ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტების სემინარი

20 ნოემბერს, ორშაბათს, 15 საათზე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ქალაქის განყოფილებაში (S კორპუსი, აუდიტორია 711)  ჩატარდება სემინარი.

მოხსენებებს წაიკითხავენ დოქტორანტები:

გულსუნ დუმბაძე  – “მზის აქტიური რეგიონების გრძელპერიოდიანი რხევების შესწავლა”;

ელენა ფილიშვილი – “კვაზი-პერიოდული   და აპერიოდული მაგნიტოჰიდროდინამიკური დინებების კვლევა მზის ანთებების მახლობლობაში”;

სალომე ბაგაშვილი  – “მზის კორონული ხვრელების ჯეტების დინამიკა”;

გრიგოლ დიდიძე -“მზის რადიოგამოსხივების წყაროების კომბინირებული რადიო და ოპტიკური დაკვირვებები”.