მზის სისტემა

დედამიწასთან მოახლოებადი ასტეროიდების ფოტომეტრული და ასტრომეტრული მეთოდებით შესწავლა, ოპტიკურ  დიაპაზონში.  

პროექტის ხელმძღვანელი : რაგული ინასარიძე; ტელეფონი  577-23-77-09, ელ-ფოსტა: innasaridze@yahoo.com,  შემსრულებლები : რ. ინასარიძე, გ. ინასარიძე, ვ. აივაზიანი და ვ . ჟუჟუნაძე

პროექტის  მოკლე  შინაარსი: მოცემული პროექტი ეხება დედამიწასთან მოახლოებადი ასტეროიდების (დმა)  – მზის სისტემის იმ მცირე უატმოსფერო სხეულების შესწავლას ოპტიკურ დიაპაზონში  ასტრომეტრული და ფოტომეტრული დაკვირვებების გზით, რომელთა ორბიტები უახლოვდება  დედამიწის ორბიტას და მოსალოდნელია მათი შემოჭრა ატმოსფეროში. ბოლო დროს კაცობრიობამ გაითავისა დედამიწასთან მოახლოებადი ასტეროიდების დედამიწაზე დაცემის საშიშროება, რომელიც წარმოადგენს ჩვენს პლანეტაზე წარსულისა თუ მომავლის კატასტროფების წყაროს. მეცნიერების წინაშე დგას ურთულესი ამოცანა იმის შესახებ, თუ როგორ ავაცილოთ დედამიწას მასზე ასტეროიდების მოსალოდნელი დაცემა, რათა გადავარჩინოთ სიცოცხლე დედამიწაზე და ამით შევინარჩუნოთ მსოფლიო ცივილიზაცია. ზემოთ დასმული ამოცანის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მთელი კაცობრიობის ერთობლივი ძალისხმევით.  ასეთი თავდაცვის საფუძველს წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების ერთობლივი გამოყენება.

2010 წელს აღნიშნული პრობლემის კვლევას აბასთუმნის ასტროფიზიკური  ობსერვატორიაც შეუერთდა. შეიქმნა მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ატარებს ასტეროიდებზე ასტრომეტრულ და ფოტომეტრულ დაკვირვებებს. ჯგუფმა ობსერვატორიაში არსებულ AZT – 11  და AC – 32   ტელესკოპებზე,  რეგულარული დაკვირვებები დაიწყო 2010 წლის ივნისიდან.  ამჟამად დაკვირვებები მიმდინარეობს AC – 32-ზე, 40 – სმ ორმაგ ასტროგრაფზე და ORI – 22 რეფლექტორზე. (სამწუხაროდ AZT – 11 მწყობრიდანაა გამოსული).  აბასთუმანში   მიღებული  დაკვირვებითი მასალა მუშავდება ვ. კარაზინის სახელობის ხარკოვის ნაციონალური უნივერსიტეტთან არსებულ ჩუგოეოს ობსერვატორიის თანამშრომლებთან ერთად.  დაკვირვებები ტარდება  საერთაშორისო სამეცნიერო ოპტიკურ ქსელ (ISON)-თან   და  ევროპულ  კოსმოსურ  სააგენტო    (GAIA)- თან ერთად მჭიდრო კოოპერაციაში   .

მოცემული თემის მიზანს წარმოადგენს დედამიწასთან მოახლოებადი ასტეროიდების ეკვატორული კოორდინატებისა და ფიზიკური მახასიათებლების განსაზღვრა მუხტკავშირიანი ხელსაწყოს  (CCD)  გამოყენებით. ჩვენი პროექტის უმთავრეს  ამოცანას წარმოადგენს ასტეროიდებზე  სისტემატიური  დაკვირვებების ჩატარება, განსაკუთრებით ისეთ სხეულებზე,  რომელთათვისაც  დედამიწასთან დაჯახების ალბათობაც ძალზე დიდია.

არსებული აღჭურვილობა და დანადგარები, რომლითაც ხორციელდება  აღნიშნული პროექტი:

  • 70-სმ მენისკური ტელესკოპი (D=900მმ, F=2000მმ, W=f/2).
  • 40-სმ ფართოველიანი, ორკამერიანი ასტროგრაფი (D=400მმ, F=3000მმ, W=f/7).
  • ORI – 22 რეფლექტორი (D=200მმ, F=516მმ, W=f/4).
  • ა. მუხტკავშირიანი მიმღები (CCD) კამერა, ამერიკული წარმოების FIL ფირმის, IMG 6303 –E მარკის (3000x 2000) პიქსელი, 1 პიქსელი-9 მიკ.,
  • ბ. მუხტკავშირიანი მიმღები  (CCD) კამერა, ამერიკული წარმოების FIL ფირმის, PL9000    მარკის (3000x 2000) პიქსელი, 1 პიქსელი-12 მიკ.,
  • გ. მუხტკავშირიანი მიმღები  (CCD) კამერა, ამერიკული წარმოების FIL ფირმის, 4103- E    მარკის (4048x 4048) პიქსელი, 1 პიქსელი-24 მიკ.

რ. ინასარიძის სამეცნიერო გრანტებში და ხელშეკრულებებში მონაწილეობა ბოლო 10 წლის მანძილზე:

  1. თემა: ”ასტეროიდების ასტრომეტრული და ფოტომეტრული დაკვირვებები, რომელთა შეჯახებაც მოსალოდნელი  დედამიწასთან”, სამეცნიერო-ტექნიკური ხელშეკრულება- გრანტი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და ხარკოვის კარაზინის სახელობის სახლმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ჩუგოევოს ობსერვატორიას    შორის   (2011-2020 წწ).
  2. თემა: ” მათემატიკა და პროფესიული უნარები” (2009-2014 წწ), მასწავლებელთა პროფესიული განათლების პროგრამა. განათლების სამინისტროს გრანტი
  3. თემა: ”ასტეროიდების, კვაზარების, ახალი და ზეახალი ვარსკვლავებისა და კოსმოსური ნარჩენების დაკვირვება, სამეცნიერო-ტექნიკური ხელშეკრულება- გრანტი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და პულკოვოს ობსერვატორიას შორის (2006-2009)
  4. თემა: ” დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების ნარჩენების ასტრომეტრული დაკვირვება”, (2005-2007 წწ)  INTAS -ის გრანტი
  5. თემა: ”ნეინორული ქსელებისა და ასტრომეტრიული მახასიათებლების საშუალებით ღია გროვების წევრწბის გამოყოფა” (2003-2005 წწ), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტი
  6. თემა:  ”ფოტოგრაფიული დაკვირვებები ანდრომედას ნისლეულში, ახლების აღმოჩენის მიზნით” , (1997-2003 წწ). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტი

მზის სისტემის შერჩეულ ობიექტთა ფიზიკური მახასიათებლების შესწავლა და მათი მონიტორინგი

პროექტის ხელმძღვანელი : რევაზ ჭიღლაძე – ფიზ.-მათ. მეცნიერებათა დოქტორი Email – revazchigladze@yahoo.com, შემსრულებლები: რ. ჭიღლაძე, გ. მალასიძე, რ. ივანიძე, შ. გიგოლაშვილი.

პროექტის მოკლე ანოტაცია :

აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია : პირველად მთვარის ოთხპარამეტრიანი (P, ρ , C 1 , C2) ატლასისა და შესაბამისი კატალოგის შედგენა (სადაც P – პოლარიზაციის ხარისხის სიდიდეა, ρ – ალბედო, C1 და C2 სპექტრის ორ სხვადასხვა უბანში ფერის მაჩვენებლები; იუპიტერის გალილეისეული თანამგზარვების ფიზიკური მახასიათებლების მონიტორინგი (განსაკუთრებით თანამგზავრ „იოს“ ჩვენს მიერ არაერთხელ დაფიქსირებული ცვლილებებისა დროის მცირე შუალედში – რომელიც ვულკანურ მოქმედებებს უნდა მიეწერებოდეს პლანეტა მარსის ფიზიკური მახასიათებლების მონიტორინგი (ატმოსფერო, ზედაპირი – სეზონების გათვალისწინებით); ჩვენს მიერ პლანეტა მარსისა და იუპიტერის გალილეისეულ თანამგზავრებისათვის პირველად დაფიქსირებულია პოლარიზაციულ მრუდებზე მეორე ინვერსიის წერტილების არსებობაუფილტრო დაკვირვებისას. სასურველია მათი შემოწმება სხვადასხვა ტალღის სიგრძისათვის.

წარმოდგენილი პროექტი წარმოადგენს ძირითად ფუნდამენტურ კვლევას, რომლის განხოეციელება ხელს შეუწყობს დარგის შემდგომ განვითარებას. ასეთი კვლევების მიზანია მიღებული იქნას უფრო სრულყოფილი ცოდნა მოვლენათა ფუნდამენტურ ასპექტებსა და რეალურ ფაქტებზე, თუმცა დროის სხვადასხვა ეტაპზე მიღებულ შედეგებს ექნებათ მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოყენებაც.

არსებული აღჭურვილობა და დანადგარები : ტელესკოპები: რეფრაქტორი, მენისკური ტელესკოპი და 125 სმ-იანი რეფლექტორი (АЗТ – 11); ბოლო თაობის ფოტომტრ – პოლარიმეტრი და SBIG ფირმის ST6 თანამედროვე მუხტკავშრიანი სინათლის მიმღები.

სამეცნიერო გრანტები:

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ,,გარეგალაქტიკური TeV წყაროების ოპტიკური შესწავლა,, გრანტი FR-577/6-320 /13 , პროექტის ხელმძღვანელი , 2014-2017.

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი,,შერჩეული გარეგალაქტიკური ობიექტების შესწავლა ,, გრანტი FR-639/6-320 /12 , ძირითადი პერსონალი 2013-2016.

საერთაშორისო თანამშრომლობა:

http://fermi.gsfc.nasa.gov/

(at Stanford, http://www-glast.stanford.edu/)

http://swift.gsfc.nasa.gov/docs/swift/swiftsc.html

http://www.oato.inaf.it/blazars/webt/

http://veritas.sao.arizona.edu/

http://www.lsw.uni-heidelberg.de/projects/hess/hess.phtml

http://wwwmagic.mppmu.mpg.de/index.en.html

http://www.chara.gsu.edu/PEGA

http://www.bu.edu/blazars/research.htm