გიორგი ჯავახიშვილის შეხვედრა სკოლა “არქიმედე”-ს მოსწავლეებთან

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი გიორგი ჯავახიშვილი 11 ივნისს შეხვდა სკოლა “არქიმედე”-ს მოსწავლეებს, სადაც ასტრონომიის მოყვარულ მოსწავლეებთან ისაუბრა მათთვის საინტერესო საკითხებზე, როგორიცაა ჩვენი სამყარო, მისი სიდიდე და ასაკი, პლანეტები, მზის აქტივობი, ზეახლების აფეთქება, ნისლეულები.