საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: “ჩვენი იდუმალი მზე”

2017 წლის 25-29 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის პროფესორის, თეიმურაზ ზაქარაშვილის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჩვენი იდუმალი მზე, მაგნიტური კავშირი მზის შიდა ფენებსა და ატმოსფეროს შორის“. კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით სასტუმრო „ტიფლის პალასის“ საკონფერენციო დარბაზში.

კონფერენციის ორგანიზატორი – თეიმურაზ ზაქარაშვილი

 

კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტში შედიოდნენ ამ დარგის წამყვანი და ძალიან ცნობილი სპეციალისტები:

  • რობერტო ბრუნო (რომის ჰელიოფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, იტალია)
  • მათს კარლსონი (ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, ნორვეგია)
  • არნოლდ ჰანსლმეიერი (გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი, ავსტრია)
  • ლორენ ჯიზონი (მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, გერმანია)
  • მიჰალის მათიუდაკისი (ბელფასტის უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი ბრიტანეთი)
  • სკოტ მაკინტოში (High-Altitude Observatory-ის დირექტორი, აშშ)
  • კრის მურავსკი (მარია კიურის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლონეთი)
  • ვალერი ნაკარიაკოვი (ვორვიკის უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი ბრიტანეთი)
  • ლეონ ოფმანი (NASA-ს მთავარი სპეციალისტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ)
  • რამონ ოლივერი (ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტის პროფესორი, ესპანეთი)
  • შტეფან პუდსი (ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორი, ბელგია)
  • თეიმურაზ ზაქარაშვილი (ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი, კონფერენციის ორგანიზატორი)

კონფერენციის მიზანი იყო მზის ფიზიკის დარგში ბოლო წლებში მიღწეული შედეგებისა და დაგეგმილი მომავალი სამუშაოების მიმოხილვა, არსებული პრობლემების განხილვა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. კონფერენციაზე მოწვეული მომხსენებლების სახით მოწვეულნი იყვნენ ამ დარგის წამყვანი მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან და ინსტიტუტებიდან, როგორიცაა:

  • ჰოლი ჯილბერტი (NASA–ს გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი, აშშ)
  • სამი სოლანკი (მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, გერმანია)
  • ბარტ დე პონტიე (მთავარი ფიზიკოსი, NASA-ს კოსმოსური მისიის IRIS-ის სამეცნიერო ხელმღვანელი, აშშ)
  • ტერეზა კუჩერა (NASA-ს მთავარი სპეციალისტი, აშშ)
  • მანუელ კოლადოს (მომავალი 4-მეტრიანი ტელესკოპის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ესპანეთი)
  • მაუსუმი დიკპატი (High-Altitude Observatory-ის მთავარი სპეციალისტი, აშშ)
  • მარკ მიში (High-Altitude Observatory-ის მთავარი სპეციალისტი, აშშ)
  • ფრანჩესკა ძუკარელო (კატანიის უნივერსიტეტის პროფესორი, იტალია)
  • ხავიერ ტრუხილო ბუენო (კანარის ასტროფიზიკური ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი, ესპანეთი)
  • ხაიმე დე ლა კრუს როდრიგესი (სტოკჰოლმის უნივერსიტეტი, შვედეთი)
  • რუი პინტო (ტულუზას უნივერსიტეტი, საფრანგეთი)

უცხოელ კოლეგებთან ერთად კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს ქართველმა მეცნიერებმაც.

კონფერენცია მოიცავდა მზის ფიზიკის თითქმის ყველა საკვლევ პრობლემას და თემას. ამიტომ 9 სამეცნიერო სესია იყო გადანაწილებული 5 დღეზე:

სესია I – მომავალი კოსმოსური მისიები (Solar Orbiter, Solar Probe)  და დედამიწაზე არსებული ტელესკოპები (DKIST, EST)

სესია II – მზის დინამო, აქტივობის ცვლილებები და მზის შიდა ფენებსა და ატმოსფეროს შორის მაგნიტური კავშირი

სესია III – კონვექცია და ჰელიოსეისმოლოგია

სესია IV – ფოტოსფერული მაგნეტიზმი

სესია V – ქრომოსფერული სტრუქტურა და დინამიკა

სესია VI – მზის ატმოსფეროს მაგნიტური კავშირი

სესია VII –  მზის კორონა

სესია VIII – მზის ქარი

სესია IX – მზის ანთებები, კორონალური მასის ამოფრქვევები და კოსმოსური ამინდი

 

კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ

აბსტრაქტების წიგნი PDF ფორმატში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ