პასკალის პრემია

27 დეკემბერს, სამშაბათს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართა პასკალის პრემიის 2016 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.

პასკალის პრემიის 2016 წლის ლაურეატებში მოხვდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და ბელფასტის Queen’s University-ის მკვლევარი, დოქტორი დავით ქურიძე. ახალგაზრდა მეცნიერს პასკალის პრემია მიენიჭა ორ, 2015 და 2016 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლებიც მიღებულია ისეთ მაღალ რეიტინგულ ჟურნალში, როგორიცაა Astrophisical Journal.

ნაშრომის დასახელება: წყალბადის (Hα) ხაზის პროფილის ასიმეტრიები და ანთებული ქრომოსფეროს სიჩქარეები  

გამოქვეყნებულია:    ასტროფიზიკური ჟურნალი  (Astrophisical Journal)

Abstract: წარმოდგენილ სტატიაში შესწავლილია წყალბადის (Hα 6563 Å) და ინფრაწითელი კალციუმის (Ca ıı 8542 Å) სპექტრების ევოლუცია, მზის ატმოსფეროში M1.1 კლასის ანთებების დროს. დაკვირვებები მიღებულია მაღალი გარჩევის, ერთ-მეტრიან, შვედურ მზის ტელესკოპზე, რომელიც განთავსებულია ესპანეთში, კანარის კუნძულებზე.  ანთებული ქრომოსფეროს სპექტრების დროითი ევოლუცია აჩვენებს  გაზრდილ გამოსხივებას სპექტრების ტალღის სიგრძის წითელ არეში (წითელი ასიმეტრია) ანთებების მაქსიმუმამდე და ლურჯ არეში (ლურჯი ასიმეტრია) მაქსიმუმის შემდეგ. იგივე თვისებებს ავლენს ანთების სინთეტური სპექტრების ევოლუციაც, მიღებული რადიაციულ-ჰიდროდინამიკური რიცხვითი სიმულაციებით.  დაკვირვებული და სინთეზირებული სპექტრების ანალიზი აჩვენებს რომ ასმიეტრიები წარმოიქმნება ანთებულ ატმოსფეროში მრავალ-კომპონენტიანი პლაზმური დინებების გრადიენტებით, რომლებიც ანთებების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვანაირად ცვლიან პლაზმის ოპტიკურ გამჭვირვალობას სხვადასხვა ტალღის სიგრძის გამოსხივებებისთვის.  შესაბამისად, ასიმეტრიების ანალიზით შესაძლებელია პლაზმური დინებების (სიჩქარეების და სივრცე-დროითი ევოლუციის) გამოკვლევა ატმოსფეროს ქვედა ფენებში.

წყალბადის (Hα 6563 Å), ინფრაწითელი კალციუმის (Ca ıı 8542 Å) და რკინის (Fe I λ6302 Å) ხაზებში დაკვირვებული M-კლასის მზის ანთების სურათები მიღებული შვედურ, ერთმეტრიან მზის ტელესკოპზე ფაბრი-პერო ტიპის სპექტროგრაფით. ფიგურის მარჯვენა ზედა კუთხეში ასევე მოცემულია მზის დინამიკური ობსერვატორიიდან (SDO) მიღებული კორონალური სურათი.

წყალბადის (Hα 6563 Å), ინფრაწითელი კალციუმის (Ca ıı 8542 Å) და რკინის (Fe I λ6302 Å) ხაზებში დაკვირვებული
M-კლასის მზის ანთების სურათები მიღებული შვედურ, ერთმეტრიან მზის ტელესკოპზე ფაბრი-პერო ტიპის სპექტროგრაფით.
ფიგურის მარჯვენა ზედა კუთხეში ასევე მოცემულია მზის დინამიკური ობსერვატორიიდან (SDO) მიღებული კორონალური სურათი.

 

ნაშრომის დასახელება: კელვინ-ჰელმჰოლცის არამდგრადობები მზის ქრომოსფერულ დინებებში: თეორია და დაკვირვებები

გამოქვეყნებულია:   ასტროფიზიკური ჟურნალი  (Astrophisical Journal)

Abstract: წარმოდგენილ სტატიაში შესწავლილია წყნარ მზეზე ქრომოსფერული დინებების დინამიკა ერთ-მეტრიან, შვედურ მზის ტელესკოპზე (ესპანეთი, კანარის კუნძულები) მიღებული დაკვირვებების ანალიზის საფუძველზე. ეს დინებები ხასიათდებიან სწრაფი გაქრობით წყალბადის Hα 6563 Å სპექტრული ხაზიდან. წარმოდგენილ სტატიაში გამოკვლეულია მათი მაგნიტო-ჰიდროდინამიკური სტაბილურობების თეორიული ასპექტები. დინებების დინამიკის აღმწერი დისპერსიუული განტოლების ამონახსნი აჩვენებს რომ ეს დინებები არამდგრადია კელვინ-ჰელმჰოლცის არამდგრადობის (KHI) მიმართ. არამდგრადობების ზრდის მახასიათებელი დრო ბევრად მცირეა დინებების სიცოცხლისნ ხანგრძლივობასთან შედარებით, რაც მიუთითებს რომ  KHI მნიშვნელოვანად განსაზღვრავს დინებების დინამიკას და ევოლუციას. არამდგრადობამ უნდა გამოიწვიოს KHI გრიგალები და ტურბულენტური დინებები რომლებმაც შეიძლება დაიმზიროს როგორც სპექტრული ხაზების გაგანიერებები. დაკვირვებები მართლაც ადასტურებს დინებებში აღნიშნული გაგანიერებებების არსებობას. გარდა ამისა, თეორიული ანალიზი ასევე მიუთითებს, რომ მრავალ-კომპონენტიან პლაზმაში  აღნიშნულმა გრიგალებმა შეიძლება სწრაფი დისიპაცია განიცადონ (იონ-ნეიტრალების დაჯახებების გამო) და გამოიწვიონ დინებების სწრაფი გაცხელება.

15676164_1406867929325786_2589373694756892434_o 15676474_1406867922659120_8220950799145360319_o 15724589_1406867542659158_5885435140718365066_o