ევგენი ხარაძე
შემოქმედებითი ადამიანები ორ ძირითადად ტიპად იყოფიან. ერთნი ინდივიდუალურად, მარტონი მიდიან ცოდნის ბილიკზე, ბევრსაც აღწევენ, მაგრამ მაინც კენტად მგზავრობენ, სხვა ადამიანებს არ იყოლებენ ორბიტაში. მეორენი – დიდ ასპარეზს ითხოვენ ადამიანთა მთელ მასას დასძრავენ და ერთი მიზნისკენ მიმართავენ, პრობლემათა და მოვლენათა მთელ სპექტრს უკავშირდებიან. ამ სახის ადამიანები მეცნიერების ახალ მიმართულებას ქმნიან, ან მისი რომელიმე დარგის ხელმძღვანელად იქცევიან, რითიც ღრმა კვალს ტოვებენ თავისი ერის მეცნიერების საერთო სურათში.
ევგენი ხარაძე ამ მეორე ტიპის შემოქდებს ეკუთვნის, რომელთა ორგანიზატორული ნიჭი დიდხანს და მეტად ფართო სარბიელზე ვლინდება.
აკადემიკოსი ევგენი ხარაძე ძველი თაობის ქართველი მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი გახლდათ. ის იყო გამორჩეული და მრავალმხრივი ადამიანი, რაფინირებული ინტელიგენტი, რომელიც ფაქიზი გემოვვნებით, მაღალი მოქალაქეობრიობით, დაუღალავი ენერგიითა და სხვა მრავალი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისებით გამორჩეოდა. ის გახდა საკუთარი მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი.
გარდა ამისა, ევგენი ხარაძე, 60-იან წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ხოლო 70-იან წლებში საქართველის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გახდა.
ევგენი ხარაძე დაიბადა ქ. თბილისში, 1907 წლის 31 ოქტომბერს.
მისი მამა, კირილე ბეჟანის ძე, რკინიგზის მოსამსახურე იყო. ამასთან დაკავშირებით, ოჯახს ხანგრძლივად მოუხდა სადგურ წიფაში ცხოვრება და, შესაბამისად, ბატონი ევგენის და-ძმების უმრავლესობა, – ქეთევანი, არჩილი და ნინო, – წიფაში ყოფილა დაბადებული. მხოლოდ ერთი და – თამარი გახლავთ თბილისელი.

ამ შვიდსულიან ოჯახს დროის საგრძნობი ნაწილი იმერეთში, ხარაგაულის რაიონის მაღალმთიან სოფელ ფარცხნალში აქვს გატარებული, საიდანაც მოდის ხარაძეების გვარი.
ამ ლამაზ იმერულ სოფელში დღესაც დგას გასაოცარი პატარა ოდა სახლი, რომელიც დღესაც ისეთია, როგორიც ე. ხარაძის ბაბუის დროს (იგი მღვდელი იყო) და რომლის ნახვისას ხვდები, რატომ იყვნენ ასეთი ყოველნაირად გამორჩეულები არჩილ და ევგენი ხარაძეები.
სწორედ ამ ეზოშივე ტკბებოდა პატარა ევგენი მის უფროს ძმასთან (შემდგომში ცნობილ მათემატიკოს, ქართული მათამატიკური სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებელ), არჩილთან ერთად ღამის ცის მშვენიერებით. აქ, არჩილთან საუბარში, ჩაისახა ასტრონომიისადმი ასეთი დიდი ინტერესი და სიყვარული.
ევგენი ხარაძემ საშუალო განათლება თბილისში მიიღო. 1924 წელს დაამთავრა თბილისის მე-11 ტექნიკუმი, 1930 წელს _ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ამავე პერიოდში (1924-1928 წ.წ.) იგი პარალელურად სწავლობდა ინგლისური ენის უმაღლეს კურსებზე და თან მუშაობდა თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში.
ამ წლებს ის ასე იგონებდა: “ჩვენს უნივერსიტეტში იმ დროს ასტრონომებს არ ამზადებდნენ, არც სპეციალური კურსები იკითხებოდა. ნამდვილი ტელესკოპი სტუდენტებს თვალითაც არ ენახათ. იყო მხოლოდ ანდრია ბენაშვილის ასტრონომიულ-გეოდეზიური კაბინეტი და პროფესორის მზადყოფნა მსურველებისათვის წაეკითხა სფერული ასტრონომიის სპეციალური კურსი. მოგვიანებით გამოჩნდა კიდევ ასისტენტი, შემდგომში პროფესორი ევგენი ბიუსი, რომელიც მზად იყო ტარტუდან საქართველოში გადმოეტანა ასტრონომიული დაკვირვებებისა და გეოდეზიური გაზომვების ესტონური სიმკაცრე და სიზუსტე, მაგრამ ჩემს წინა, ჩემი და ჩემს შემდეგი სამი კურსიდან მხოლოდ სამი აღმoჩნა ასტრონომიის შესწავლით დაინტერესებული. მათგან ერთ-ერთი, შემდგომში პროფესორი დ. დოლიძე, უმაღლესმა მათემატიკამ გაიტაცა, ხოლო მეორე, საქართველოს წევრ-კორესპონდენტი ვ. ჭელიძე – მათემატიკურმა ანალიზმა”.
ევგენი ხარაძემ კი მთელი ცხოვრება ასტრონომიულ მეცნიერებას უერთგულა.
მან, ჯერ კიდევ სტუდენტმა, 1927 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში გამომთვლელად, სადაც გაიცნო ლენინგრადის თეორიული ასტრონომიის ინსტიტუტის დირექტორი ბორის ნუმეროვი. ნუმეროვის გამოცდილ თვალს არ გამოპარვია ხარაძის სწორედ ის თვისებები, რომლებმაც შემდგომი მისი ორგანიზატორული და მეცნიერული წარმატებები განაპირობა.
მოგვიანებით ბორის ნუმეროვს პირველი საკავშირო სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიისათვის ადგილის მოძიება დაევალა. მან ექსპედიციაში, რომელიც საბჭოთა კავშირის მთიანეთსა და მათ შორის საქართველოს მთიანეთსაც სწავლობდა, ახალგაზრდა ევგენი ხარაძე ჩართო.
1931 წელს პროფესორ ნუმეროვის წინადადებითა და ნიკო მუსხელიშვილისა და ანდრია ბენაშვილის რეკომენდაციით, ევგენი ხარაძე ლენინგრადის ასტრონომიის ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა.
ამ დროისათვის უკვე საბოლოოდ გადაწყდა, რომ ობსერვატორია აბასთუმანში, ყანობილის მთაზე აშენდებოდა და 1932 წლის 8 თებერვალს საქართველოს სახალხო კომისარიატმა, ევგენი ხარაძის მოხსენების საფუძველზე, მიიღო დადგენილება აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსების შესახებ. ევგენი ხარაძე კი ჯერ მხოლოდ ქაღალდზე არსებული ობსერვატორიის დირექტორად დაინიშნა. ის მაშინ მხოლოდ 24 წლის ახალგაზრდა იყო.
აბასთუმანში პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსებას გარკვეული წინაისტორია უძღოდა.
მე-19 საუკუნის ბოლო წლებში აბასთუმანში სამკურნალოდ იმყოფებოდა უფლისწული გიორგი, მეფე ნიკოლოზ მეორის უფროსი ძმა. მას თან ახლდა მისი მასწავლებელი, ასტრონომი სერგეი გლაზენაპი, რომელიც აბასთუმანში ცხოვრების პერიოდში მცირე ზომის ტელესკოპით აკვირდებოდა მჭიდრო ორმაგ ვარსკვლავებს.
ამ დაკვირვებების საფუძველძე გლაზენაპის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო გამოკვლევათა შედეგები შესახებ ცნობილი ამერიკელი ასტრონომი ბერნჰემი 1892 წელს წერდა: “თუ პროფესორ გლაზენაპის მიერ მიღებული შედეგებით ვიმსჯელებთ, ევროპის არცერთ ობსერვატორიას არ გააჩნია ასეთი ხელსაყრელი მდებარეობა, და საერთოდაც, ძნელია დაასახელო სხვა ისეთი ადგილი, გარდა ჰამილტონის მთისა, სადაც ასტრონომიული დაკვირვებებისათვის ასეთი ხელსაყრელი ატმოსფერული პირობები იყოს”.
ახლადდანიშნულმა ახალგაზრდა დირექტორმა გლაზენაპის კოშკის აღსადგენად გამოყოფილი 15000 მანეთით დაიწყო მსოფლიოში დღისათვის კარგად ცნობილი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მშენებლობა. მისი ეტაპები აღბეჭდილია მრავალრიცხოვან ფოტოგრაფიაზე. არსებობს კინოფილმიც, რომელშიც, სხვათაშორის, ისიც შეიძლება იხილოთ, თუ როგორ ეზიდებოდნენ მთა ყანობილზე პურსა და წყალს ოთხფეხა ტრანსპორტით.
მშენებლობა ურთულეს პირობებში, მაღალ მთიან გარემოში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, გაუვალ ტყეში, სრული უგზოობის პირობებში მიმდინარეობდა. არ ყოფნიდათ სამშენებლო მასალები და მუშა ხელი. ახლად დანიშნულ დირექტორს
იმთავითვე მხარში ამოუდგნენ მასსავით ახალგაზრდა ასტრონომები, შალვა გორდელაძე და მიხეილ ვაშაკიძე. შემდგომში ორივე სახელმოხვეჭილი მეცნიერი გახდა.
პირველ წლებში ობსერვატორიის შეიარაღებას შეადგენდა მხოლოდ ლენინგრადის ასტრონომიის ინსტიტუტის სახელოსნოში დამზადებული 33 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე რეფლექტორი, რომელიც 1932 წლის ბოლოს დაიდგა სერგეი გლაზენაპის მიერ XIX საუკუნეში აგებულ კოშკში.
ე. ხარაძემ ლენინგრადელი ასტრონომებისაგან, რომლებიც მისადმი ყოველთვის კეთილგანწყობას ამჟღავლებდნენ, გაიგო, რომ რუსეთის განათლების სახალხო კომისარიატში 3-4 წელი გაუხსნელად იდო ცეისის 40-ანტიმეტრიანი რეფრაქტორი. იგი ორი წელი იბრძოდა ამ ტელესკოპის მოსაპოვებლად და, ბოლოსდაბოლოს, 1934 წელს დაიწყო ყანობილის მთაზე გზის გაყვანა და დიდი ასტრონომიული კოშკის მშენებლობა ამ ტელესკოპის დასადგმელად, რომელიც რუსეთიდან ჯერ ზღვით, შემდეგ ბორჯომამდე რკინიგზით და მთა ყამობილზე ურმით აიტანეს. ყველაფერ ამას სჭირდებოდა მთელი რიგი საკითხების მოგვარება ობსერვატორიის აღჭურვის და მომსახურე პერსონალით უზრუნველყოფის მიზნით. ამ პერიოდში იგი ხან თბილისის სხვადასხვა დაწესებულებაში დადიოდა აუცილებელი მასალის საშოვნელად, ხან კი მოსკოვში, ობსერვატორიისთვის საჭირო ხელსაწყოებისთვის. ამ პერიოდიდან შემორჩენილია ვინმე პეტელავას მიერ 30 პუნქტად ჩამოყალიბებული საჩივარი რაიონის პროკურორთან. ამ პიროვნებას ნახევარი წლის განმავლობაში ბუღალტრად უმუშავია ობსერვატორიაში და შემდეგ გაუთავისუფლებიათ. პეტელავა ბრალს სდებდა ბატონ ევგენის სხვადასხვა ფინანსურ დარღვევებში და მათ შორის ისიცაა მოხსენიებული, რომ ობსერვატორია ყოველ წელს მასპინძლობდა იქ ჩასულ პროფესორ ბორის ნუმეროვს და იგი გაუცილებიათ ~დიდი ქეიფით~ (большой кутеж). ისიცაა რუსულ ენაზე შედგენილ ამ დოკუმენტში ნახსენები, რომ ბატონ ევგენის ორი კამეჩი უყიდია, ხოლო ერთი წლის შემდეგ ნაკლებ ფასად გაუყიდია და სხვა მრავალი მისთანა.
ეს ამბავი, ერთის მხრივ, იმის მაჩვენებელია, თუ რა მძიმე პირობებში ხდებოდა ობსერვატორიის მშენებლობა, ხოლო მეორე მხრივ, ეს საჩივარი, მისი აბსურდულობის მიუხედავად, მრავალ საინტერესო ცნობას შეიცავს მაშინდელი სიტუაციის შესახებ.
ამ პერიოდში ევგენი ხარაძეს არ შეუწყვეტია სამეცნიერო მუშაობა. იგი ხან ლენინგრადში ჩადიოდა მის სამეცნიერო ხელმძღვანელთან ნუმეროვთან, ხანაც ყირომში აკადემიკოს შაინის ხელმძღვანელობით მუშაობდა და ამ წლებში გამოქვეყნდა მისი პირველო სამეცნიერო სტატიები.
1936 წელს ე. ხარაძემ დაიცვა საკანდიდატო დისერთაცია თემაზე: “გედის პე ვარსკვლავის სპექტრში შთანთქმის ხაზების წანაცვლებასა და მათ ინტენსივობებსა და იონიზაციის პოტენციალთა შორის კავშირის გამოკვლევა”.
1936 წელს საკანდიდატო დისერტაციისადმი სულ სხვა დამოკიდებულება იყო და დისერტანტისადმი წაყენებული მოთხოვნებიც, შესაბამისად – მაღალი.
1937 წლიდან იმდროისათვის საკმაოდ დიდი 40-სმ რეფრაქტორის ამუშავებით ყანობილის მთაზე გეგმაზომიერი მუშაობა დაიწყო დაკვირვებით-მეთოდურ და ვარსკვლავთ-ასტრონომიულ საკითხებზე.
ამავე, 1937 წლიდან გამოსვლას იწყებს აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბიულეტენი, რომელიც მისივე რედაქტორობით, მიუხედავად ყოველგვარი ბუნებრივი თუ ხელოვნური დაბრკოლებებისა, უწყვეტად გამოდიოდა ბატონი ევგენის სიცოცხლის ბოლომდე. აბასთუმნის ობსერვატორიის ბიულეტენის პირველსავე ნომერში დაისტამბა მიხეილ ვაშაკიძის მიერ გალაქტიკის ვარსკვლავთ დასახლების გამოკვლევა, რომელიც დღეს კლასიკად ითვლება. ამ ნაშრომში აღწერილი ვარსკვლავთა სივრცული სიმკვრივის განსაზღვრის ხერხი ვარსკვლავთ ასტრონომიის ნებისმიერ ქრესტომათიაში შეგიძლიათ იხილოთ ვაშაკიძე-ოორტის მეთოდის სახელწოდებით. Eეს გახლდათ ქართული ასტრონომიული მეცნიერების პირველი გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე, რაც მნიშვნელოვანწილად იყო განპირობებული ბატონი ევგენის მიერ კვლევის სწორი გეზის შერჩევით.
1937 წელს ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ევგენი ხარაძის ინიციატივით გაიხსნა ასტრონომიის კათედრა ამ განხრით სპეციალისტების მომზადებისა და გამოშვების უფლებით. თავიდან კათედრაზე, ხარაძის ჩათვლით, სულ ოთხი თანამშომელი მუშაობდა.
აბასთუმნის ობსერვატორიამ თავისი მუშაობა ვარსკვლავთშორისო შთანთქმის, მაშინ სულ ახალი, ურთულესი პრობლემით დაიწყო, რამდენადაც მან თავისი ძირითად მიმართულებად გალაქტიკის სტრუქტურის კვლევა აირჩია.
ძალიან მალე ამ მიმართულებით ევგენი ხარაძის მიერ შესრულებულმა პირველმა ფუნდამენტალურმა ნაშრომმა “ვარსკვლავთშორისი სინათლის შთანთქმის გამოკვლევა ფერის მაჩვენებელთა მეთოდით”, ობსერვატორიას ფართო აღიარება მოუპოვა. ეს ნაშრომი გახლდათ შეჯამება ხანგრძლივი, მიზანდასახული შრომისა. ამ ნაშრომში შესწავლილია სინათლის მშთანთქმელი ნივთიერების განაწილება გალაქტიკის ჩვენთვის მისაწვდომ ნაწილში. ამ მიზნით ფოტომეტრულად (ორ ფერში) იყო შესწავლილი 14000 ვარსკვლავი, განლაგებული კაპტეინის საერთაშორისო პროგრამით გათვალისწინებულ 43 შერჩეულ არეში.
ომის დამთავრების შემდეგ, 1948 წლის ივნისში ე. ხარძემ მოსკოვში, ი. შტერნბერგის სახელობის ასტრონომიულ ინსტიტუტში დაიცავა სადოქტორო დისერტაციას. აღნიშნული სამუშაო შემდეგში გავრცელებული იქნა პრაქტიკულად მთელ ხილულ ცაზე და ამ პრობლემაზე მუშაობას ის სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა.
1952 წელს გამოქვეყნდა ევგენი ხარაძის ფუნდამენტალური მონოგრაფია: “14000 ვარსკვლავის ფერის მაჩვენებელთა კატალოგი და გალაქტიკაში სინათლის შტანთქმის გამოკვლევა ვარსკვლავთა ფერის სიჭარბეების საშუალებით”, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა იმ დროის სამეცნიერო წრეებში.
საკავშირო ასტრონომიული კავშირის 1953 წლის ბიულეტენში წერდნენ: აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ დიდ წარმატებას მიაღწია ვარსლვლავთსორისო ნივთიერების შესწავლის საქმეში. მიუხედავად სინათლის შთანთქმის განსაზღვრის მიზნით შესრულებული აუარებელი სამუშაოებისა, მანამდე არ არსებობდა დიდი რაოდენობის, საკმარისად ერთგვაროვანი სისტამატიური განსაზღვრები გალაქტიკის სხვადასხვა სიღრმეებში. ე. ხარაძის სამუშაო შემდგომშიც უდიდეს წვლილს შეიტანს სამყაროში კოსმოსური შთანთქმის საერთო სურათის სწორ წარმოდგენაში.

მაღალი შეფასება მისცა ამ სამუშაოს აკადემიკოსმა შაინმაც: “ე. ხარაძის ეს ნაშრომი დიდი მოვლენაა სამეცნიერო ასტრონომიულ ლიტერატურაში. ამ სამუშაომ არაჩვეულებრივი რეპუტაცია მოუპოვა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას ვარსკვლავთასტრონომიისა და ასტროფიზიკის ამ აქტუალური მიმართულებით”.
ცნობილი ასტრონომი პარენაგო კი წერდა: “ევგენი ხარაძემ დაკვირვების კულტურა თავის ახლად დაარსებულ ობსერვატორიაში ისეთ სიმაღლეებზე აიყვანა, რომელსაც სხვა ობსერვატორიები უნდა გაუტოლდნენ”.
ამ სამუშაოს წყალობით წლების განმავლობაში აბასთუმანი ყოფილ საბჭოთა კავშირში ითვლებოდა წამყვან ობსერვატორიად ამ დარგში. წლების განმავლობაში ხარაძე ხელმძღვანელობდა საკავშირო ასტრონომიული საბჭოსთან არსებულ ვარსკვლავთასტრონომიულ კომისიას და შემდეგ კი “გალაქტიკისა და მეტაგალაქტიკის ფიზიკისა და ევოლუციის” სექციის მუშაობას, აბასთუმნის ობსერვატორია ითვლებოდა მოთავე, მაკოორდინირებელ ორგანიზაციად გალაქტიკის აგებულების და ევოლუციის დარგში.
ვარსკვლავთა ფიზიკის, სამყაროს აგებულებისა და ევოლუციის პრობლემების შესწავლაში განსაკუთრებული ადგილი ეკუთვნის ვარსკვლავთ სპექტრული კლასიფიკაციის სამუშაოებს. ევგევი ხარაძეს უტყუარმა ალღომ არც ამ შემთხვევაში უმტყუნა, როცა სამყაროს კვლევის ამ მძლავრი მეთოდის დანერგვა ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაიწყო ობსერვატორიაში. ეს სამუშაო აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გამოიკვეთა ერთ-ერთ წამყვან მიმათულებად, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ მიჩიგანის და სამხრეთის ცის ჩილეს ობსერვატორია ეთანადება სანდოობის თვალსაზრისით.
აბასთუმნის ცის უნიკალურმა გამჭვივალობისა და მოწმენდილი ღამეების დიდი რიცხვის გათვალისწინებით, ევგენი ხარაძემ დაკვირვებითი ასტრონომიის განვითარების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ობსერვატორიის მრავალპროფილიან დაწესებულებად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
ასტრონომიულ დაკვირვებებში დიდი კეთილსინდისიერებისა და სიფაქიზის მოთხოვნამ, დაკვირვების კულტმა, რაც ევგენი ხარაძემ დაამკვიდრა ობსერვატორიაში, აბასთუმნის ცის უნიკალურ თვისებებთან ერთად, ობსერვაროტიაში დამზერითი მასალის ისეთ მაღალხარისხოვან და დიდი მოცულობის მრავალმხრივ, ასტრონომიის მრავალი მიმართულებისთვის საინტერესო მასალას მოუყარა თავი. ობსერვატორიის ე.წ. მინის ბიბლიოთეკა, თუ სხვა სახის დამზერითი მასალები დღესაც დიდ ინტერესს წარმოადგენს ასტრონომიისთვის. ამ დაკვირვებების საფუძველზე შედგენილმა კატალოგებმა და შესრულებულმა გამოკვლევებმა დიდი აღიარება მოიპოვა და დღესაც სხვა ობსერვატორიებთან თანამშრომლობის საფუძველს იძლევა. ამ კატალოგთაგან ბევრი სტრასბურგის საერთაშორისო ასტრონომიულ მონაცემთა (CDS) ბაზაშია განთავსებული.
ობსერვატორიაში მაღალ დონეზე მიმდინარეოდა მთვარე-პლანეტების მრავალმხრივი შესწავლა. არც სამზეო ასტრონომია დარჩენილა ობსერვატორიის დირექტორის ყურადღების მიღმა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ევგენი ხარაძის ინიციატივით და სტრატოსფერული კომისიის მხარდაჭერით ობსერვატორიაში დაიწყო დედამიწის ზემო ატმოსფეროს ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესწავლა ობსერვატორიაში შემუშავებული მეთოდებით. შემდგომში ამ სამუშაოებმა ფართო განვითარება დაიწყო და უწყვეტი დაკვირვებების ხარჯზე დაგროვდა მაღალხარისხიანი, მდიდარი, სრულიად უნიკალური დამზერითი მასალი. დღესაც დედამიწის ზედა ატმოსფეროს და დედამიწის მახლობელი კოსმოსური სივრცის ფოტომეტრული და სპექტული კვლევის კომპლექსური პროგრამა ერთ-ერთი წამყვანი დარგია ობსერვატორიისათვის.
ობსერვატორიის დირექტორის ძალისხმევის შედეგად საქართველოში წარმოდგენილია ასტრონომიული კვლევის თითქმის ყველა დარგი დაწყებული მზის სისტემით და დამთავრებული გარეგალაქტიკური ასტრონომიით, პლაზმური ფიზიკა და გარეატმოსფერული ასტრონომია. ობსერვატორიაში მუშაობს არა მარტო პრაქტიკოს-დამკვირვებელთა, არამედ თეორეტიკოსთა ძლიერი კადრები. არა ერთ ქართველ მეცნიერს თუ სამეცნიერო ნაშრომს მოუპოვებია ასტრონომიული საზოგადოების დიდ აღიარება.
დაუღალავ შრომაში გადიოდა წლები და ობსერვატორია თანდათან იზრდებოდა. იდგმებოდა ახალი ტელესკოპები და სხვა სამეცნიერო აღჭურვილობა. ობსერვატორიაში მოდიოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტონომიული კათედრის მიერ მომზადებული ახალი კადრები; შენდებოდა ახალი შენობა-ნაგებობები და საცხოვრებელი კორპუსები და ობსერვატორია თანდათან ისე გადაიქცა პატარა, კეთილმოწყობილ სამეცნიერო ქალაქად, რომ მის სამეცნირო პერსონალს ამ აღმშენებლობის სიმძიმე არასოდეს შეუგრძნიათ. მათ ყოველთვის ჰქონდათ ყველა პირობა სამეცნიერო მუშაობისათვის: დასაკვირვებალი მასალა; სამეცნიერო უნიკალური ბიბლიოთეკა, სადაც ყოველთვის იყო ახალი პეროდული ლიტერატურა; სამეცნიერო მივლინებები ასტრონომიულ დაწესებულებებში თუ კონფერენციებზე; კონსულტაციები და სამეცნიერო ხელმძღვანელები მათთვის საინტერესო დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან, რომლებიც ევგენი ხარაძესადმი უდიდესი კეთილგანწყობისა და პატივისცემის გამო განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდნენ აბასთუმნელი კოლეგებისადმი. ეწყობოდა შორეული სამეცნიერო ექსპედიციები მზის სრული დაბნელებების დასაკვირვებლად და სხვა.
მხოლოდ ევგენი ხარაძის გარდაცვალების შემდეგ შეიგრძნო ობსერვატორიამ, თუ რა დიდ ძალისხმევად უღიდა მის დირექტორს ობსერვატორიის ამ დონეზე ფუნქციონირება.
ქართველი ასტრონომების მეცნიერული წვლილის აღიარებაზე მეტყველებს ის, რომ თბილისსა და აბასთუმანში ხშირად ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენციები და თათბირები.
საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის აღმასრულებელი კომიტეტის საკოორდინაციო სხდომა 1981 წელს აბასთუმანის ობსერვატორიაში ჩატარდა. აი, რას წერდა ამ კავშირის გენერალური მდივანი ირლანდიელი პროფესორი ე. ვეიმანი აღმასკომის სახელით ე. ხარაძეს: “ჩვენთვის დიდი საჩუქარი იყო ახლოს გავცნობოდით ასტრონომიული თვალსაზრისით საუცხოო მდებარეობის ობსერვატორიას, რომელიც თქვენ დაარსეთ ყანობილის მთაზე, საუცხოო სამეცნიერო აღჭურვილობითა და საუკეთესო საყოფაცხოვრებო პირობებით”.
Eვგენი ხარაძეEპედაგოგიურ ასპარეზზეც ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწეოდა.’ ჯერ კიდევ 1935 წელს იგი ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1938 წელს იგი მის მიერ დაარსებული ასტრონომიის კათედრის გამგეა, ხოლო 1949 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.
მისი, როგორც პედაგიგისა და ასტრონომიაზე შეყვარებული ადამიანის ლექციების წყალობით არა ერთმა ადამიანი დაინტერესდა ასტრონომიით და მიიღო გადაწყვეტილება ობსერვატორიაში, მაშინ ჯერ კიდევ საცხოვრებლად მძიმე პირობებში, წასულიყო სამუშაოდ. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა კადრების თანამედროვე დონეზე აღზრდას და არა ერთ ცნობილ მეცნიერს იწვევდა ლექციების წასაკითხად. შემორჩენილია მიმოწერა საიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ ზრუნავდა მოწვეული პროფესორებისთვის მაქსიმალური პირობებისა შექმნისა და საშუალებისდაგვარად მგზავრობის გაადვილების მისეული მცდელობა, რათა ჩამომსვლელებს შეძლებოდათ მაქსიმალური დრო და ენერგია დაეთმოთ მომავალი ქართველი ასტრონომებისთვის.
ასტრონომიულმა კათედრამ ქართველი ასტრონომების არაერთი თაობა აღზარდა მისი არსებობის თითქმის 70 წლის მანძილზე და რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული მეცნიერებისათვის არანაკლებ საჭირო კათედრებთან ერთად გაუქმებულია.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ევგენი ხარაძის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები.
ჯერ კიდევ 1929 წელს მის მიერ თარგმნილი იყო ბ. მლოძეევსკის ~უმაღლესი ალგებრის საფუძვლები~. 1934 წელს მისი რედაქციით გამოდის ი. პოლაკის ზოგადი ასტრონომიის კურსის თარგმანი, რომელმაც უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველ ასტრონომთა მთელი თაობის აღზრდაში.
მაგრამ ამ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ევგენი ხარაძის მიერ შედგენილი ორიგინალური სახელმძღვანელოები: ასტრონომიის სასკოლო კურსი, რომელიც 1950 წლიდან მოყოლებული, ნახევარი საუკუნის განმავლობაში ემსახურა განათლების სისტემას, სტუდენტებისათვის განკუთვნილი “ზოგადი ასტროფიზიკის კურსი”, “ასტრონომიის საფუძვლები” და სხვა. ბატონი ევგენის კალამს ეკუთვნის შესაშური ქართული ენით დაწერილი 5 სქელტანიანი სახელმძღვანელო. მანვე ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართული ასტრონომიული ტერმინოლოგიის შექმნასა და დამკვიდრებაში.
ევგენი ხარაძეს ქართული მწერლობის შესანიშნავი მცოდნე და დამფასებელი გახლდათ, ამასთან, მშვენიერი მოქართულე. რუსული და ევროპული ენების ბრწყინვალე ცოდნა მას ხელს “არ უშლიდა” მშობლიურ ენაზე წერასა და აზროვნებაში. ამ მხრივ უზადოა ევგენი ხარაძის ქართულ ენაზე დაწერილი ასტრონომიული სახელმძღვანელოები.
პარალელურად იგი დიდ ყურადღებას აქცევდა მოზარდებში ასტრონომიის პოპულარიზაციას, რისთვისაც პირადად მის მიერ თუ მისი დავალებით იქმნებოდა სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურა ქართულ ენაზე. ყოველთვის დიდ ყურადრებასა და დროს უთმობდა ასტრონომიით დაინტერესებულ მოსწავლეებს თუ მასწავლებლებს.
ევგენი ხარაძე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავდა მოსწავლეთა სასახლის ასტრონომიის კაბინეტის და მისი თანამშრომლების მიმართ. ამასთან დაკავშირებით ევგენი ხარაძეს მისი ერთ-ერთი მოსწავლე და საქართველოს დიდი მეგობარი რიხარდ ვესტი წერდა: “თქვენი დახვეწილი დიპლომატიური თვისებებისა და უცხო ენების საუცხოო ფლობის გამო, თქვენ მოიპოვეთ უმაგალითო რეიტინგი თქვენს უცხოელ კოლეგებში. გამსაკუთრებით მანცვიფრებს და თანაბრად მახარებს თქვენი განუხრელი და წარმატებული სწრაფვა _ შეაყვაროთ ჩვენი მეცნიერება თქვენი ქვეყვის ახალგაზრდა თაობას. ის ფაქტი, რომ საქართველოში ასტრონომია სასკოლო პროგრამის ნაწილად იქცა გაცილებით ადრე, ვიდრე ეს მოხდა სხვა მაღალგანვითარებული ქვეყნების უმეტესობაში, უცხოეთში შეუმჩნეველი არ დარჩენილა”.
ცნობილია, რომ ამა თუ იმ ქვეყნის კულტურული დონის შესაფასებლად იუნესკომ შემოიღო სამი არაოფიციალური კრიტერიუმი: რამდენად არის განვითარებული ქვეყანაში ფილოსოფია, სპორტი და ასტრონომია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევგენი ხარაძეს, როგორც ქართული ასტრონომიის მამამთავარს, დიდი წვლილი
მიუძღვის საქართველოს კულტურული დონის ამაღლებაში იუნესკოს კრიტერიუმების თვალსაზრისითაც.
ევგენი ხარაძე, უნივერსიტეტის რექტორობისა, თუ აკადემიის პრეზიდენტობის დროს თანაბრად ზრუნავდა როგორც ზუსტი მეცნიერებების, ისე ეროვნული მეცნიერებების დარგების განვითარებისთვის
1959-1965 წლებში, ევგენი ხარაძის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის პერიოდში, უნივერსიტეტში შექმნა მრავალი პრობლემური და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომლებით შემდგომში სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებად გარდაიქმნა. მაგალითად, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი. ამასთან, იგი ბევრ დროს უთმობდა ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითერებას. მის დროს აღდგა ფილოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტები.
ევგენი ხარაძემ მთელი თავისი დაუშრეტელი ენერგია წარმართა სწავლების დონის გაუმჯობესებისა და საუნივერსიტეტო მეცნიერების წინსვლისაკენ.
მისი აკადემიაში ჯერ აკადემიის ვიცე-პრეზიდეტობის (1972-1977 წწ.), ხოლო შემდეგ პრეზიდენტობის (1978-1986 წწ.) პერიოდში, აკადემიაში აქტიურად ვითარდებოდა ახალი მიმართულებები როგორც საბუნებუსმეტყველო, ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
ევგენი ხარაძემ დიდ ამაგი დასდო ფოლოლოგიურ მეცნიერებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტესის რექტორად და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში.
1960-იან წლებში მისი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით უნივერსიტეტში შეიქმნა ქართული კულტურის მძლავრი კერა – ვაჟა-ფშაველას კაბინეტი, შეიქმნა ვაჟას ლექსიკოს სრული კართოტეკა, აუცილებელი ლიტარატურისა და საარქივო მასალების ბიბლიოთეკა, ზედიზედ გამოიცა ვაჟას შემოქმედებისადმი მიძღვნილი ლიტერატურათმცოდნეობითი თუ ტექსტოლოგიურო არაერთი კრებული.
იმავე წლებში მისივე ხელშეწყობით ახალი ქართული ენის კათედრაზე დაარსდა ტოპონომიკური საზოგადოება – რომელიც დღეს ონომატიკური კვლევის ცენტრს წარმოადგენს.
მოგვიანებით, უკვე პრეზიდენტობის პერიოდში, ევგენი ხარაძე ყოველმხრივ უწყობდა ხელს ფილოლოგიის მეცნიერების სფეროში აქტუალური ამოცანების გადაჭრას. იგი ამ პერიოდში აკადემიის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს თავმჯდომარეც იყო.
სრულიად განსაკუთრებულია ბატონი ევგენის ინტერესი ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის საკითხებისადმი. ენათმცოდნეობის ინსტიტუტის ქართული მეტყველიბის კულტურის განყოფილებას მუდამ სასიამოვნო მოგონებად დაურჩება მისი ერთი ბარათი გულის ამაჩუყებლად მოკრძალებული შენიშვნებითა და სურვილებით. აქვე იყო მასალა, რომელიც მისი აზრით, უნდა შესულიყო ლექსიკონის ახალ გამოცემაში. აი ამონაწერი ამ ბარათიდან (25.04.1994):
“დიდად პატივისცემულო ქალბატონო შუქია!
მე ხშირი მომხმარებელი ვარ “ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონისა.” საერთოდ, ძვირფასი წიგნია. ძვირფასია ჩემთვისაც: ჯერ ერთი, ხშირად მივმართავ კონსულტაციისათვის; მეორეც – როცა ხელთ ვიღებ, ყოველთვის თვალში მხვდება პატივცემული ბატონი ივანეს ხელით ფაქიზად წაწერილი წიგნის ჩემთვის ბოძება, რაც მსიამოვნებს; და ბოლოს – ყოველთვის სიამოვნების მომგვრელია წიგნის ორივე ავტორის – წმინდა ქართველი პატრიოტების – ყოველი, თუნდაც წამიერი გახსენება.
როგორც შემთხვევით გავიგე, მზადდება წიგნის მეორე გამოცემა. მსურს ნება მივცე თავს, ფრთხილი მოკრძალებით შემოგთავაზოთ ორიოდე შენიშვნა თუ შეკითხვა ზოგი სიტყვის თაობაზე. ეგებ გამოგადგეთ წიგნის მეორე გამოცემისათვის (მე მაინც მწამს, რომ არცთუ ძალიან გვიან დაიწყება ყველაფერ სხვასთნ ერთად პოლიგრაფიის აღორძინება). წინასწარ ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ ჩემს შენიშვნებში თუ შეკითხვებში ზოგი ისეთიც აღმოჩნდება, ალბათ გულუბრყვილობას ან უვიცობას რომ
მიეწერება. ქვემოთ ჩამოწერილია ის სიტყვები, რომლებიც, ჩემი აზრით, აკლია ლექსიკონს, ან ალტერნატივით იხმარება.”
ამავე ხანებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ “მოამბეში” მისი ინიციატივით შემუშავდა ქართული საკუთარ სახელთა ინგლისური ტრანსლიტერაციის ერთიანი სისტემა.
აკადემიის პრეზიდენტს უყურადღებოდ არც უცხოური ქართველოლოგია დარჩენია. იგი უტყუარი ალღოთი გრძნობდა, ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო ჭეშმარითად პერსპექტიული მკვლევარი ქართული ენისა და კულტურისა და ძალღონეს არ იშურებდა ასეთ პირთა დასახმარებლად. უკვალოდ არ ჩაუვლია მის მიერ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ჩუქებას იმხანად დამწყები ქართველოლოგისათვიც (და უკვე სახელმოხვეჭილი რუსისტისათვის), ამჟამად ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის – დონალდ რეიფილდისათვის, რომელმაც დაწერა 444-გვერდიანი “ქართული ლიტერატურის ისტორია” (V ს-დან დღემდე), რომელის ინგლისში (ოქსფორდსა და ლონდონში) ორჯერ გამოიცა. რეიფელდი სათავეში ჩაუდგა ერთობლივ სამუშაოს ქართველ კოლეგებთან ერთად, დიდ ქართულ-ინგლისურ ლექსიკონზე, რომლის პროექტი ჩანასახოვანი ვარიანტის სახით ჯერ კიდევ მეოთხედი საუკუნის წინ ედო პრეზიდენტ ევგენი ხარაძეს სამუშაო მაგიდაზე.
პრეზიდენტად ყოფნისას ევგენი ხარაძე აკადემიის სვანეთის კომპლექსური შესწავლის კომისიის, ხოლო 1983 წლიდან საქართველოს მთიანეთის კომისიის თავმჯდომარე ბრძანდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ყველა სხვა საქმეში, აქაც არ ყოფილა ნომინალური თავმჯდომარე და მთელი მისი უშრეტი ენერგიით მონაწილეობდა ამ კომიისიის ამოცანების გადაჭრაში. იგი თავისი დიდი ავტორიტეტისა და დიპლომატიის წყალობით, ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე ახერხებდა გადაეწყვიტა ფინანსური და ორგანიზაციული საკითხები. ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად უამრავი სხვა საქმისა, არაერთხალ ავიდა და გაეცნო სვანთში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე. ზრუნავდა მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მოვლასა და “სვანური წერილობითი ძეგლების” ორი ტომის გამოცემაში დახმარებისათვის.
ყოველივე ზემოთ მოთხრობილი მხოლოდ მცირე ნაწილია მისი მრავალმხრივი ინტერესებისა და მოღვაწეობისა რექტორობისა და პრეზიდენტობის პერიოდში.
არ შეიძლება არ ითქვას, რომ არა მისი განსაცვიფრებელი შრომისუნარიანობა, ერთი პრობლემიდან მეორეზე სწრაფი გადართვის უნარი, იმ უკიდერესად დაძაბული სამუშაო გრაფიკისა და სამუშაოთა დიდი მოცულობის ასეთ დონეზე მორევა ერთი ადამიანისათვის ძნელად წარმოსადგენია. მიუხედავად ამისა, ევგენი ხარაძეს არასოდეს მოუკლია ყურადღება მისი პირმშოსათვის, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიისათვის. იგი თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ობსერვატორიაში ატარებდა დაძაბულ მუშაობაში. ობსერვატორიის თანამშრომლებს კარგად ახსოვთ თბილისი-აბასთუმნის გზაზე მგზავრობისას სულ ქაღალდებში თავჩარგული ბატონი ევგენი.
თანამშრომლებს მრავალ სიტუაციაში ახსოვთ ბატონი ევგენი – აბასთუმანში, პატარა ბაღში ბარით მომუშავე, იქვე კონფერენც-დარბაზში სამეცნიერო საბჭოს წარმმართველი, თბილისში დიდი მასშტაბის ევროპული კონფერენციის ხელძღვანელი, სტუდენტების და ასპირანტების გამოცდების ჩამტარებელი, მეცნიერთა მეგობრული სუფრის თამადა, ხანგრძლივ ბუნებრივ საუბარშიც ტერენტი გრანელზე, გალაქტიონ ტაბიძეზე, მანქანაში თბილისიდან აბასთუმნამდე ან აკადენიიდან უნივერსიტეტამდე მნიშვნელოვან ქაღალდებზე მომუშავე, ბავშვების წინაშე მოხსენებით გამომსვლელი თუ ობსერვატორიის ერთგული დარაჯის – “მურიასთან” მოალერსე… და ყველა სიტუაციაში უგრძვნიათ უდიდესი გაწონასწორებულობა, სულიერი ძალა, მრავალმხრივი ინტერესი, არასტანდარტულობა, საქმის სიყვარული, კეთილშობილება, მოვლენებში ღრმად ჩაწვდომის უდიდესი სიწრაფე, საკითხთა შორის უმთავრესის გამორჩევის უნარი, და კიდევ, უბრალოება. შეიძლება აღელვებული და განაწყენებულიც ყოფილიყო როდესმე,
მაგრამ მისი მეხსიერება არ ინახავდა წვრილმანებს, კერძო ინტერესებამდე არ დადიოდა, ყოველთვის ინარჩუნებდა ობიექტურობასა და კეთილგანწყობას.
თუმცა გარეგნულად ბატონი ევგენი მკაცრი და თავშეკავებული ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენდა, სინამდვილეში ის ძალიან ყურადღებიანი და მგრძნიბიარე პიროვნება იყო. ის ყოველთვის დიდ მზრუნველობას იჩენდა ობსერვატორიის, თუ სხვა მასთან მომუშავე ადამიანების მიმართ. იგი არა ერთ ადანიანს დახმარებია არ მხოლოდ სამეცნიერო, არამედ საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში.
მხოლოდ დიდი შინაგანი კულტურის მქონე ადამიანს შეუძლია, მიუხედავად დიდი თანამდებობებისა, რომელიც მას ეკავა, შეენარჩუნებინა ასეთი თავმდაბლობა, უბრალოება, რომ ირგვლივ მყოფთათვის ადვილი და სასიამოვნო ყოფილიყო მასთან ურთიერთობა და თან მოეხერხებინა გარკვეული, აუცილებელი დისტანციის დაცვა, ყოფილიყო მკაცრი, როცა საჭირო იყო და ამავდროულად ძალიან თბილი და ტაქტიანი.
მის გვერდით ბევრს სწავლობდი ადამიანი. მასთან ურთიერთობა ერთდროულად რთულიც იყო და ადვილიც. თვითონ ყველაფერში პუნქტუალური და ფაქიზი იყო და სხვებისგანაც ამასვე მოითხოვდა. მიუხედავად მისი მოუცლელობისა, ყოველთვის იმდენ დროს უთმობდა ყველას, რამდენიც საქმისთვის იყო საჭირო. როცა იგი ასეთი უზადო, მდიდარი ქართულით ლაპარაკობდა, მასთან მოსაუბრე ვერ მისცემდი თავს უფლებას მისი თანდასწრებით მაინც, თუნდაც ცოტა არ ეფიქრა საკუთარ მეტყველებაზე. როცა ნაწერი მიჰქონდა, არაერთხელ კითხულობდნენ ყურადღებით, რადგან ბატონი ევგენის თვალს არცერთი შეცდომა არ გამოეპარებოდა და მას ხელნაწერზე მხოლოდ ერთი დახედვა სჭირდებოდა. სამეცნიერო ლიტერატურას ყოველთვის თვალყურს ადევნებდა და ინიშნავდა, ვისთვის რომელი სტატია იქნებოდა საინტერესო და შემდეგ აუცილებლად ჰკითხავდა თანამშრომელს გაეცნო თუ არა და მიუთითებდა, რომელ ჟურნალში იყო გამოქვეყნებული. ეს ყველას აიძულებდა ლიტერატურისათვის ედევნებინათ თვალი. კონფერენციებიდან დაბრუნებული ადამიანებისაგან მოითხოვდა (და ეს წესად იყო შემოღებული), რომ ანგარიშში კონფერენციაზე მოსმენილ, არამარტო მისთვის საინტერესო მოხსენებებზე ესაუბრა, არამედ სხვა მოხსენებებიც მიმოეხილათ, რომ ობსერვატორიის თანამშრომლებისთვის სიახლეები დროულად ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ეს თანამშრომლებს ერთმანეთის საქმის კურსში ყოფნას და ერთმანეთზე ზრუნვას აჩვევდა. თვითონ ხომ ყველას სამუშაოს შესახებ ყველაფერი ზედმიწევნით იცოდა.
მისი სამსახურებრივ საფეხურებზე აღმასვლა შემდეგნაირად მიმდინარეობდა: 1950 წელს ბატონი ევგენი ხდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 1955 წელს იგი უკვე ამ აკადემიის ნამდვილი წევრია, 1979 წელს მას ირჩევენ საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1984 წელს კი _ საკავშირო აკადემიკოსად. 1959_1965 წლებში ბატონი ევგენი იყო ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, 1972_1980 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, ხოლო შემდეგ, 1986 წლამდე _ მისი პრეზიდენტი.
ამ პერიოდს მიეკუთვნება ქართული მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენლის, აკადემიკოს ილია ვეკუას გამონათქვამი: “ევგენი ხარაძის სახით ჩვენ @გვყავს დიდი ტალანტის მეცნიერი, რომელიც დაჯილდოებულია არაჩვეულებრივი შრომისუნარიანობით, რომელმაც თავისი მრავალფეროვანი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დააჩნია ჩვენი მეცნიერებისა და ეროვნული კულტურის განვითარების მრავალ დარგს… სასიხარულოა, რომ დღესაც ევგენი ხარაძეს აქტიური მეცნიერული შემოქმედებისა და საორგანიზაციო მუშაობის უნარი მთლიანად აქვს შენარჩუნებული და წარმატებით ეწევა მოღვაწეობას ფართო ფრონტით”.
ეს სიტყვები დაწერილი იყო 1977 წელს, ბატონი ევგენის 70 წლის იუბილეზე, მაგრამ სამართლიანი დარჩა მისი სიცოცხლის დასასრულამდე.
1947-1982 წლებში ბატონი ევგენი 30-ჯერ არის ნამყოფი საზღვარგარეთ. ევგენი ხარაძე იყო მრავალი საზოგადოების და ორგანიზაციის წევრი ან თავმჯდომარე. ერთი მათგანი აუცილებლად უნდა აღინიშნოს. 1976-1982 წლებში ბატონი ევგენი იყო საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ვიცე- პრეზიდენტი. 1987 წელს მას ამ ორგანიზაციის პრეზიდენტობაც შესთავაზეს. ეს თანამდებობა მოითხოვდა ბევრ დროს და ენერგიას, რაც ბ-ნი ევგენის აზრით, ობსერვატორიის ინტერესების საზიანო იქნებოდა. ამიტომ მან ასაკი მოიმიზეზა და უარი თქვა ამ ფრიად საპატიო თანამდებობაზე.
ყველა ჩამოთვლილ თანამდებობას თუ ტიტულს ევგენი ხარაძე დროებითად და წარმავლად თვლიდა. მისთვის ყოველთვის უპირატესი ობსერვატორიაზე ზრუნვა იყო. იგი ბოლო დღეებამდე აქტიურად მონაწილეობდა ობსერვატორიის ცხოვრებაში.
2001 წლის ზაფხულს, გარდაცვალებამდე რამოდენიმე თვით ადრე, ბატონმა ევგენი ისევ ობსერვატორიის ბიულეტენის ახალი ნომრის გამოცემაზე ფიქრობდა. ნომრისათვის მასალების მოგროვება კი მოასწრო, მაგრამ მისი გამოცემა _ ვეღარ. შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანს არასოდეს უავადმყოფია. ალბათ ავადმოფობისათვის არ ეცალა და იმიტომ. 2001 წლის ოქტომბრის დასაწყისში იგი შეუძლოდ შეიქმნა და 10 ოქტომბერს დაასრულა თავისი განსაკუთრებული თავმდაბლობითა და გარშემომყფთათვის ზრუნვით გამორჩეული ამქვეყნიური გზა, რომელიც რამოდენიმე ადამიანს ეყოფოდა საამაყოდ.
ასტრონომიული სამყაროსათვის მის ძეგლად დარჩა მის მიერ დაარსებული და შექმნილი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია და მცირე პლანეტა # 2147, რომელიც 1976 წელს აღმოაჩინა მისმა მოსწავლემ და დიდმა მეგობარმა, დანიელმა ასტრონომმა, საქართველოს საპატიო მოქალაქემ, რიჰარდ ვესტმა და მის პატივსაცემად უწოდა სახელი “ხარაძე”.
გადმოტვირთეთ ევგენი ხარაძის მოგონებების წიგნი
ე ხარაძის შრომები
1. Е. Харадзе, “Заметка о двух переменных звездах”. -Переменные звезды. № 4, с/139, 1933.
2. Е. Харадзе, “Variable Star Notes (XZ Draconis. 18.1930 Herculis)”.- Переменные звезды. № 4, с.139, 1933.
3. Е. Харадзе, Об организации и задачах астрофизической обсерватории в Абастумани.- Мироведение., №2, с.72-74, 1933.
4. Е. Харадзе, “ZX Draconis”.- Бюл.Астрон.обс.Ленинг.гос. ун-та., №2,с.8, 1933.
5. Е. Харадзе, “18.1930 Herculis”- Бюл.Астрон.обс.Ленинг.гос. ун-та., №2,с.8, 1933.
6. Е. Харадзе, К геофизической характеристике Абастуманию- Бюл.астрон.ин-та., № 38,с.355-360, 1935.
7. Е. Харадзе, К характеристике некоторых горных районах Грузии с точки зрения их пригодности для постройки горной обсерватории.- Бюл.астрон.ин-та., №38,с.313-318, 1935.
8. Е. Харадзе, Качество изображений звезд в абастумани по наблюдениям 132 года (материалы к характеристике астрономических условий атмосферного режима абастуманского района.- Бюл.астрон.ин-та., №38,с.349-355, 1935.
9. Е. Харадзе, О результатах экспедиции 1934 г. В горные районы Грузии по подысканию места для горной астрономической обсерватории. – Бюл.астрон.ин-та., №38,с.318-332, 1935.
Соавтор В.Б.Никонов.
10. Е. Харадзе, Отчет о деятельности Абастуманской горной астрофизической обсерватории Тбилисского Государственного Университета за 1934 г.-астрон.журнал. т.12, №3, с.302-306, 1935.
11. Zur frage moglicher Variationen der Profile der Wasserstofflinien des Sonnenspectrums in Abhangigkeit von der Schwankungen der ultravioletten Strahlung der Sonne.- Zeitschrift fur Astrophysik (Berlin)., Bl.10, №5, s.339-343, 1935.
12. Kharadze, E. K. – Mze -T’bilisi : SSRK mec’nierebat’a akademiis Sak’. p’ilialis gamomc’emloba, 1940.
13. Е. Харадзе, Р. Бартая – Об исследовании спектральных характеристик звезд в области диффузных эмиссионных туманностей и звездных скоплении –Сообщ,АН Груз.ССР, т.21, № 1, 7 ст. 1958.
14. Е. Харадзе, Р. Бартая – Спектральная классификация звезд в нескольких участках созвездий Стрельца, Лебедя и Цефея и вокруг скоплений Tr 1 и NGC 6913 – Астрон.ц.. 192, 2 ст. 1958.
15. Е. Харадзе, Р. Бартая – О среднем расстоянии между соседними звездами в цепочках состоящих из ярких звезд – Астрон.ц.. 194, 2 ст. 1958.
16. Kharadze, E. K. – The Abastumani Astrophysical Observatory. Moscow,1958.
17. Е. Харадзе, Р. Бартая – О двумерной спектральной классификации звезд с применением предобъективной призмы – Бюлл. Абастум. астрофиз.обс., 25, 15 ст. 1960.
18. Р. Бартая, Е. Харадзе,– Результаты спектрального исследования звезд в трех участках Млечного Пути – Бюлл. Абастум. астрофиз.обс., 25, 9 ст. 1960.
19. Е. Харадзе, Р. Бартая – Спектры звезд вокруг NGC 6604, NGC 6913 и Tr 1 – Бюлл. Абастум. астрофиз.обс., 26, 14 ст. 1961.
20. Р. Бартая, Е. Харадзе,– Спектры звезд в четырех участках диффузных эмиссионных туманностей – Бюлл. Абастум. астрофиз.обс., № 28,42 ст. 1962.
21. Е. Харадзе, Р. Бартая –Спектрофотометрические исследование RW возничего – Бюлл. Абастум. астрофиз.обс., 30,18 ст. 1964.
22. Kharadze, E. K.; Bartaya, R. A. – An investigation of the spectrum of RW Aur astrophysics, Volume 1, Issue 4, pp.215-220, 1965.
23. Р. Бартая, Е. Харадзе,– Звезды О-В8 в области ассоцияций Cfs III, Cas IV и Cas VII – Бюлл. Абастум. астрофиз.обс., 35, 4 ст. 1966.
24. Р. Бартая, Е. Харадзе,– Cпектры и светимости звезд в области О-ассоциации Vnl I – Бюлл. Абастум. астрофиз.обс., 35, 14 ст. 1966.
25. E.K.Kharadze, R.A.Bartaya – Some Problems of Objective Prism Spectra Classification – Proceedings of IAU Symposium, 24, 5 p. 1966.
26. E.K.Kharadze, R.A.Bartaya – On the Specrophotometry of RW Aur – Transaction of IAU XIII B, 1966.
27.Magalashvili, N. L.; Kharadze, E. K., Periodicity of the Light Variation of P Cygni, Information Bulletin on Variable Stars, No. 210, #1, 1967.
28. Р. Бартая, Е. Харадзе,– Каталог спектральных классов и светимостей звезд в О-ассоциации Cass III, Cass IV, Cass VIII – Бюлл. Абастум. астрофиз.обс., 38, 17 ст. 1969.
29. Р. Бартая, Е. Харадзе,– Cпектральные классы и светимости звезд в О-ассоциации Cam I – 1969, Бюлл. Абастум. астрофиз.обс., 38, 6 ст. 1969.
30. Б.А.Воронцов-Велиаминов, Е. Харадзе, Р. Бартая, Е.Б. Костякова и др. – Абсолютные интенсивности эмиссионных линий слабых планетарных туманностей видимых в направлении галактического центра –Астрон.ц., 564, 2 ст. 1970.
31. Р. Бартая, Е. Харадзе,– 97 новых пекулярных звезд – 1970, Астрон.ц., 583, 5 ст.
32. Kharadze, E. K.; Bolkvadze, N. I., Bibliography of the astronomical scientific, educational, reference and popular science literature (1960 – 1969). Abastumanskaya Astrofiz. Obs. Byull., No. 40, p. 221 – 296, 1971.
33. Kharadze, E. K., The Supernova Service of the Abastumani Astrophysical Observatory, Information Bulletin on Variable Stars, No. 537, #1, 1971.
34. E.K.Kharadze, R.A.Bartaya – A Spectrophotometric Survey of SS Cygni and RW Aurigae –Vistas in Astronomi, 13, 7 p., 1971.
35. Kharadze, E. K., Proceedings of the International Symposium on “Optical properties of the upper atmosphere and the circumterrestrial cosmic space”. Tiflis, 1969, October 2 – 6, Abastumanskaya Astrofiz. Obs. Byull., No. 41, 143 p., 1972.
36. Krasovskij, V. I.; Kharadze, E. K., Reports presented at the Colloquium on aurorae and airglow. Abastumani, June 9 – 10, 1970., Abastumanskaya Astrofiz. Obs. Byull., No. 42, p. 1 – 118, 1972.
37. E.K.Kharadze, R.A.Bartaya – The Peculiar Stars and Spectral Classification – 1973, Proceeding of IAU Symposium, 50, 4p.
38. Kharadze, E. K., IIIrd European astronomical conference., Priroda, No. 10, p. 113 – 115, 1975.
39. Jaschek, C.; Bidelman, W. P.; Kharadze, E. K.; Hauck, B.; Straizys, V., Spectral classifications and multi-band colour indices (Commissions des classifications spectrales et indices de couleur à plusieurs bandes)., Trans. Int. Astron. Union (Reports on Astronomy), Vol. 16A, Part 2, p. 229 – 240, 1976.
40. Kharadze, E. K., Stars and galaxies from observational points of view; Proceedings of the Third European Astronomical Meeting, Tiflis, Georgian SSR, July 1-5, 1975, Meeting sponsored by the International Astronomical Union and Akademiia Nauk SSSR Tiflis, Izdatel’stvo Metsniereba, 535 p. 1976.
41. E.K.Kharadze, R.A.Bartaya – Some Results of Two-dimensional MK Classification of Stars – 1976,Proceeding III EAM, 6 p.
42.Mikhajlov, A. A.; Ambartsumyan, V. A.; Zel’dovich, Ya. B.; Tsesevich, V. P.; Batrakov, Yu. V.; Severnyj, A. B.; Zverev, M. S.; Kharadze, E. K.; Sobolev, V. V.; Vasyuk, G. A., Our interviews., Zemlya Vselennaya, No. 2, p. 2 – 10, 1976.
43. Kharadze, E. K.; Bartaia, R. A., On the space distribution of Ap, AM stars, Astronomische Nachrichten, vol. 298, no. 2, 1977, p. 111-115.
44. Р. Бартая, Е. Харадзе,– О функции светимости звезд – 1977, Астрофизика, 13, 8 ст.
45. Kharadze, E. K.; Bartaya, R. A.; Vorontsov-Vel’Yaminov, B. A.; Kostyakova, E. B.; Dokuchaeva, O. D.; Arkhipova, V. P., New absolute intensities of the emission lines of 15 planetary nebulae seen in the direction of the galactic centre., Astronomicheskii Tsirkulyar, No. 947, p. 4 – 6, 1977.
46. Kharadze, E. K., On the work of the XVIth General Assembly of the International Astronomical Union., Proceedings of the First school of young astronomers of multilateral cooperation of the Academies of Sciences of the Socialist countries on the problem of physics and evolution of stars, p. 12 – 33, 1977.
47. E.K.Kharadze, R.A.Bartaya – Some Results of Classification of Stars in Kaptein Areas Applied to Galactic Structure in NGP – 1977, Highlights of Astronomy 16th Gen.Assem. IAU, 4, 2 p.
48. Kharadze, E. K., Abastumani Astrophysical Observatory of the Academy of Sciences of the Georgian SSR., Zemlya Vselennaya, No. 6, p. 60 – 61, 1977.
49. Ergma, E.; Dzhapiashvili, V. P.; Kharadze, E. K., Publications of the second Soviet-Finnish symposium in Abastumani. 4 – 9 September 1977, Nauchnye Informatsii, Ser. Astrofiz., Vyp. No. 45, 215 p., 1978.
50. Е. Харадзе, Р. Бартая , О.Б.Длужневская, и др., – Определение пространственных характеристик различных груп звезд диаграммы Гершпрунга-Ресселя – 1978, Астрон.Ж., 64, вып.4, 12 ст.
51. Kharadze, E. K., Contributions and prospects for spectral classification of stars with objective prism techniques, International Astronomical Union, Colloquium on Spectral Classification of the Future, Vatican City, July 11-15, 1978. Ricerche Astronomiche (IAU Colloquium 47), vol. 9, 1979, p. 127-134; Discussion, p. 135, 136. 1979.
52. Kharadze, E. K.; Aksenov, E. P.; Kimeridze, G. N., Supernova in NGC 4647, IAU Circ., No. 3322, #1 (1979).
53. Kharadze, E. K.; Voroshilov, V. I., Proceedings of the conference “Spiral structure of the Galaxy”, Kiev, 21 – 23 November 1977., Abastumanskaya Astrofiz. Obs. Byull., No. 52, 120 p., 1980.
54. Kharadze, E. K., Abastumani Astrophysical Observatory of the Academy of Sciences of the Georgian SSR: mass spectral classification of stars, Zemlya Vselennaya, No. 1, p. 55 – 56, 1981.
55. Kharadze, E. K., B. V. Numerov and the development of astronomy in Georgia., Zemlya Vselennaya, No. 3, p. 53 – 54, 1981.
56. Kharadze, E. K., Some comments on the Spectral Classification Catalogue by W. Buscombe, Bulletin d’Information du Centre de Donnees Stellaires, Vol. 23, p.78, 1982.
57. Kharadze, E. K.; Bhattacharyya, J. C.; Xanthakis, J.; Goudas, C. L.; Blaauw, A.; Smith, H. G.Kharadze, E. K., Tribute to the memory of Professor M. K. V. Bappu (August 10, 1927 – August 19, 1982), given at the XVIIIth General Assembly of the IAU, Trans. Int. Astron. Union (Reports on Astronomy), Vol. 18B, p. 1 – 6, 1983.
58. Kharadze, E. K.; Cherepashchuk, A. M.; Kumsiashvili, M. I., “Proceedings of the meeting of the Subcommission No. 5 “Binary stars” of the Problem Commission of the Multilateral Cooperation of the Academies of Sciences of Socialist Countries on the problem “Physics and evolution of stars”, dedicated to close binary stars and their evolution, held in Tbilisi, 20 – 25 August 1984., .. E. K. Kharadze, A. M. Cherepashchuk, M. I. Kumsiashvili (Editors), with an opening address by E. K.
Kharadze.Abastumanskaya Astrofiz.
Obs., Byull., No. 58, 460 pp. (1985). In Russian and English.
59. Kharadze, E. K., Academies of Sciences of Socialist Countries, Problem Commission of Multilateral Cooperation, Conference on the Problems of ‘The Physics and Evolution of Stars’, Tbilisi, Georgian SSR, August 20-25, 1984, Proceedings, Abastumanskaia Astrofizicheskaia Observatoriia, Biulleten’, no. 58, 460 p., 1985.
60. Kharadze, E. K., International Colloquium on Star Catalogs: Compilation of Data, Analysis, Scientific Results, Tbilisi, Georgian SSR, September 10-15, 1984, Proceedings, Abastumanskaia Astrofizicheskaia Observatoriia, Biulleten’, no. 59, 260 p., 1985.
61. Kharadze, E. K.; Bartaia, R. A.; Pavlovskaia, E. D.; Vereshchagin, S. V.; Dluzhnevskaia, O. B., Some results of statistical processing of data from the Abastumani catalog of stellar spectral classes and luminosities, Abastum.Astrophys. obs.Bull, no. 59, p. 91-102; 1985.
62. Guliaev, R. A.; Kulidzhanishvili, V. I.; Kharadze, E. K., All-Union Scientific School of Solar Physics, Abastumani, Georgian SSR, October 15-20, 1984, Proceedings, Abastum.Astrophys. obs.Bull, no. 60, 284 p,1985.
63. Kharadze, E. K.; Kogoshvili, N. G., Proceedings of the International Colloquium “Stellar catalogues: datacompilation, analysis, scientific results” held in Tbilisi, USSR, 10 – 15 September 1984, “Proceedings of the International Colloquium “Stellar catalogues: datacompilation, analysis, scientific results” held in Tbilisi, USSR, 10 – 15 September 1984.. E. K. Kharadze, N. G. Kogoshvili (Editors), with an opening address by E. K. Kharadze. Abastum.Astrophys. obs.Bull., No. 59, 260 pp., 1985.
64. Kharadze, E. K.; Cherepashchuk, A. M.; Kumsiashvili, M. I., Proceedings of the meeting of the Subcommission No. 5 “Binary stars” of the Problem Commission of the Multilateral Cooperation of the Academies of Sciences of Socialist Countries on the problem “Physics and evolution of stars”, dedicated to close binary stars and their evolution, held in Tbilisi, 20 – 25 August 1984, “Proceedings of the meeting of the Subcommission No. 5 “Binary stars” of the Problem Commission of the Multilateral Cooperation of the Academies of Sciences of Socialist Countries on the problem “Physics and evolution of stars”, dedicated to close binary stars and their evolution, held in Tbilisi, 20 – 25 August 1984.. E. K. Kharadze, A. M. Cherepashchuk, M. I. Kumsiashvili (Editors), with an opening address by E. K. Kharadze. Abastum.Astrophys. obs.Bull., No. 58, 460 pp. 1985.
65. Kharadze, E. K.; Gulyaev, R. A.; Kulidzhanishvili, V. I., Proceedings of the Scientific School on Solar Physics dedicated to the memory of G. M. Nikolsky, held in Abastumani, 15 – 20 October 1984., Proceedings of the Scientific School on Solar Physics dedicated to the memory of G. M. Nikolsky, held in Abastumani, 15 – 20 October 1984.. E. K. Kharadze, R. A. Gulyaev, V. I. Kulidzhanishvili (Editors), withan opening address by E. K. Kharadze. . Abastum.Astrophys. obs.Bull., No. 60, 282 pp., 1985.
66. Kharadze, E. K.; Bartaya, R. A, Book-Review – the Mk-Process and Stellar Classification, Astrofizika, Vol. 25, Issue 3, p. 605, 1986.
67. Е. Харадзе, Р. Бартая – Источник астрофизической информации – спектральная классификация звезд –Межд. ежегодник «Наука и человечество», 20 ст. 1986.
68. Е. Харадзе, Р. Бартая – О чем еще расскажут звездные спектры! –Межд. ежегодник «Будущее науки», 10 ст. 1986.
69. Е. Харадзе, Р. Бартая – МК-процесс и звездная классификация –Астрофизика, 24,вып.2, 6 ст. 1986.
70. Kharadze, E. K.; Dadiani, L. A.; Skhirtladze, L. V., Bibliography of astronomical literature (1970 – 1979), Bibliography of astronomical literature (1970 – 1979).. Compiled by E. K. Kharadze, L. A. Dadiani, L. V. Skhirtladze. Abastum.Astrophys. obs.Bull., No. 62, p. 163 – 248, 1987.
71.Mirzoyan, L. V.; Kharadze, E. K., Bagrat Konstantinovich Ioannisiani (1911 – 1985), Zemlya Vselennaya, No. 4, p. 35 – 40, 1987.
72. Kharadze, E. K.; Bartaia, R. A.; Vereshchagin, S. V.; Dluzhnevskaia, O. B.; Pavlovskaia, E. D.- The determination of the spatial characteristics of different stellar groups in the Hertzsprung-Russell diagram, – Astronomicheskii Zhurnal, vol. 64, July-Aug., p. 696-707, 1987.
73. E.K.Kharadze, R.A.Bartaya – A New Word on Spectral Classification of Stars – Astrophys. and Space Science, 137, 6 p., 1987.
74. Kharadze, E. K.; Bartaia, R. A.; Vereshchagin, S. V.; Dluzhnevskaia, O. B.; Pavlovskaia, E. D. – The determination of the spatial characteristics of different stellar groups in the Hertzsprung-Russell diagram – SOVIET ASTR.(TR: A. ZHURN.) V.31, NO. 4/JUL, P.364, 1987.
75. Kharadze, E, K., Biulleten’. 63 gora Kanobili, “T’bilisi : “Mec’niereba”, 1988.”
76. Kharadze, E. K.; Fishkova, L. M., Concerning one of the sensitive techniques for investigating solar-terrestrial relationships, Akademiia Nauk SSSR, Vestnik , no. 12, p. 53-58, 1988.
77. Kharadze, E. K.; Bartaia, R. A.; Dluzhnevskaia, O. B.; Piskunov, A. E.; Pavlovskaia, E. D., Population of the galactic disc in the solar neighbourhood. I – Parameters of spatial distribution for stellar groups of A-K spectral and III-V luminosity classes, Astrophysics and Space Science , vol. 151, No. 2, Jan. p. 319-334, 1989.
78. Kharadze, E. K.; Pskovsky, Yu. P.; Kimeridze, G. N.; Turatto, M.; Cappellaro, E.; La Franca, F.; Filippenko, A. V.; Dey, A., Supernova 1989M in NGC 4579, IAU Circ., No. 4802, No.1,1989.
79. Kharadze, E. K., Do not admit merging of courses of physics and astronomy, Zemlya Vselennaya, No. 4, p. 55 – 56, 1989.
80. Kharadze, E. K.; Kakhidze, G. P., Investigation of X-ray sources in the 20-600 keV energy range by means of the Cosmos-1106 spectrometers, Abastum.Astrophys. obs.Bull., no. 68, p. 69-78, 1990.
81. Kharadze, E. K.; Chargeishvili, K. B., 558 peculiar stars discovered at Abastumani, Astronomical Journal , vol. 99, Jan. p. 379-395. 1990.
82. Kharadze, E. K.; Chargeishvili, K. B., Book Review: The classification of stars (Book Authors:Jaschek, C.; Jaschek, M.;). Astrophysics and space science, vol. 164, p. 333,1990 .
83. Brodskaya, Eh. S.; Hagen-Thorn, V. A.; Gerasimovich, T. B.; Gopasyuk, V. N.; Gordon, I. M.; Grushinskij, N. P.; Dobronravin, P. P.; Ios’ko, E. I.; Ios’ko, I. G.; Kalinenkov, N. D.;Kalinenkov, N. D.; Kostyakova, E. B.;Masevich, A. G.; Mitropol’Skaya, O. N.; Nikonov, V. B.; Pikel’Ner, S. B.; Popova, M. B.;Prokof’ev, V. K.; Pronik, I. I.; Severnyj, A. B.; Sobolev, V. V.; Kharadze, E. K.; Khimiya, N. E.;Khokhlova, V. L.; Shcheglov, P. V.; Shajn, A. Ya.; Shklovskij, I. S., Memoirs about G. A. and P. F. Shain. Izv. Krym. Astrofiz. Obs., Vol. 90, p. 110 – 161, 1998.
84. Kharadze, E. K., Edith Müller in Abastumani, Remembering Edith Alice Mueller. Edited by I. Appenzeller, Y. Chmielewski, J.-C. Pecker, R. de la Reza, G. Tammann, and P. Wayman. Publisher: Dordrecht Kluwer Academic Publishers, Astrophysics and Space Science Library, Vol. 222, p.131 ,1998.
85. R.A.Bartaya, E.K.Kharadze – The Catalogue of Spectral and luminosity classes of 6042 stars in Kapteyn Arears Nos. 44-67 – Abastum.Astrophys. obs.Bull. 72, 3-271, 1992.
86. E.K.Kharadze, R.A.Bartaya – Spectral Classification of 1236 Stars of McCormick Proper Motion fields (Spectral Types and Luminosity Classes) – Abastum.Astrophys. obs.Bull. 72, 271-294, 1992.
87. K.B. Chargeishvili, R.A. Bartaya, E.K. Kharadze, The Catalogue of Spectral end Luminosity class of 4925 Stars in Kapteyn Areas Nos.68-91.- Abastum.Astrophys. obs.Bull. 75, 93-179, 2000.
88. e. xaraZe, r. barTaia, q, CargeiSvili, – varskvlavTa speqtruli klasifikacia, –Tbilisis universitetis gamomcemloba, Tbilisi, 258 gv., 1999.
89. E.K. Kharadze, R.A. Bartaya, K.B. Chargeishvili, The Catalogue of Spectral end Luminosity class of 3879 Stars in Kapteyn Areas Nos.92-115, Abastum.Astrophys. obs.Bull. 76, 3-93, 2003.
90. Bartaya, R. A.; Kharadze, E. K., VizieR Online Data Catalog: Spectral Classes in Kapteyn areas 44-67 (Bartaya+, 1992), VizieR On-line Data Catalog: III/270.
91. Chargeishvili, K. B.; Bartaya, R. A.; Kharadze, E. K., VizieR Online Data Catalog: Spectral Classes in Kapteyn areas 68-91 (Chargeishvili+, 2000), VizieR On-line Data Catalog: III/271.
92. Kharadze, E. K.; Bartaya, R. A.; Chargeishvili, K. B., VizieR Online Data Catalog: Spectral Classes in Kapteyn areas 92-115 (Kharadze+, 2003), VizieR On-line Data Catalog: III/275.