შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ილიაუნის ფიზიკის მიმართულების პროექტების პრეზენტაცია
6 მარტს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის მიმართულების პროფესორები წარადგენენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს.
მათ შორის წარდგენილი იქნება აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის პროექტები:
- თინათინ კახნიაშვილი – ადრეული სამყაროს სურათის აღდგენა: კოსმოსური მაგნიტური ველები და გრავიტაციული ტალღები
- რაგული ინასარიძე – დედამიწასთან მოახლოებადი ასტეროიდების ფიზიკური და დინამიკური მახასიათებლის შესწავლა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში
დასწრება თავისუფალია.