მიღება ფიზიკისა და ასტრონომიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ფიზიკისა და ასტრონომიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე:

  • მაგისტრატურის პროგრამა:

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: B
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი
: გასაუბრება
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:
 ფიზიკის მაგისტრი

მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია, მაგისტრანტს მისცეს ღრმა და სისტემური ცოდნა ფიზიკასა და/ან ასტრონომიაში, განუვითაროს კვლევითი უნარები და მისცეს პრაქტიკული გამოცდილება, რათა იგი მზად იყოს სამეცნიერო კვლევებში ინტეგრაციისათვის საერთაშორისო დონეზე. სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია, მოამზადოს კადრები როგორც გამოყენებითი/კომერციული თვალსაზრისით, ასევე, ფუნდამენტური მეცნიერების სივრცეში კარიერის გასაგრძელებლად.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს აქვს ფიზიკის და/ან ასტრონომიის შესაბამისი (არჩეული) მიმართულებით ღრმა და სისტემური ცოდნა, შეუძლია პროფესიულ დონეზე კვლევების ჩატარება, სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა და ანალიზი.

დასაქმების სფეროები:

ფიზიკის მაგისტრი შეიძლება დასაქმდეს:

უნივერსიტეტში ან სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ან გააგრძელოს სწავლა დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.

მიმართულებების მიხედვით:

ვარსკვლავთ და გარეგალაქტიკური ასტრონომიის, მზის ფიზიკის, კოსმოლოგიის, ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკის კურსდამთავრებულებისთვის: ასტროფიზიკური ობსერვატორიები, ასტროფიზიკის მონათესავე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები (იხ. www.aas.org). სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები (სტატისტიკისა და მონაცემთა ანალიზის სპეციალისტად).

ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის და კოსმოლოგიის; თეორიული ასტროფიზიკის კურსდამთავრებულებისთვის:საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონიკის კვლევითი და გამოყენებითი სექტორი; ორგანიზაციები, სადაც მოითხოვება ინფორმაციის (მონაცემების) კომპიუტერული დამუშავება-მოდელირება და სტატისტიკური ანალიზი, ფიზიკის სხვა დარგები და მის ფარგლებს გარეთ.

იოფიზიკის კურსდამთავრებულებისთვის:ბიოსამედიცინო პროფილის სამეცნიერო დაწესებულებები; კლინიკო-დიაგნოსტიკური ცენტრები. შეძენილი უნარების შედეგად, კურსდამთავრებულს საშუალება ექნება, ეფექტურად იმუშაოს ფიზიკის ფარგლებს გარეთაც (ახალი ტექნოლოგიები, ანალიტიკური სამსახურები და სხვა)

 

 

  • დოქტორანტურის პროგრამა

    დოქტორანტურის ძირითადი მიზნებია ახალი თაობის მომზადება მეცნიერებასა და ხელოვნებაში, უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი პოტენციალის განვითარება და გაფართოება.

დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

  • მიღება დოქტორანტურაში

დოქტორანტურაში მიღებას, შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის საბჭოს ან/და დეკანის წარდგინების საფუძველზე, აცხადებს რექტორი. მიღება შეიძლება გამოცხადდეს როგორც შემოდგომის, ისე გაზაფხულის სემესტრისათვის.

დოქტორანტობის კანდიდატები გადიან ტესტირებას ინგლისურ ენაში (B2 დონე). ტესტირების მინიმალური ზღვარი დგინდება ყოველი პროგრამისთვის ინდივიდუალურად და მიეთითება პროგრამის მიღების პირობებში.

ინგლისური ენის ტესტისაგან თავისუფლდებიან აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური ენის სასურველ დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ენის მინიმალურ კომპეტენციას B2 დონეზე. ტესტისაგან თავისუფლდებიან აგრეთვე ის აპლიკანტები, რომელთაც აქვთ ბაკალავრის ან მაგისტრის ინგლისურენოვანი პროგრამის დიპლომი.

ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების ან ცოდნის დადასტურების შემდეგ, კანდიდატების მიერ პროგრამაზე წარმოდგენილი დოკუმენტები/ფორმები იგზავნება შესაბამისი დარგობრივი კომისიის წევრებთან განსახილველად და შესაფასებლად. პოტენციური ხელმძღვანელი კანდიდატის შეფასებაში არ იღებს მონაწილეობას. განაცხადის მოთხოვნები, შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკები დგინდება ყოველი პროგრამისთვის ინდივიდუალურად და განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე მიღების ყოველ ჯერზე გამოცხადებისთანავე. დამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში, აპლიკანტი გაივლის გასაუბრებას.

დარგობრივი კომისიის მიერ გასაუბრების შეფასება ხდება წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების, კრიტერიუმების და რუბრიკების მიხედვით. გასაუბრების მოთხოვნები, კრიტერიუმები და რუბრიკები ყოველი პროგრამისთვის დგინდება ინდივიდუალურად და განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე ყოველი მიღების გამოცხადებისთანავე. გასაუბრება ფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალის მიხედვით.

  • სწავლა დოქტორანტურაში

დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 და არა უმეტეს 5 წელია, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ინდივიდუალური პროგრამით. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ ასრულებს პროგრამის მოთხოვნებს 5 წლის დასრულების შემდეგ, მას უფორმდება დამატებითი ერთწლიანი ხელშეკრულება შესაბამისი პირობების გათვალისწინებით.

დოქტორანტურაში სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა უნდა დააგროვოს 180 კრედიტი. პროგრამის კომპონენტები, მათი თანმიმდევრობა და მოცულობა კრედიტებში განისაზღვრება ინდივიდუალურად ყოველი სადოქტორო პროგრამისათვის.

დოქტორანტმა შეიძლება ისარგებლოს აკადემიური შვებულებით, საუნივერსიტეტო წესის შესაბამისად.

  • დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი

სამეცნიერო ხელმძღვანელი უნდა იყოს უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც აქვს აკადემიური ხარისხი და დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება. სამუსიკო ხელოვნების საკომპოზიტორო ან საშემსრულებლო მიმართულებაში ხელმძღვანელი შესაძლოა იყოს ასევე საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპოზიტორი ან შემსრულებელი.

  • სადისერტაციო ნაშრომის გეგმა და პორტფოლიოს პროექტი (პროსპექტუსი და პორტფოლიოს მონახაზი)

სასწავლო პროგრამით დადგენილ ვადაში დოქტორანტმა დარგობრივი კომისიის წინაშე განსახილველად უნდა წარადგინოს სადისერტაციო ნაშრომის პროექტი – პროსპექტუსი, რომელშიც აღწერილი იქნება:

  • ა) საკვლევი პრობლემა;
    ბ) სამეცნიერო ლიტერატურის და სხვა მასალების (მაგ.: აუდიო და აუდიო-ვიზუალური, ასევე სანოტო პარტიტურები) მიმოხილვა;
    გ) მიზანი, საკვლევი კითხვა/კითხვები და/ან ჰიპოთეზა;
    დ) მეთოდოლოგია;
    ე) კვლევის მოსალოდნელი შედეგები;
    ვ) კვლევის გეგმა;
    ზ) გამოყენებული ლიტერატურა.

    სადისერტაციო ნაშრომის, სადოქტორო პორტფოლიოს წარდგენის პროცედურა

დისერტანტმა სადისერტაციო ნაშრომი, რომელიც შეესაბამება სამეცნიერო პუბლიკაციის ფორმალურ სტანდარტებს და გაფორმებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის დაცვით, ორ ნაბეჭდ ეგზემპლარად და ელექტრონული სახით უნდა წარუდგინოს ფაკულტეტის ადმინისტრაციას.

დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს დარგობრივი კომისია.

  • საერთაშორისო გამოქვეყნების ვალდებულება

დისერტაციის დაცვამდე დოქტორანტს შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული (ან ჟურნალის რედაქციისგან მიღებული გამოსაქვეყნებლად) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია საერთაშორისო რეცენზირებულ თემატურ ჟურნალში/ჟურნალებში, რომლებიც აღიარებულ საერთაშორისო ნუსხებშია შესული (Thomson Reuters Master Journal List, Scopus, Ulrich’s Index, ERIH PLUS, EBSCOHost, Latindex Catalogue). საბუნებისმეტყველო, ზუსტი, საინჟინრო და მედიცინის მიმართულების დოქტორანტებმა უნდა გამოაქვეყნონ სულ მცირე 2 სტატია Thomson Reuters Web of Science-ის ბაზაში შემავალ 0.5-ზე მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში ან Scopus-ის ნუსხაში შემავალ 0.5-ზე მაღალი იმპაქტის (Impact Per Publication) მქონე ჟურნალში. სხვა მიმართულების დოქტორანტს გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 სტატია Thomson Reuters Master Journal List, Scopus, Ulrich’s Index, ERIH PLUS, EBSCOHost, Latindex Catalogue ნუსხებში შემავალ თემატურ ჟურნალებში. სამეცნიერო პუბლიკაციებში მითითებული უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელი; სამუსიკო ხელოვნების კომპოზიციის და საშემსრულებლო მიმართულებების დოქტორანტებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ერთი საჯარო შესრულება, რომელსაც თან ახლავს დარგის აღიარებული სპეციალისტების რეცენზიები. საჯარო შესრულებაში მითითებული უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელი.

  • დისერტაცია

დისერტაციაში ასახული უნდა იყოს თეორიული და/ან ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებული შედეგები. თქვენს ნაშრომს უნდა ახასიათებდეს მეცნიერული სიახლე და წვლილი შეჰქონდეს დარგის განვითარებაში. ფაკულტეტების მიხედვით სადისერტაციო ნაშრომისადმი წაყენებული მოთხოვნები, დისერტაციის რეცენზირების, შეფასების და დაცვის პროცესი მცირედით განსხვავდება (იხ. ფაკულტეტის სადოქტორო დებულება).

  • ხარისხის მინიჭება და გამოქვეყნების ვალდებულება

დოქტორანტს აკადემიურ ხარისხს ანიჭებს სადისერტაციო საბჭო.

სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა.

დოქტორანტის მიერ ”ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების” 14.6. პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს მიერ ისევ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დოქტორანტს უწყდება სტუდენტის სტატუსი სწავლის შედეგების მიუღწევლობის გამო.

  • ლინკები:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულება

დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის 2016 წლისთვის – სააპლიკაციო ფორმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის 2016 წლისთვის

სადისერტაციო კვლევის პროექტი (პროსპექტუსი)

დოქტორანტის ანგარიში

პლაგიატის წესი

როგორ მოვიძიოთ საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი