მზის სისტემის მცირე სხეულები

პლანეტების გარდა მზის სისტემაში გვხვდება შედარებით მცირე ზომის სხეულები, რომელებიც საკმაოდ მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტებს წარმოადგენენ. მზის სისტემის მცირე სხეულები პირობითად შესაძლოა დავყოთ სამ კატეგორიად: მეტორები, ასტეროიდები და კომეტები. მიუხედავად სხვა კოსმოსურ ობიექტებთან (პლანეტები, ვარსკვლავები, გალაქტიკები) შედარებით მოკრძალებული ზომებისა, მათი შესწავლა ძალზე  მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი ხშირად ხვდებიან დედამიწის სიახლოვეს.

მეტეორები

მეტეორული სხეულები წარმოგვიდგება სინათლის ვიწრო ხაზის გაელვების სახით, როდესაც საპლანეტაშორისო ნივთიერების პატარა ნაწილაკი  შემოიჭრება დედამიწის ატმოსფეროში მაღალი სიჩქარით და მასთან ხახუნის შედეგად ცხელდება და იწვის. ზოგადად  მეტეორული სხეულების უმეტესობა 1 სმ-ზე პატარაა, თუმცა მათი ნაწილი შედარებით დიდია და შეუძლიათ მოაღწიონ დედამიწის ზედაპირამდე. მეტეორული სხეულების იმ ნაწილს, რომელიც აღწევს დედამიწის ზედაპირამდე ეწოდება მეტეორიტები.

მეტეორიტების უმეტესობა შედგება კლდოვანი ქანებისაგან, მეტეორიტების მნიშვნელოვან ტიპს წარმოადგენენ ნახშირბადოვანი ქონდრიტები, რომლებიც შეიცავენ წყალს და სხვა აქროლად ნივთიერებებს, ზოგიერთი მეტეორიტი შეიცავს რკინას და ნიკელს. აგრეთვე გვხვდება ისეთი მეტეორიტებიც, რომლებიც წარმოადგენენ კლდოვანი ქანებისა და მეტალების ნარევს.

s

მეტეორიტებში არსებული რადიაქტიული ელემენტების ანალიზი გვიჩვენებს, რომ მათი უმეტესობა გამყარდა 4,6 მილიარდი წლის წინ.

სავარაუდოდ მეტეორების უმეტესობას დიდი ხნის განმავლობაში გააჩნ და ძალიან მაღალი ტემპერატურა. რკინის მეტეორიტები შეიცავენ კრისტალებს, რომლებიც წარმოადგენენ ნივთიერების ძალიან ნელა გაცივების შედეგ ს. ასეთი ნელი გაცივება კი შესაძლებელია მხოლოდ იმ ობიექტებში, რომელთა დიამეტრი 100 კმს აღემატება. მეტეორების ორბიტების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ისინი წარმოიქმნენ ობიექტიდან, რომლის ორბიტა მდებარეობდა მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის.

Capture

პერიოდულად ხდება დ ედამიწისა და მეტეორული ნაკადების ტრაექტორიების გადაკვეთა და ამ დროს დედამიწის ზედაპირზე დაიკვირვება ე. წ. „მ ეტეორების წვიმა“ ფართოდ ცნობილია მეტეორულლი ნაკადები, როგორიცაა ლეონიდები (14 -21 ნოემბერი) და პერსეიდები (17 ივლისი – 24 აგვ ისტო).

ასტეროიდები

ასტეროიდი არის მზის სისტემის პლანეტისმაგვარი მცირე ზომის სხეული, რომელიც მოძრაობს მზის გარშემო ორბიტაზე. ტერმინი ასტეროიდი (ვარსკვლავის მსგავსი) შემოღებული იყო ჰერშელის მიერ იმის საფუძველზე, რომ ისინი ტელესკოპში ვარსკვლავის მსგავსად დაიკვირვება წერტილოვან ობიექტებად,განსხვავებით პლანეტებისაგან, რომლებიც ტელესკოპში დაიკვირვებიან დისკოს სახით.

ცნობილი ასტეროიდების უმეტესობა განლაგებულია ასტეროიდთა სარტყელში, რომელიც მდებარეობს მზიდან 2.3 – 3.3 ..-ზე. მიუხედავად ასტეროიდთა სიმრავლისა (600 000-მდე), მათი საერთო მასა არ აღემატება დედამიწის მასის 1/2000-ყველაზე კაშკაშა ასტეროიდი არის ვესტა. როდესაც ის მდებარეობს დედამიწიდან მინიმალურ მანძილზე, მისი სიკაშკაშე აღწევს 6,5 ვარსკვლავიერ სიდიდეს. ძალიან ბნელ ცაზე ვესტას დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალითაც კი (ვესტა ერთადერთი ასტეროიდია, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი).

ასტეროიდების სარტყელი
ასტეროიდების სარტყელი

ათასობით ასტეროიდის ორბიტა კვეთს დედამიწის ორბიტას.დედამიწის ახლოს მდებარე ასტეროიდები იყოფა სამ ჯგუფად:ათენის, აპოლოს და ამორის ჯგუფის ასტეროიდები.

ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობენ ტრანსნეპტუნური ობიექტები, რომლებიც ქმნიან კოიპერის სარტყელს. კოიპერის სარტყელი მრავალ მცირე ზომის ობიექტს (მათ შორის ჯუჯა პლანეტებსაც) შეიცავს.

პირველი ტრანსნეპტუნური ობიექტი აღმოჩენილი იყო 1930 წელს (პლუტონი).

ლათინური დასახელება დიამეტრი (კმ)
1 Ceres 952
2 Pallas 544
4 Vesta 525
10 Hygiea 431
704 Interamnia 326
52 Europa 315
511 Davida 289
87 Sylvia 286
65 Cybele 273
15 Eunomia 268
3 Juno 258
31 Euphrosyne 256

კომეტები.

კომეტები წარმოადგენენ მცირე ზომის (ჩვეულებრივ რამოდენიმე კმ) სხეულებს, რომლებიც ძირითადად შედგებიან აქროლადი ნივთიერებებისაგან. მზესთან მიახლოებისას, მზის მიერ გამოსხივებული სითბოს ზემოქმედების შედეგად კომეტის ყინულოვანი

ზედაპირი იწყებს აორთქლებას და იონიზაციას. შედეგად წარმოიქმნება კომეტის კუდი, რომელიც ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალითაც დაიკვირვება.

კომეტები მათი ორბიტული პერიოდების ხანგრძლივობის მიხედვით იყოფიან ორ ჯგუფად მოკლეპერიოდიანი კომეტები და გრძელპერიოდიანი კომეტები. მოკლეპერიოდიან კომეტებს აქვთ 200 წელზე ნაკლები ორბიტური პერიოდი. ხოლო გრძელპერიოდიან კომეტებს 200წელზე მეტიგრძელპერიოდიან კომეტებს ძალიან გაწელილი ორბიტები აქვთ და მზეს 100 000 ..-ს მანძილზე შორდებიან. შეფასებულია რომ 10 მილიარდი ასეთი კომეტა არსებობს მზის სისტემის გარშემო (ოორტის ღრუბელი). მოკლეპერიოდიანი კომეტების წარმოშობის ადგილად ივარაუდება კოიპერის სარტყელი.

12

კომეტის სიკაშკაშე ძლიერადაა დამოკიდებული მზიდან მის დაშორებაზე. კომეტების ძალიან მცირე ნაწილი უახლოვდება მზესა და დედამიწას ისე, რომ შეუიარაღებელი თვალით შესაძლებელი იყოს მათი დანახვა.

მზესთან ყოველი მიახლოება თანდათან შლის კომეტის ბირთვს. როდესაც ყინული შემოეცლება, რჩება მტვრის ნაწილაკების გროვა.

1994 წლის ივლისში ასტრონომთა მიერ დაკვირვებული იქნა უნიკალური მოვლენა, როდესაც შუმეიკერ-ლევისკომეტის ნაწილები შეეჯახა იუპიტერს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა შეჯახება ციურ სხეულებს შორის.

შუმეიკერ-ლევისკომეტის ნაწილების შეჯახება იუპიტერს.
შუმეიკერ-ლევისკომეტის ნაწილების შეჯახება იუპიტერს.

შუმეიკერ-ლევის კომეტა აღმოჩენილი იყო 1993 წლის 24 მარტს. აღმოჩენის მომენტში ის უკვე წარმოადგენდა ფრაგმენტების ჯაჭვს, რომელიც გადაჭიმული იყო 200 ათას კილომეტრზე.

თუ პლანეტას აქვს მყარი ზედაპირი, სხვა სხეულთან შეჯახებისას წარმოიქმნება უზარმაზარი დარტყმითი კრატერი. ვინაიდან იუპიტერი გაზოვანია და მას გააჩნია მაღალი ტემპერატურა, შეჯახებისას კომეტის ფრაგმენტები სწრაფად დნებოდნენ, ვიდრე ღრმად ჩაეფლობოდნენ მის ატმოსფეროში.

დედამიწა, მზის გარშემო მოძრაობისას, სისტემატიურად კვეთს მეტეორულ ნაკადებს. ამ დროს დედამიწის ზედაპირზე მრავლი მეტეორიტი ეცემა, თუმცა საბედნიეროდ, მათი უმეტესობა ოკეანეებში და დაუსახლებელ ადგილებში ვარდება.

მსხვილი მეტეორიტის ჩამოვარდნის ადგილას ჩნდება ე.წ. კრატერი. დედამიწის ზედაპირზე აღმოჩენილია მეტეორული კრატერების მსგავსი წარმონაქმნები,რომლებიც შორეულ წარსულში დიდი მეტეორის დაცემის კვალი უნდა იყოს.

ყველაზე დიდი კრატერი დედამიწაზე სავარაუდოდ არის დიამეტრით 500 კმ (ანტარქტიდა), ხოლო ყველაზე ცნობილი კრატერი არის დიამეტრით 1200 მეტრი და სიღრმით 180 მეტრი (არიზონა).

მეტეორიტების პოვნა გაცილებით ადვილია ყინულოვან ანტარქტიდაზე, სადაც ისინი ინახებიან მილიონობით წლის განმავლობაში. ანტარქტიდაზე ძიების დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა მოპოვებული მეტეორიტების რაოდენობა.

მნიშვნელოვანი მეტეორული კრატერები

დასახელება

ადგილმდებარეობა

დიამეტრი (კმ)

Vredefort

თავისუფალი შტატი, სამხრ. აფრიკა

300

Sudbury

ონტარიო, კანადა

250

Chicxulub

იუკატანი, მაქსიკა

180

Popigai

ციმბირი, რუსეთი

90

Acraman

სამხრ. ავსტრალია, ავსტრალია

90

Manicouagan

კვებეკი, კანადა

85

Morokweng

კალაჰარის უდაბნო, სამხრ. აფრიკა

70

Kara

ნენეცია, რუსეთი

65

ორბიტაზე მოძრაობისას დედამიწა შესაძლოა ასტეროიდსაც შეეჯახოს. ასტეროიდები, ანუ მცირე პლანეტები, მეტეორებზე გაცილებით უფრო დიდი ზომის ციური სხეულებია, ამიტომ მათთან შეჯახება დედამიწისათვის გაცილებით უფრო საშიშია. მსგავსი კატასტროფა გამოიწვევს არა მხოლოდ რამოდენიმე ასეული კილომეტრის რადიუსში ნგრევას, არამედ ამ დროს ატმოსფეროს ზედა ფენებში დიდი რაოდენობით გაჩნდება მტვერი, რომელიც ხელს შეუშლის მზის სინათლის დედამიწის ზედაპირამდე მოღწევას. შესაძლებელია დაიწყოს ახალი გამყინვარება.

ამდენად, აშკარაა ის საფრთხე, რომელიც დედამიწას ასტეროიდთან შეჯახების შემთხვევაში ემუქრება და ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია ასეთი საფრთხის თავიდან აცილების გზების ძიება. ამის ნათელი დადასტურებაა არცთუ შორეულ წარსულში 2013 წლის 15 თებერვალს რუსეთში ჩელიაბინსკის ოლქში მომხდარი მოვლენა ე.წ. ჩელიაბინსკის მეტეორი. როდესაც დედამიწის ზედაპირიდან 15-25 კილომეტრ სიმაღლეზე 10-15 მეტრის დიამეტრის მეტეორი აფთქდა. დარტყიმითი ტალღის შედეგად დაშავდა 1500 ადამიანი, ჩაიმსხვრა მინები, გაითიშა მობილური სატელეფონო კავშირი. ზარალმა მილიარდ რუბლს გადააჭარბა. მეტეორი ხილვადი იყო მოვლენის ცენტრიდან 200 კილომეტრის რადიუსში.NASA-ს განცხადებით აფეთქების პროცესში ბოლიდი მზეზე კაშკაშა იყო.

2013 წლის თებერვალში დაფიქსირდა დედამიწასთან ასტეროიდის ექსტრემალურად ახლოს ჩავლა. 45 მ დიამეტრის მქონე ასტეროიდი 2012 DA14 ესპანეთში La Sagra-სობსერვატორიის ასტრონომებმა 2012 წელს აღმოაჩინეს. 2013 წლის 15 თებერვალს 19:26 UTCასტეროიდი 2012 DA14 დედამიწის ზედაპირიდან მხოლოდ 3,2 დედამიწის რადიუსის ტოლი მანძილით იყო დაშორებული. იგი იმდენად ახლოს იყო, რომ გეოსტაციონარული თანამგზავრების ორბიტის შიგნით აღმოჩნდა. ასეთი მოახლოება (27 700 კმ) რეკორდულია, რადგან ამ დრომდე არ არის დაფიქსირებული ამ ზომის ობიექტის დედამიწასთან ასე ახლოს ჩავლა.

მსგავსი საფრთხის თავიდან ასაცილებლად სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს ერთი მხრივ, თვით თავდაცვის საშუალებების შექმნაზე, ხოლო მეორე მხრივ, მომავალი საფრთხის დროულად პროგნოზირებაზე.

არიზონას კრატერი
არიზონას კრატერი

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაფიქსირებული არ არის მეტეორის შედეგად ადამიანის დაღუპვის ფაქტი.

მეტეორის დედამიწის ზედაპირზე დაცემის შედეგად წარმოიქმნება მის დიამეტრზე10-20-ჯერ დიდი კრატერი. ამ ინფორმაციაზე დაყრდობით და დედამიწის ახლოს მდებარე სხვადასხვა ზომის ასტეროიდების და კომეტების რიცხვის შეფასებით, ასტრონომებმა შეაფასეს რამდენად ხშირად ჩნდება დედამიწის ზედაპირზე სხვადასხვა ზომის მქონე მეტეორული კრატერები, ე.ი. საშუალოდ რამდენ ხანში ერთხელ აღწევს დედამიწის ზედაპირს შესაბამისი ზომის მეტეორი. საშუალოდ 10 კმ დიამეტრის კრატერი ჩნდება ყოველ 100 000 წელში; 50 კმ – 5 მლნ წელში; 100 კმ – 50 მლნ წელში. მაშასადამე დიდი ზომის ობიექტის დედამიწასთან შეჯახების ალბათობა უმნიშვნელოა.

მაგალითად, (89959) 2002 NT7 დედამიწის ახლოს მდებარე 2 კმ დიამეტრის მქონე ობიექტია, რომელიც პალერმოს დედამიწასთან შეჯახების რისკის სკალაში არსებული მონაცემების მიხედვით შესაძლოა დედამიწას 2019 წლის 1 თებერვალს შეეჯახოს. მიუხედავად ხმამაღალი განცხადებისა შეჯახების ალბათობა საკმაოდ დაბალია – 1/1000000. ამ დროისათვის კი გამოთვლებით დადგენილია, რომ 2019 წელს ის უვნებლად ჩაგვივლის 0.4078 ა.ე. მანძილზე.

(29075) 1950 DA ასევე დედამიწასთან ახლოს მდებარე ასტეროიდია, რომელსაც პალერმოს სკალის 2002 წელის მონაცემების მიხედვით დედამიწასთან შეჯახების ყველაზე მაღალი ალბათობა ჰქონდა (სავარაუდო შეჯახების თარიღი 2880 წელი). 2013 წლის შეფასებით ამ ობიექტის შეჯახების ალბათობა 1/4000-მდე შემცირდა.

ასტეროიდთან შეჯახების საფრთხის დროულად პროგნოზირების მხრივ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქართველმა ასტრონომმა, როლან კილაძემ შეიმუშავა მცირე პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ორი პოზიციური დაკვირვების საფუძველზე დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახების წინასწარმეტყველების კრიტერიუმი და ასტეროიდთან დაჯახების მომენტის გამოსათვლელი ფორმულა (კილაძე რ. ი., დედამიწასთან შეჯახებადი ასტეროიდის გამოვლენის სწრაფი მეთოდი. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბიულეტენი, No 77, 13-26, 2004.)

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაში რ. ინასარიძის ხელმძღვანელობით ამჟამადაც აქტიურად ხორციელდება იმ ასტეროიდების მონიტორინგი, რომლებიც ახლო კოსმოსში გვხვდებიან და პოტენციურ საფრთხეს წამოადგენენ დედამიწისათვის.

გამოყენებული მასალები:

John D. Fix – Astronomy Journey to the Cosmic Frontier

სასარგებლო ბმულები:

http://en.wikipedia.org/wiki/List_of_notable_asteroids

http://en.wikipedia.org/wiki/List_of_asteroid_close_approaches_to_Earth

http://en.wikipedia.org/wiki/List_of_asteroid_close_approaches_to_Earth_in_2014

http://en.wikipedia.org/wiki/List_of_impact_craters_on_Earth

http://en.wikipedia.org/wiki/List_of_Great_Comets#List_of_Great_Comets

https://www.youtube.com/watch?v=A1yH_DuC88M

https://www.youtube.com/watch?v=HXgq3Iq4wOk

ავტორი: სალომე ბაგაშვილი