ექსკურსია

აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მრავალი ათეული წელია ტარდება ექსკურსიები ნებისმიერი მსურველისთვის. ექსკურსიაში შედის პოპულარული ლექცია, ასევე ობსერვატორიის პირველი ტელესკოპის – 40-სმ-იანი რეფრაქტორისა – და მუზეუმის დათვალიერება. ღამის საათებში შესაძლებელია ტელესკოპით ციური სხეულების ნახვაც (მხოლოდ მოწმენდილი ცის შემთხვევაში).  ექსკურსიები ტარდება ყოველდღე 11:00-დან ღამის 3:00-მდე. ექსკურსია ფასიანია და გრძლედება დაახლოებით 1 საათი. ტარიფები იხილეთ ქვევით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 577-23-77-83.

აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ექსკურსიების მომსახურების ტარიფები

 

ექსკურსიის მინიმალური ღირებულება:  

  • დღის საათებში – 10 (ათი) ლარი
  • ღამის საათებში – 20 (ოცი) ლარი
  • ნაშუაღამევს – 50 (ორმოცდაათი) ლარი

ერთი პირის მომსახურების ღირებულება:

  • დღის საათებში – 4 (ოთხი) ლარი
  • ღამის საათებში – 6 (ექვსი) ლარი
  • ნაშუაღამევს – 20 (ოცი) ლარი

მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ერთი პირის მომსახურების ღირებულება:  

  • დღის საათებში – 2 (ორი) ლარი
  • ღამის საათებში – 3 (სამი) ლარი
  • ნაშუაღამევს – 5 (ხუთი) ლარი

ექსკურსიის მიღების საათები:

  • დღის საათები – 11:00 – ბინდის დაწყებამდე
  • ღამის საათები – ბინდის დაწყებიდან – 24:00
  • ნაშუაღამევს – 00:00 – 03:00

შენიშვნა: სკოლამდელი ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობისა და იძულებით გადაადგილებულ  პირთა ექსკურსია უფასოა (საბუთისწარმოდგენის შემთხვევაში).

ექსკურსიის ჩასატარებლად განისაზღვროს მსურველთა მინიმალური რაოდენობა და ჩატარდეს მხოლოდ 3 ან მეტი პირის შემთხვევაში.

Back to Top