თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია

30 მაისს, სამშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში შედგება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორის თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია.

თემა: ჰიდრო და მაგნიტოჰიდროდინამიკური ტურბულენტობა ადრეულ სამყაროში – გენერაცია, ევოლუცია, და დაკვირვებითი გამოვლინებები

მოხსენებაში განხილული იქნება პირველადი ტურბულენტობის წარმოშობა ადრეულ სამყაროში. მე განვიხილავ ტურბულენტობის სხვადასხვა კლასს და (რიხვით მოდელირებაზე დაყრდნობით) ჰიდრო  და მაგნიტოჰიდროდინამიკური ტურბულენტობის ევოლუციას სამყაროს გაფართოების პროცესში. დასასრულს მე მიმოვიხილავ პირველადი ტურბულენტობის დაკვირვებით გამოვლინებებს და ადრეული სამყაროში მიმდინარე პროცესებისა და პარამეტრების შეზღუდვას კოსმოსური მაგნიტური ველების პირდაპირი და არაპირდაპირი დაკვირვებების მეშვეობით.

დასწრება თავისუფალია