რუსთაველის ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის

წელს მეორედ გამოცხადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისათვის, რომლის მიზანი იყო ქართველ მკვლევართა წახალისება მეცნიერებაში აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ჩართულობისათვის, და გაწეული განსაკუთრებული მიღწევებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და  პოპულარიზაციისათვის.

2017 წლის საუკეთესო ჯგუფის წოდება გადაეცათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორ პროფესორს და ერთ ახალგაზრდა მეცნიერს: თეიმურაზ ზაქარაშვილს, ვასილ კუხიანიძეს და დავით ქურიძეს. ჯგუფი შეფასდა როგორც განსაკუთრებულად მაღალი სამეცნიერო პროდუქტიულობით გამორჩეული მეცნიერთა ჯგუფი.

ამასთანავე, კომისიამ გასცა რეკომენდაცია თეიმურაზ ზაქარაშვილისათვის დამსახურების სერტიფიკატის გაცემაზე,   ფუნდამენტურ კვლევებში და დარგის განვითარებაში შეტანილი მკვეთრად გამორჩეული წვლილისათვის.

წლის საუკეთესო მეცნიერთა ჯგუფი