დოქტორანტ ირაკლი მღებრიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
25 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ირაკლი მღებრიშვილის სადისერტაციო ნაშრომის „გიგანტური ტორნადოები მზის ატმოსფეროში“ დაცვა.
დრო: 25 ივლისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)
დასწრება თავისუფალია.