დედამიწის ატმოსფერო-იონოსფერო და ახლო კოსმოსი

ქვედა და ზედა ატმოსფერო-იონოსფეროში მიმდინარე დინამიური და სტრუქტურული ცვლილებების მონიტორინგი და თეორიული კვლევა სხვადასხვა ჰელიო-გეოფიზიკურ პირობებში

ხელმძღვანელი: გოდერძი დიდებულიძე, დედამიწის ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის კვლევის ჯგუფი: მაია თოდუა, ნიკოლოზ გუდაძე,ლევან ლომიძე, ლექსო ტორიაშვილი, გიორგი მათიაშვილი. ტექნიკური პერსონალი: ვიქტორ მაიერი, ვალენტინა ამბარცუმიანი, სერგეი დანიკ.

Project referencees

თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის ობიექტია დედამიწის ქვედა და ზედა ატმოსფერო- იონოსფეროში სხვადასხვა ჰელიო-გეოფიზიკურ პირობებში მიმდინარე სტრუქტურული და დინამიური ცვლილებები, მათში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სიგნალის დადგენა და მონიტორინგი.

aaa

ექსპერიმენტული/დამზერითი სამუშაოები ძირითადად მიმდინარეობს აბასთუმანში ზედა ატმოსფეროს კვლევის ლაბორატორიაში. ესენია:

სტრატოსფეროში აეროზოლების ვერტიკალური განაწილების რეალურ დროსთან მიახლოებული მონიტორინგი ლიდარული მეთოდით. გამოიყენება კავკასიაში პირველი M-10ლიდარული სისტემა. ხელსაწყო შექმნილია მიჩიგანის უნივერსიტეტში (აშშ), ISTC გრანტით. დაკვირვებები მიმდინარეობს 2007 წლიდან.

ატმოსფერული ოზონის ჯამური შემცველობის მონიტორინგი.

მეზოპაუზის რეგიონის დინამიურ პროცესებზე მონიტორინგი სრული ცის საკუთარი ნათების იმიჯერული სისტემით. ხელსაწყო შეძენილია ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით და ობსერვატორიაში დაინსტალირდა იუტას უნივერსიტეტის მეცნიერებთან თანამშრომლობით. დაკვირვებები მიმდინარეობს 2014 წლის სექტემბრიდან. მსგავსი სამუშაოები ტარდება პირველად კავკასიის რეგიონში.

მეზოპაუზის რეგიონის ტემპერატურის გაზომვები მიმდინარეობს სპექტრომეტრით GRIPS 5 2012 წლის ოქტომბრიდან. ხელსაწყო დაინსტალირებულია გერმანიის კოსმოსური კვლევის ცენტრის (DLR) მეცნიერთა დახმარებით მათთან გაფორმებული საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეკრულებისა და საერთაშორისო სამეცნიერო „მეზოპაუზის ცვლილებების შემსწავლელი ქსელის“ (NDMC) მხარდაჭერით.

ღამის ცის ნათების სპექტრში ატომური ჟანგბადის წითელი 630.0 ნმ ხაზის (სხივდება იონოსფეროს F2 არიდან) და მწვანე 557.7 ნმ ხაზის ინტენსივობების ფოტომეტრული გაზომვები. დაკვირვებები მიმდინარეობს 1957 წლიდან.

სამეცნიერო ჯგუფი საერთაშორისო NDMC (The Network for the Detection Mesosphere Changes – http://andromeda.caf.dlr.de/ndmc) ქსელის და პროგრამების SCOSTEP/VarSITI (Scientific Committee on Solar- Terrestrial Physics/Variability of the Sun and Its Terrestrial Impact -http://www.stelab.nagoya-u.ac.jp/varsiti/index_e.html) მონაწილეა. კვლევები მიმდინარეობს სამი ადგილობრივი: (No 13/09) ”აბასთუმანში (41.75ON, 42.82OS) უღრუბლო დღეების და ღამეების გრძელვადიანი, წლიური და შიდაწლიური ცვლილები, სხვადასხვა მზისა და გეომაგნიტური აქტივობის პირობებში, როგორც კოსმოსური ფაქტორის კლიმატის ცვლილებაზე გავლენის ინდიკატორი”,  (No 31/81) ”ჰორიზონტალურ წანაცვლებით დინებაში განვითარებადი ატმოსფერული ტალღების გავლენით იონოსფერული სპორადული E ფენების ფორმირების და ყოფაქცევის სამგანზომილებიანი თეორიული მოდელი”, (No 31/56) და ერთი საერთაშორისო N° 262254(FP7-INFRASTRUCTRES-2010-1) პროექტის (გრანტის) ფარგლებში.

სამეცნიერო ჯგუფი ხელმძღვანელობს ილიას უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტის ატმოსფეროსა და იონოსფეროსა და ახლო კოსმოსის ფიზიკის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე ორგანიზებას უწევს ახალგაზრდა მეცნიერთა სტაჟირებას ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის ფიზიკის შემსწავლელ წამყვან საერთაშორისო კვლევით ცენტრებში.

gocha_qartulad3x1

სტრატოსფერული აეროზოლის მონიტორინგი დედამიწიდან და კოსმოსური აპარატებიდან

პროექტის ხელმძღვანელი: ნინა მათეშვილი, mateshn@gmail.com, ქვეპროექტის მონაწილეები : ნ. მათეშვილი, ი. მათეშვილი, თ. პაატაშვილი, ზ. კაპანაძე.

პროექტის მოკლე შინაარსი:

მოცემულ ქვეპროექტში შესწავლილ იქნება სტრატოსფეროში სულფატური აეროზოლის შემცველობა. ამისთვის გამოყენებულ იქნება როგორც დედამიწის ზედაპირიდან შესრულებული გაზომვები ასევე კოსმოსური აპარატებიდან შესრულებული გაზომვებიც. პირველ შემთხვევაში შესრულდება ბინდის ცის სიკაშკაშის გაზომვები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა აბასთუმანსა და თბილისში, და რომელიც გაგრძელდება მომავალშიც. მეორე შემთხვევაში ძირითადად გამოყენებული იქნება GOMOS-ის (კოსმოური თანამგზავრი ENVISAT) სპეტრომეტრით მიღებული გაზომვები.

გაუმჯობესებულ იქნება ბინდის ცის გაზომვებიდან აეროზოლის პარამეტრების აღდგენის ალგორითმი.

როგორც დედამიწიდან, ასევე კოსმოსიდან შესრულებული გაზომვების შედეგების მიხედვით შედგენილ იქნება სტრატოსფერული აეროზოლის შემცველობის მონაცემთა ბაზა.

სტრატოსფერული აეროზოლის შემცველობის მონაცემების გათვალისწინება მნიშვნელოვანია დედამიწის კლიმატურ მოდელებში რადიაციული ბალანსის სწორი გამოთვლებისთვის.

მიღებული შედეგები ასევე გამოყენებულ იქნება დედამიწის დღის ატმოსფერული ლიმბის სიკაშკაშის მოდელირებაში, რომელიც შესრულდება ბელგიის კოსმოსური აერონომიის ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ მიკროთანამგზავრ ALTIUS-ის მიერ ლიმბის სიკაშკაშის გაზომვების მოდელირების მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში.

მოცემული ქვეპროექტი შესრულდება ბელგიის კოსმოსური აერონომიის ინსტიტუტთან თანამშრომლობაში.

ამ ჯგუფს მიღებული აქვს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის FR/346/9 -190/13გრანტის, “ახლო ინფრაწითელ უბანში გამოსხივების ფართოზოლოვანი მოდელის შემუშავება ზომიერი გარჩევის სპექტრომეტრებისთვის და მისი გამოყენება ALTIUS-ის სპექტრომეტრის მაგალითზე”, შესრულებაში.

პროექტის ხელმძღვანელი მჭიდროდ თანამშრომლობს ბელგიის კოსმოსური აერონომიის ინსტიტუტთან.