16 ივლისის მთვარის ნაწილობრივი დაბნელება

16-17 ივლისის ღამეს მილიონობით მაყურებელმა ევროპისა და აზიის უმეტეს ნაწილში, ავსტრალიაში, სამხრეთ ამერიკაში, ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეში და ანტარქტიდაზე იხილა ულამაზესი ასტრონომიული სანახაობა – მთვარის ნაწილობრივი დაბნელება. მთვარის დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე გაივლის დედამიწის უკან და მოექცევა მის ჩრდილში. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მზე, მთვარე და დედამიწა თითქმის ერთ ხაზზე არიან განლაგებულები და დედამიწა მზესა და მთვარეს შორისაა. მთვარის დაბნელება ყოველთვის სავსემთვარეობისას ხდება.

16 ივლისის დაბნელება, რომელიც მზის სრული დაბნელებიდან ზუსტად  ორ კვირაში მოხდა, ბოლო დაბნელებაა 2019 წელს. მთვარის ნაწილობრივი დაბნელება დაემთხვა ისტორიულ თარიღს: აპოლო 11 ის გაშვების დღიდან 50-ე წლისთავს. მთვარის ნახევარჩრდილური დაბნელება დაიწყო თბილისის დროით 22:43 საათზე და დასრულდა 04:17 საათზე, ხოლო ნაწილობრივი დაბნელების დაკვირვება, რომელიც თვალით უფრო მკაფიოდ შესამჩნევია, შეიძლებოდა 00:01 დან 02:59 საათებში.  დაბნელების მაქსიმუმი იყო 01:30 საათზე.

მთვარის შემდეგი დაბნელება  2020 წლის 10 იანვარს მოხდება. შემდეგი დაბნელება იქნება ნახევარჩრდილური, რაც იმას ნიშნავს, რომ მთვარე ძალიან ბნელი არ იქნება.  2020 წლის ოთხივე დაბნელება იქნება  ნახევარჩრდილური. მთვარის  შემდეგი ნაწილობრივი ან სრული დაბნელება იქნება  2021 წელს.

იხილეთ დაბნელების ანიმაციური რუკა

https://www.telegraph.co.uk/travel/news/lunar-eclipse-tonight-july-uk/?fbclid=IwAR0xMwkwewyLGUwP1Aw0tUhff06LWxuPF1j8sy9w-HIY85vJ0gpjiDPpArA