დაკვირვებები მზის შვედურ ტელესკოპზე

2017 წლის 8-18 სექტემბერს ქართველი ასტროფიზიკოსების ჯგუფმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიიდან (თეიმურაზ ზაქარაშვილი, ვასილ კუხიანიძე და დავით ქურიძე) მოიპოვა დაკვირვების დრო შვედურ ტელესკოპზე. მზის შვედური ტელესკოპი მდებარეობს კუნძულ ლა პალმაზე, კანარის კუნძულებზე, Roque de los Muchachos Observatory-ში.

შვედური მზის ტელესკოპი (SST)  შექმნილია მზის ქვედა ატმოსფეროს მაღალი გარჩევის დაკვირვებებისთვის. ის, უმთავრესად აკვირდება ფოტოსფეროს და ქრომოსფეროს  3000–10000 ანგსტრემი ტალღის სიგრძეების ფარგლებში. ტელესკოპის მთავარი ინსტრუმენტია CRisp Imaging SpectroPolarimeter (CRISP) დაფუძნებულია ორმაგ Fabry-Perot interferometric (FPI) სისტემაზე. მას შეუძლია სპექტრული ხაზების სწრაფი სკანირება და ამასთან, სპექტრისა და  მაღალი სივრცე–დროითი გარჩევის ვიზუალური მონაცემების მიღება.

ქართველი ასტროფიზიკოსები ყველაზე მაღალი გარჩევის მქონე ტელესკოპით დააკვირდნენ მზის ერთ ერთ ყველაზე მაღალენერგეტიკულ მოვლენას, X5.4 კლასის მზის ანთებას, რომელმაც გამოიწვია მზის კორონალური მასის ამოფრქვევა დედამიწის მიმართულებით და შესაბამისად გეომაგნიტური შტორმი. ამ მოვლენას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს დედამიწაზე, რადგან წარმოქმნის კოსმოსურ ამინდს. ეს მზის ანთება იყო ბოლო 12 წელიწადში ერთ ერთი ყველაზე მძლავრი ანთება. მზე ამჟამად აქტივობის მინიმუმშია, შესაბამისად აქტიური რეგიონები, სადაც ანთების წარმოშობის შესაძლებლობა არსებობს ძალიან ცოტაა. ამიტომ ძალიან გასაკვირი იყო ფაქტი, რომ ამ რეგიონმა 1 კვირაში ზედიზედ 3 X კლასის ანთება წარმოშვა.