახტომი კაცობრიობისათვის“- ნილ არმსტრონგი (პირველი ადამიანი მთვარეზე)

“That’s one small step for a man. One giant leap for mankind.”–  Neil Armstrong (The first man on the Moon)

ნაწილი I

·         მისიის დასაწყისი

„პროგრამა აპოლონი“ (Apollo Program) იყო ერთერთი წარმატებული პროექტი ნასას (NASA – National Aeronautics and Space Administration) ისტორიაში. იგი მიზნად ისახავდა ადამიანთა გადაყვანას მთვარის ზედაპირზე და მათ უსაფრთხო დაბრუნებას უკან დედამიწაზე. აპოლონის მისიის ფარგლებში ექვსმა ექსპედიციამ (აპოლონ 11, 12, 14, 15, 16 და 17-მა) წარმატებით განახორციელა ეს დავალება. აპოლონის პროგრამის მისის იდეა დაიბადა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და შეერთებული შტატების კარგად ცნობილ ე. წ „კოსმიური შეჯიბრის“ ეპოქაში.

    1961 წლის 12 აპრილს, პირველი საბჭოთა კოსმონავტის, იური გაგარინის წარმატებულმა ფრენამ კოსმოსში, შეერთებულ შტატებში, გააძლიერა შეშფოთება  ქვეყნის ტექნიკურ და ინდუსტრიული განვითარების პროგრესზე კოსმოსის ათვისების საკითში, ყოფილ საბჭოთა კავშირთან შედარებით. როგორც ცნობილია, გაგარინის წარმატებული ფრენიდან მეორე დღესვე, შეერთებული შტატების თეთრ სახლში, მაშინდელმა მთავრობამ დანიშნა საგანგებო შეხვედრა შტატების მეცნიერებისა და ასტრონავტიკის კომიტეტთან. ამ შეხვედრის დროს კონგრესის ბევრმა წარმომადგენელმა გამოთქვა ინიციატივა და სურვილი, მხარი დაეჭირათ ისეთი პროექტის განხოეციელებისათვის, რომელიც წინ წამოწევდა ქვეყნის იმიჯს კოსმოსის ათვისების სფეროში. პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი საკმაოდ ფრითხილად ეკიდებოდა ამ გამოწვევას. იგი უარს ამბობდა ხისტი საპასუხო ნაბიჯების გადადგმაზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, კოსმოსის ათვისების პირველობისადმი ბრძოლაში, თუმცა ამ შეხვედრაზე სამომავლოდ, დღის წესრიგში დადგა ამერიკელი ასტრონავტების გადაყვანა მთვარის ზედაპირზე.

    1963 წლის სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი მიძღვნილ კონგრესზე პრეზიდენტმა ჯ. კენედიმ სიტყვით გამოსვლისას დაანონსა, რომ ცივი ომის მონაწილე ორ ქვეყანას (შეერტებულ შტატებსა და ყოფილ საბჭოთა კავშირს) შეუძლიათ გააერთიანონ ძალები, მთვარის კვლევის მისიებისათვის. „ეს არის ის სფერო, სადაც საბჭოეთსა და შეერთებულ შტატებს აქვთ დიდი შესაძლებლობა და პოტენციალი ითანამშრომლონ ერთად კოსმოსური სივრცის ათვისებაში. ჩვენ უნდა შევძლოთ და გავაერთიანოთ ძალები სამომავლოდ ამ მიმართულებით“ -განაცხადა პრეზიდენტმა.


შეერთებული შტატების პრეზიდენტი  ჯონ ფიცჯერალდ კენედი, მისი ისტორული  წინადადების სიტყვით გამოსვლისას, გაერთიანებული ერების კონგრესზე.    25 მაისი, 1961წ.


პრეზიდენტი ჯ. კენედი ამ მესიჯით ერთგვარად ცდილობდა განემუხტა ის დაძაბული ურთიერთობა, რომელიც იმ პერიოდში სუფევდა მსოფლიოს ორ დიდ სახელმწიფოს შორის და მოუწოდებდა მათ მშვიდობიან თანამშრომლობისაკენ კოსმოსური სივრცის ათვისების საკითხში. ამ ინიციატივით კი მან ერთგვარი საფუძველი დაუდო აპოლონის პროგრამის განხორციელების იდეას და გაზარდა სამომავლოდ კოსმოსური პროგრამის დაფინანების ინტერესები.

    ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში აპოლონის პროექტი განიხილებოდა, როგორც „პროექტი მერკურის“ გაგრძელება (Project Mercury) რომლის ხომალდის „კაფსულაც“ მხოლოდ ერთ ასტრონავტზე იყო გათვლილი. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა პირველი ამერიკელი ასტრონავტის, ალან შეპარდის (Alan Bartlett Shepard) გაფრენა კოსმოსში, 1961 წლის 5 მაისს, იური გაგარინის ცნობილი ფრენიდან 23 დღით გვიან. ამრიგად, სამომავლო აპოლონის მისიის პროგრამა მერკურისაგან განსხვავებით გულისხმობდა მის გაუმჯობესებულ ვარიანტს, მას უკვე რამდენიმე ასტრონავტის ერთდროულად გაყვანა უნდა შეძლებოდა კოსმოსურ სივრცეში, რომელსაც შემდგეგ უნდა ემოგზაურათ  მთვარისაკენ, შემოევლო მისთვის გარშემო და ბოლოს შეძლებოდა უსაფრთხო დაშვება მის ზედაპირზე. ამ პროექტის იდეის ავტორი იყო შეერთებული შტატების სამხედრო ძალების  გენერალი დევიდ ეიზენჰაუერი (D. Eisenhower). პროექტს სახელი „აპოლონი“ (Apollo) კი დაერქვა  ნასას მენეჯერის აბე სილვერშტენის (Abe Silverstein) ინიციატივით 1960 წელს, როგორც მზისა და სინათლის ღმერთის სახელი ბერძნულ მითოლოგიაში.


  • პროგრამის მასშტაბები და ფინანსები

პროგრამა აპოლონი იყო ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული ინიციატივა შეერთებული შტატების ისტორიაში. აპოლონის მისიის პერიოდის წლებში ნასას თანამშრომელთა რაოდენობამ 34 ათასს ადამიანს მიაღწია, ხოლო უცხოელ კონტრაქტორების რაოდენობა 370 ათასს აჭარბებდა. ნასამ ამ მხრივ კულმინაციას აპოლონ 11-ის მისიის დროს მიაღწია, როდესაც რამდენიმე ასეული ათასი თანამშრომელი ერთ საერთო საქმეს ესმახურებოდა, მათ შორის იყვნენ: ასობით მსოფლიო დონის მეცნიერები, ინჟინრები და ტექნიკოსები, ფიზიკოსები, ასტრონომები, მათემატიკოსები და უამრავი სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებიდან მიწვეული პროფესიონალი კადრები. 1973 წელს ნასას საერთო ბიუჯეტი 25,4 მილიარდ დოლარს აღწევდა. ყველაზე ძვირადღირებული აპოლონის ხომალდი იყო, რომელიც მოიცავდა ე. წ სამეთაურო (Command Module (CM)) და მთვარის (Lunar Module (LM)) მოდულებს და ასევე კოსმონავტიკის ისტორიაში უდიდესი, სამსაფეხურიანი რაკეტმზიდი სატურნ V (Saturn V), რომლის სიმაღლეც 110 მეტრზე მეტი იყო, ხოლო მისი საეთო მასა 2800 ტონას უდრიდა, მხოლოდ სატურნ V-ის ღირებულება 1969 წელს 375 მილიონ დოლარს აჭარბებდა – ბუნებრივია,  დღესდღეობით ეს თანხა გაცილებით მაღალია რიცხვებში, ვიდრე გასული საუკუნის 70 -იან წლებში იყო.

აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს – ნასას (NASA) ლოგო 1970წ.

ზოგადად ღირდათუ არა აპოლონის პროგრამისათვის ასეთი კოლოსალური ხარჯის გაწევა?  ათეულობით წელია მიმდინარეობს კამათი ამ საკითხზე, ერთი კი ფაქტია-ამერიკის ფედერალური ბიუჯეტიდან 1966 წელს თუ  ნასას დაფინანსებამ  4,4% მიაღწია, 1975- დან 2000 წლამდე ეს დაფინანსება  1% -მდე შემცირდა, დღეს  კი, როგორც ცნობილია, ეს მაჩვენებელი 0,5% -ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით 47 წლის შემდეგ პროგრამა აპოლონის ბოლო წარმატებული მისიიდან, მსოფლოს სამეცნიერო საზოგადოება კვლავ იმედოვნებს, რომ ერთობლივი ძალებით, ახლო მომავალში კვლავ განახლდება აპოლონის მსგავსი დიდი პროექტები და მთვარეზე ადამიანის ვიზიტი კვლავ აქტუალურ თემად იქცევა. ვიმედოვნებთ, რომ ამჟამად ამას აღარ ექნება ისეთი მწვავე ხასიათი, როგორიც  გასული საუკუნის „კოსმიური შეჯიბრის“ ეპოქაში ჰქონდა  და ის, საერთო მსოფლიო ცივილიზაციის მიღწევად ჩაითვლება, თმუცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჯანსაღი კონკურენცია სახელმწიფოებს შორის ყოველთვის უწყობს ხელს პროგრესს ნებისმიერ სფეროში.


  • მისიის მზადება

აპოლონის მისიის მზადებისას, ხომალდების უზარმაზარი მასშტაბებიდან გამომდინარე, ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო ახალი ასაფრენი პლადფორმების აშენება ფლორიდაში (შემდგომში კენედის კისმოსურ ცენტრად წოდებული (Kennedy Space Center (KSC)), კანავერალის (Canaveral) ნახევარკუნძულზე, რომელზეც უკვე 1961 წლიდან მიმდინარეობდა რაკეტადრომების მშენებლობა ნახევრკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე LC-34 და LC-37 ასაფრენი ბაზების სახით. ეს ბაზები გამოიყენებოდა ნასას მიერ აპოლონის პროგრამის ფარგლებში არსებულ სატურნ I -ისა  (Saturn I) და IB რაკეტების (IB Rockets) გაშვებისათვის, როგორც აპოლონის პროექტის ნაწილი.


კანავერალის კონცხი.  ა.შ.შ -ს  საჰაერო ძალების ერთერთი „გამშვები კომპლექსის ბაზა“  LC-34,   სატურნ I  კოსმოსური ხომალდით, 28 მარტ 1963  წ.

სამწუხაროდ, პროგრამა აპოლონის განხორციელებას წარმატებებთან ერთად დიდი წარუმატებლობაც ერგო თან, კერძოდ, აპოლონ 1-ის ტესტირებისას, რომელიც პიველი ხომალდი უნდა ყოფილიყო აპოლონის მისიის ფარგლებში, რომელსაც ასტრონავტები გუს გრისომი (Gus Grissim), ედ ვაიტი (Ed White) და როჯერ ჩაფი (Roger Chaffee) უნდა გაეყვანა დედამიწის ორბიტაზე 1967 წლის 27 იანვარს LC-34 გამშვები ბაზიდან, კრახით დასრულდა. როგორც ცნობილი გახდა, ხომალდის  ელექტროობაში არსებულმა  გაუმართაობამ, ნაპერწკალი გამოიწვია, რასაც მალე ძლიერი ხანძარი მოჰყვა, კვამლმა ასტრონავტების კაბინაში შეაღწია და მასში არსებულ სუფთა ჟანგბადს შეერია. ხანძარმა კაფსულის გამოსასვლელი ჰერმეტული ლუქის კარი გამოიყვანა მწყობრიდან და ასტრონავტებმა ვეღარ შეძლეს ხომალდიდან თავის დაღწევა. რამდენიმე წუთში ხმელეთზე  მყოფმა სამაშველო ჯგუფმა შეძლო ლუქის გახსნა, თუმცა უკვე გვიანი იყო, სამივე ასტრონავტი ასფიქსიის შედეგად გარდაცვლილი დახვდათ. ამ ფაქტმა ერთობ შეარყია ნასას ნდობა და ავტორიტეტი საზოგადოებაში. ასეთი მოვლენა პირველად დაფიქსირდა ნასას ისტორიაში და მას მოიხსენიებდნენ  როგორც „ასტრონავტების სიკვდილს ხომადლში“. მართალია შემდგომი 18 თვის განმავლობაში ამ ტრაგედიდან ნასას ინჟინრებმა შეიმუშავეს და დახვეწეს უსაფრთხოების ახალი სისტემები  ხომალდში, რათა სამომავლოდ მაქსიმალურად ყოფილიყო თავიდან აცილებული მსგავსი შემთხვევები, თუმცა ეს ფაქტი ფსიქოლოგიურად მაინც ძლიერად ზემოქმედებდა შემდგომი თაობის ასტრონავტებზე, რომლებმაც უდიდესი მამაცობა გამოიჩინეს და აპოლონის  მისია წარმატებით განახორციელეს.

აპოლონ 1 -ის ეკიპაჟები, მარცხნიდან მარჯვნივ: როჯერ ჩაფი, ედ ვაიტი და გუს გრისომი

   მიუხედავად აპოლონ 1-ის დრაგედიისა, ნასას არ შეუწყვეტია ბრძოლა პროექტის განხერციელებისათვის და უკვე 1978 წლის ოტომბერში აპოლონ 7 წარმატებით გავიდა დედამიწის ორბიტაზე, ასტრონავტებმა, ამ მისიის დროს, პირველად გადმოსცეს პირდაპირი სატელევიზიო ტელერეპორტაჟი კოსმოსური ხომალდიდან. აპოლონ 7 (გაშვების თარიღი 11 ოქტომბერი, 1968 წ) და აპოლონ 9 (გაშვების თარიღი, 3 მარტი, 1969 წ)  წარმოადგენდნ  დედამიწის ირგვლივ დაბალ ორბიტაზე მფრინავ სატესტო პროექტებს, რომლებსაც უნდა გამოეცადათ მთვარეზე სამოგზაუროდ საჭირო სამეთაურო (CM) და მთვარის (LM) მოდულები ღია კოსმოსში, რათა შემდგომ ისინი უსაფრთხოდ გამოეყენებინათ მთვარისაკენ სამოგზაუროდ და მის ზედაპირზე დასაშვებად. აპოლონ 8 (გაშვების თარიღი, 21 დეკემბერი, 1698 წ) და აპოლონ 10 (გაშვების თარიღი, 18 მაისი 1969 წ) მისიები პირველად გაეშურნენ მთვარისაკენ, შემოუფრინეს მას და კაცობრიობის ისტორიაში პიველად გადმოსცეს მთვარის ზედაპირის უნიკალური ფოტო და ვიდეო მასალა. მიუხედავად იმისა, რომ აპოლონ 13-ის (გაშვების თარიღი, 11 აპრილი, 1970 წ) მისიის ასტრონავტები ვერ დაეშვნენ მთვარის ზედაპირზე, ხომალდის ტექნიკური გაუმართაობის გამო, მათაც ასევე მდიდარი ფოტო და ვიდეო მასალა მოგვაწოდეს ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირის შესახებ.


აპოლონ 8-ის ასტრონავტის, ბილ ანდერსის (Bill Anders) მიერ გადაღებული ფოტო: „დედამიწის ამოსვლა მთვარის ჰორიზონტზე“  (24 დეკემბერი 1968 წ)

მთვარეზე ვიზიტამდე, აპოლონ 11-ის წინამორბედმა მისიებმა დიდი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინეს სპეციალურად მოწყობის საგამოცდო ბაზებზე და ასევე კოსმოსურ სივრცეში, ნასას პერსონალის თავდაუზოგავმა შრომამ, გაწეულმა რისკებმა, შედეგიც არ დააყოვნა, რაც დაგვირგვინდა კიდეც 1969 წლის 20 ივლისს, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, მთვარეზე ადამიანის ფეხის დადგმით.


ავტორი: სერგი კაპანაძე

https://www.nasa.gov/mission_pages/apollo/missions/apollo9.html

https://www.history.com/news/10-things-you-may-not-know-about-the-apollo-program

https://www.space.com/17338-apollo-1.html