ORI – 22 ფართოველიანი ტელესკოპი

 2014 წლის ივნისსში, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში  მწყობრში შევიდა  ORI – 22 ფართოველიანი  ავტომატურად მართვადი სარკიანი ტელესკოპი, რომლის პარამეტრებია: ობიექტივის დიამეტრია  D = 220მმ, ფოკუსი F=516მმ და შუქძალა W=f/2. ტელესკოპი განკუთვნილია საერთაშორისო პროგრამით გათვალისწინებული თემების: ა) ”დედამიწასთან მოახლოებადი ასტეროიდებისა” და ”გამა-აფეთქებების” მონიტორინგის ჩასატერებლად. ტელესკოპთან კომბინაციაშია   მუხთკავშირიანი მიმღები  30მმ X 30მმ ზომის კამერა. ერთი პიქსელი 12 მიკრონის ტოლია. თითოეული გამონასახი მოიცავს ცის უბნის 16 კვადრატულ გრადუს.

 აბასთუმანში   მიღებული  დაკვირვებითი მასალა მუშავდება, ვ. კარაზინის სახელობის ხარკოვის ნაციონალური უნივერსიტეტთან არსებულ ჩუგოეოს ობსერვატორიის თანამშრომლებთან ერთად.  დაკვირვებები ტარდება  საერთაშორისო სამეცნიერო ოპტიკურ ქსელ (ISON)-თან   და  ევროპულ  კოსმოსურ  სააგენტო    (GAIA)- თან ერთობლივად.

 2014 წლის ივნისიდან წლის ბოლომდე, 137 ღამის განმავლობაში გადაღებულია   ცის უბანის 180000 კადრი.  გაზომვისა და გამოთვლების შედეგად მიღებულია, პირობითად 27000 ასტეროიდის ეკვატორული კოორდინატები და გამოთვლილია და დაზუსტებულია მათი ორბიტის ელემენტები. სამუშაოს შესრულებაში მონაწილეობას ღებულობენ: რ. ინასარიძე, გ. ინასარიძე, ვ. აივაზიანი და ვ. ჟუჟუნაძე.

Capture