აკადემიკოს ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

31 ოქტომბერს ობსერვატორიის დამაარსებლისა და პირველი დირექტორის, აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადებიდან 110 წელი სრულდება. იგი აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას სათავეში ჩაუდგა დაარსების დღიდან. ევგენი ხარაძის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით აშენდა და განვითარდა ობსერვატორია, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიო ასტრონომიულ ცოდნაში. მან დაუდო საფუძველი ასტრონომიულ განათლებას საქართველოში.

ევგენი ხარაძის იუბილესთან დაკავშირებით 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ  ობსერვატორიაში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც ობსერვატორიის წამყვანი მეცნიერები წაიკითხავენ მოხსენებებს თავიანთი კვლევების შესახებ, ისაუბრებენ მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მოეწყობა ფოტოსურათების გამოფენა.

 

კონფერენციის პროგრამა

31 ოქტომბერი, სამშაბათი

15:00 კონფერენციის გახსნა
15:10 ევგენი ხარაძის ცხოვრება და მოღვაწეობა (მოხსენება)
15:30 მოგონებები ევგენი ხარაძეზე
16:00-17:00 ობსერვატორიის მუზეუმის დათვალიერება, ყავის შესვენება
17:00 აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის 4 წლის ანგარიში – 45 წთ.
19:00 ვახშამი
21:00 ტელესკოპების დათვალიერება

1 ნოემბერი, ოთხშაბათი

საუზმე
სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელების მოხსენებები. თითო მოხსენების ხანგრძლივობა – 15 წთ.

ევოლუციური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი შერჩეული მასიური მჭიდრო ორჯერადი სისტემების გამოკვლევა“ – მზია ქუმსიაშვილი
ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე მყოფ ვარსკვლავებზე დაკვირვებები და კომპლექსური კვლევა“ – ნინო ყოჩიაშვილი
გალაქტიკათა აქტიური გულების გამოსხივების შესწავლა მაღალ ენერგიებზე“ – ბიძინა კაპანაძე
დედამიწასთან მოახლოებადი ასტეროიდების შესწავლა ოპტიკურ დიაპაზონში ფოტომეტრული და ასტრომეტრული მეთოდით“ – რაგული ინასარიძე
მზის სისტემის შერჩეულ ობიექტთა ფიზიკური მახასიათებლების შესწავლა და მათი მონიტორინგი“ – რევაზ ჭიღლაძე
ქვედა და ზედა ატმოსფერო-იონოსფეროში მიმდინარე დინამიური და სტრუქტურული ცვლილებების მონიტორინგი და თეორიული კვლევა სხვადასხვა ჰელიო-გეოფიზიკურ პირობებში“ – გოდერძი დიდებულიძე

11:30-12:00 – ყავის შესვენება

მზის ბრუნვის დამახასიათებელი თავისებურებების შესწავლა კორონული ხვრელების საშუალებით, კორონული ხვრელის დინამიკა და
კლასიფიკაცია“ – ბიძინა ჩარგეიშვილი
მზის ზედა ატმოსფეროში აქტიური ფიზიკური პროცესებისა და ტალღების ყოფაქცევის მონიტორინგი მაღალდისპერსიული სპექტრული
დაკვირვებებისა და მზის სრული დაბნელებების დროს ექსპედიციური წესით მიღებული დამზერითი მასალის საფუძველზე“ – ვაჟა ყულიჯანიშვილი
მზის ატმოსფეროს მაგნიტოსეისმოლოგია და მზის ამინდი“ – თეიმურაზ ზაქარაშვილი
ასტროფიზიკური დინებები და არაწრფივი დინამიკა“ – გიორგი ჩაგელიშვილი
კოსმოსური მაგნიტური ველების წარმოშობა, ევოლუცია და დაკვირვებითი მინიშნებები“ – თინათინ კახნიაშვილი
სტრატოსფერული აეროზოლის მონიტორინგი დედამიწიდან და კოსმოსური აპარატებიდან“ – ნინა მათეშვილი

 

პროგრამის PDF ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ