GDS-ის სიუჟეტი აბასთუმნის ობსერვატორიაზე

გადაცემა 2030-ში გასული სიუჟეტი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის შესახებ. ობსერვატორიის პროფესორებმა და  მკვლევარებმა თეიმურაზ ზაქარაშვილმა, ვასილ კუხიანიძემ, მაია თოდუამ, ირაკლი მღებრიშვილმა, სერგეი დანიკმა და რაგული ინასარიძემ ისაუბრეს აბასთუმნის ობსერვატორიაში მიმდინარე კვლევებზე, არსებულ პრობლემებზე. გადაცემის ერთ ერთი ძირითადი თემა იყო მზის გიგანტური მაგნიტური ტორნადოები. ჩვენი მკვლევარების მიერ გამოქვეყნებულმა ნაშრომმა მზის ტორნადოების შესახებ მოიპოვა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების აღიარება