შოთა რუსთაველის ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფისათვის

2017 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააჯილდოვა წლის „საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისათვის“ კონკურსში გამარჯვებული მეცნიერები. დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 10 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

2017 წლის კონკურსში საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის ჯილდო გადაეცათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს და აბასთუმნის ასტროფიიკური ობსერვატორიის მკვლევრებს: თემურ ზაქარაშვილს, ვასილ კუხიანიძეს და დავით ქურიძეს.