ირაკლი მღებრიშვილის სემინარი – მზის გიგანტური ტორნადოები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, აბასთუმნის ობსერვატორიის მკვლევარმა ირაკლი მღებრიშვილმა 20 თებერვალს ჩაატარა მზის ჯგუფის შიდა სემინარი მზის გიგანტური ტორნადოების შესახებ. კვლევა მოიცავდა მზის გიგანტური ტორნადოების და მასთან ასოცირებული პროტუბერანცების შესწავლას. ერთი წლის განმავლობაში დაკვირვებულ იქნა 361 ტორნადო და ტორნადოთა ჯგუფი. ყველა მათგანის საბოლოო ფაზის შესწავლით დადგინდა რომ დაკვირვებული ტორნადოების თითქმის ნახევარი ამოიფრქვა როგორც კორონალური მასის ამოფრქვევა. ეს ნიშნავს რომ ტორნადოები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამოფრქვევების პროგნოზირებისთვის, რაც კოსმოსური ამინდის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. კორონალური მასის ამოფრქვევების წინასწარმეტყველებას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დედამიწასა და ადამიანთა ცხოვრებაზე. მზიდან ამოფრქვეულ ნივთიერებას შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანონ კოსმოსური თანამგზავრები და ტელესაკომუნიკაციო სისტემები, ასევე საფრთხე შეუქმნას კოსმოსში მყოფ ასტრონავტებს.https://www.youtube.com/watch?v=_U5wQFYDE9I